თეგი: ლუდმილა დენისოვა
უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სააკაშვილი უკრაინამ დაზარალებულად ოფიციალურად ცნო
უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინამ საპატიმროში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეზე დაზარალებულად ოფიციალურად ცნო. ლუდმილა დენისოვას თქმით, სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ არამართებული ქმედებების შედეგად მისთვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის გათვალისწინებით მოხდა. მანამდე, ლუდმილა დენისოვამ „საერთაშორისო ორგანიზაციებს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო მიმართა“. უკრაინის პროკურატურის მიერ, დაახლოებით თვენახევრიანი გამოძიების შემდეგ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ უკრაინელი სამართალდამცველები თავიანთი ქართველი კოლეგების მიერ სააკაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს იკვლევენ. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს და შიმშილობა გამოაცხადა. პროტესტი 19 ნოემბერს შეწყვიტა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
უკრაინის სახალხო დამცველს რადამ უფლებამოსილება შეუჩერა
უკრაინის უმაღლესმა რადამ, სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას უფლებამოსილება შეუჩერა. Unian-ის ცნობით, გადაწყვეტილებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დენისოვა ამ თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებდა. მანამდე ის იყო სოციალური პოლიტიკის მინისტრი იულია ტიმოშენკოს (2007-2010) და არსენი იაცენიუკის (2014) მთავრობებში. 2022 წლის 27 აპრილს ყოფილმა ბავშვთა ომბუდსმენმა მიკოლა კულებამ დენისოვა ოკუპანტებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დენისოვამ ოკუპანტებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ სად იმალებოდა ხერსონში 58 ბავშვი და, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დამპყრობლებმა ისინი ყირიმში წაიყვანეს.