თეგი: ლუქსემბურგი
ლუქსემბურგმა 5,5 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა
ლუქსემბურგმა რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 5,5 მილიარდი ევრო გაყინა, რაც ევროკავშირის ტერიტორიაზე დაბლოკილი რუსული აქტივების დაახლოებით მესამედს შეადგენს. ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა სამშაბათს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ასელბორნმა ასევე განაცხადა, რომ თუ რუსეთის ქცევა არ შეიცვლება, შემდგომი სანქციები კი, გარდაუვალია. მინისტრის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით „არ შეიძლება, ნეიტრალიტეტი არსებობდეს“. ევროკავშირმა 17,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა ლუქსემბურგმა უკრაინას 72 მილიონ ევროზე მეტი იარაღი, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მიაწოდა, რაც ქვეყნის მთლიანი თავდაცვის ბიუჯეტის 16%-ს შეადგენს. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე გაყინეს დაახლოებით 17,5 მილიარდი ევრო, რომელიც რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკუთვნის. ასევე, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა მოკავშირეებმა გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის რეზერვები.
ლუქსემბურგმა უკრაინას HUMVEE-ს ტიპის ჯავშანმანქანები გადასცა
ლუქსემბურგმა უკრაინას, HUMVEE-ს ტიპის ჯავშანტექნიკა გადასცა, რომელიც პერსონალის ტრანსპორტირებისთვისაა შექმნილი. უკრაინისთვის გადაცემული მანქანების რაოდენობა არ ზუსტდება, თუმცა, გამოცემის ცნობით, ჯავშანტექნიკა ლუქსემბურგმა საკუთარი არსენალიდან გამოყო. ცნობილია, რომ ლუქსემბურგის არსენალში HUMVEE-ს ტიპის 42 ერთეული ჯავშანმანქანა ირიცხება. ლუქსემბურგმა უკრაინის ძალებს 100 NLAW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა და 15 სამხედრო კარავიც გადასცა.
ლუქსემბურგმა უკრაინას ჩეხური წარმოების 6 დრონი გადასცა
ლუქსემბურგმა უკრაინელ სამხედროებს 6 (Primoco UAV One 150) დრონი გადასცა. იტყობინება უკრაინის სამხედრო ცენტრი ლუქსემბურგის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. 21 ნოემბერს, ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა ფრანსუა ბაუშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით, მაღალი მობილურობის მრავალფუნქციურ ბორბლიან მანქანებს (HMMWV) გადასცემს. ლუქსემბურგმა უკრაინას HUMVEE-ს ტიპის ჯავშანმანქანები გადასცა ლუქსემბურგმა 5,5 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა
ლუქსემბურგი უკრაინაში სასწრაფო დახმარების 14 ჯავშანმანქანას გზავნის
ლუქსემბურგმა უკრაინაში სასწრაფო დახმარების 14 ჯავშანტექნიკა გაგზავნა და ისინი მალე ფრონტის ხაზზე იქნებიან. ამის შესახებ ბელგიაში უკრაინის საელჩომ განაცხადა. სასწრაფო დახმარების მანქანები გაერთიანებული სამეფოს წამყვანმა მწარმოებელმა შექმნა. „ძალიან მალე მანქანები გაიგზავნება ფრონტის ხაზზე, სადაც ისინი შეასრულებენ თავის მთავარ ამოცანას - გადაარჩინოს ჩვენი მეომრების სიცოცხლე, რომლებიც იცავენ ჩვენს ქვეყანას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. მანქანები ასევე გამოყენებული იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.
ლუქსემბურგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ მიღებული რეზოლუციით, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლუქსემბურგელი დეპუტატების გადაწყვეტილება ისტორიული სამართლიანობის აღდგენად შეაფასა. "ეს ნაბიჯი პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლდომორის გენოციდად საერთაშორისო აღიარება კვლავ იზრდება", - დაწერა კულებამ Twitter-ზე
უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდა
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებთ, ლუქსემბურგი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. „მადლობას ვუხდი ლუქსემბურგს და მის ხალხს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ეფუძნება საერთო დემოკრატიულ იდეალებსა და ჩვენი ევროატლანტიკური ოჯახის ინტერესებს,“ - აცხადებს ზელენსკი. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინა თითოეულ სახელმწიფოსთან დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე და ხელს მოაწერს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
უკრაინა, ესტონეთი და ლუქსემბურგი IT კოალიციას ქმნიან
უკრაინამ, ესტონეთმა და ლუქსემბურგმა IT კოალიცია შექმნეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ახალი კოალიციის საინაუგურაციო შეხვედრა რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-15 შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. „IT კოალიციის მიზანია, უზრუნველყოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებისთვის უსაფრთხო და გამძლე IT ინფრასტრუქტურა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, ბრძოლის ველზე უფრო ეფექტიანი იყოს. ჩვენ მადლობელი ვართ ესტონეთისა და ლუქსემბურგის ლიდერობისთვის ამ ინიციატივის წინ წაწევისთვის,“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა. ღონისძიებაში სულ 20 ქვეყანა მონაწილეობდა. სამინისტროს ცნობით, ინიციატივას განზრახვის დეკლარაციაზე ხელმოწერით, უკვე შეუერთდნენ ბელგია, დანია, ლიეტუვა და ლატვია.
ლუქსემბურგელი მინისტრი რუსეთს: თქვენ დაანგრიეთ ყველაფერი, შეჩერდით, ომის დაწყება ადვილია, ომის დასრულება წარმოაჩენს, როგორი ლიდერი ხარ
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა. მან რუსეთის დელეგაციას შემდეგი სიტყვებით მიმართა. „უცნაური ადამიანი ვარ: ჩემი ბებია რუსეთიდან იყო და მართლმადიდებელი ქრისტიანი, ბაბუა - ებრაელი პოლონეთიდან, მეორე ბაბუა ლუქსემბურგელი კათოლიკე იყო და მეორე ბებია ფრანგი ათეისტი. ამდენად, ჩემში ბევრი სხვადასხვა კულტურაა და შესაბამისად, ტოლერანტობაც. მე ასევე ბელგიელ მამაკაცზე ვარ დაქორწინებული, ანუ გეი ვარ და ალბათ თქვენს ქვეყანაში უფლებებიც კი არ მექნებოდა. შესაძლოა, ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს შოკისმომგვრელი იყოს, მაგრამ მე პუტინთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მასთან სატელეფონო საუბარიც მქონდა. ომამდე მე ვოლოდიმირ ზელენსკისაც ვესაუბრე და ვლადიმირ პუტინსაც და შევეცადე, რომ მათთან მოსაზრებები გამეცვალა, თუმცა ბუჩის შემდეგ ვიგრძენი, რომ გამოსავლის პოვნის სურვილი არ არსებობდა. ეს ძალიან სამწუხაროა. თქვენ დაანგრიეთ ყველაფერი, რაც ჩვენ ვაშენეთ კულტურულ, პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობები. პუტინთან ერთ-ერთი ბოლო საუბრისას, მას ისიც ვუთხარი, რომ ახლა მათი უახლოესი მოკავშირეები ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა არიან. ასეთი იზოლირებულობა ძალიან ცუდია და ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენი ნარატივი არ არის სწორი. ომის დაწყება ადვილია, ომის დასრულება წარმოაჩენს, როგორი ლიდერი ხარ. არასდროს არის გვიან იმის აღიარება, რომ თქვენ დიდი შეცდომა დაუშვით. მე ვერ მოვისმენ ბატონ ლავროვის პასუხს, იმიტომ რომ აქ არ ვიქნები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გაჩერდეთ. შეწყვიტეთ ის, რასაც ახსნა და მიზეზი არ აქვს,“ განაცხადა მინისტრმა. ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში რუსეთის სააგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. დღეს, 30 ნოემბერს, მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ შემდეგი გამომსვლელი იქნებოდა სერგეი ლავროვი დელეგატების ნაწილმა დარბაზიდან გასვლა დაიწყო.
გერმანია და ლუქსემბურგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ - მინისტრები
გერმანია და ლუქსემბურგი მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ნიშნავს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავიერ ბეტელმა 5 იანვარს ბერლინში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „ჩვენ არ გვაქვს უფლება, ახალ წელს დავივიწყოთ, რომ რუსეთის ტერორი უკრაინელების წინააღმდეგ ყოველდღე გრძელდება,“ - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა. მის მოსაზრებას იზიარებს ბერბოკის ლუქსემბურგელი კოლეგაც. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინას თუ არ დავეხმარებით, სხვა ქვეყნები მიჰყვებიან უკრაინას,“ - განაცხადა ბეტელმა. მისი თქმით, პუტინი ბედნიერი იყო ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გამო, რადგან იმედოვნებდა, რომ დასავლეთი უკრაინისგან ყურადღებას გადაიტანდა. „უკრაინის დახმარება ასევე ნიშნავს ღირებულებების დაცვას და ევროპული პროექტის გაგრძელებას,” - აღნშნა ბატელმა. ის ამ რანგში პირველი ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბატელი 2013-2023 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.
ლუქსემბურგი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება
ლუქსემბურგმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 800 000 ერთეული საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას უერთდება. ამის შესახებ ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა იურიკო ბაკესმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე დაწერა. „ეს იქნება ჩვენი საერთო ძალისხმევის ნაწილი, რათა უკრაინას მივაწოდოთ აუცილებელი შესაძლებლობები რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - აღნიშნა მინისტრმა. გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა, პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. როგორც ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა დღეს განაცხადა, ინიციატივას სულ 13 ქვეყანა შეუერთდა. ჩეხეთის ინიციატივისთვის ნორვეგია 1,6 მილიარდ ნორვეგიულ კრონას გამოყოფს, ნორვეგიას გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.
ლუქსემბურგი "საარტილერიო კოალიციაში" გაწევრიანდა
რამშტეინის ფორმატში შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ლუქსემბურგის გაწევრიანებაზე „საარტილერიო კოალიციაში“, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია ხელმძღვანელობენ. შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგმა 8 მარტს განაცხადა, რომ შეუერთდება ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ. ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ 800 ათასამდე ჭურვის შესაძენად საჭირო დაფინანსება თითქმის შეაგროვა. ლუქსემბურგი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას უერთდება