თეგი: მაიმუნის ყვავილი
სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC
ვირუსი მარტივად არ ვრცელდება და ფართო საზოგადოებისთვის რისკი ძალიან დაბალია ჯანდაცვის ორგანოებისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ. ბოლო დადასტურებული შემთხვევები იტალიასა და შვედეთში დაფიქსირდა. ამას წინ უძღოდა ოთხშაბათს აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში შემთხვევების დადასტურება, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის კვლევა. მაიმუნის ყვავილი ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებშია ყველაზე მეტად გავრცელებული. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ სუსტია და ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება. დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ამჟამად, დიდ ბრიტანეთში ცხრა დადასტურებული შემთხვევაა. ამ ინფექციების წყარო ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული. ევროპაში, ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთშაბათს - შვედეთში, ასევე, ერთი - იტალიაში. შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ იციან, როგორ დაინფიცირდა ეს ადამიანი, მაგრამ ადგილობრივი მედია იუწყება, რომ იტალიაში მყოფი ადამიანი ცოტა ხნის წინ, კანარის კუნძულებიდან დაბრუნდა. ხუთი დადასტურებული შემთხვევა პორტუგალიაში ოთხშაბათს დაფიქსირდა. შვიდი შემთხვევა ესპანეთში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის დამტკიცებული, უკვე გავრცელდა ცნობა, რომ ესპანეთის ჯანდაცვის ორგანოებმა, ეპიდემიასთან გასამკლავებლად ათასობით ვაქცინა შეიძინეს, იტყობინება ესპანური გაზეთი El País. აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში, მაიმუნის ყვავილით კაცი დაინფიცირდა. ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, კაცი ჰოსპიტალიზებულია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოაადგენს. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის.
ბელგიამ მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის კარანტინი შემოიღო
ბელგია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის სავალდებულო 21-დღიანი კარანტინი შემოიღო. გადაწყვეტილება ბელგიის ჯანდაცვის ხელისუფლებამ პარასკევს მიიღო, მას შემდეგ რაც გასულ კვირაში ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ პაციენტებს არ ესაჭიროებათ თვითიზოლაცია, მაგრამ უნდა იყვნენ ფხიზლად, განსაკუთრებით, თუ ისინი კონტაქტში არიან დაუცველ ადამიანებთან. მაიმუნის ყვავილი არის დაავადება, რომელიც მიეკუთვნება იმავე ოჯახს, როგორც ჩუტყვავილა და მისი სიმპტომებია მკაფიო მოძრავი გამონაყარი, ცხელება, კუნთების ტკივილი და თავის ტკივილი. მაიმუნის ჩუტყვავილა ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე ჩუტყვავილა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, მაგრამ ექსპერტები შეშფოთებულნი არიან დაავადების უჩვეულო გავრცელებით აფრიკის გარეთ, სადაც ის ჩვეულებრივ ცირკულირებს.
რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაიმუნის ყვავილის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. 2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში. მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. 2021 წელს ოთხი კონტინენტის 15 ქვეყანაში დაფიქსირდა ადამიანების მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების შემთხვევები, რომელთა უმრავლესობა დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის ენდემურ ქვეყნებში: ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მაიმუნის ყვავილის კლინიკა უპირატესად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე). ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სავარაუდო შემთხვევების გამოვლენას. ჯანმოს მიერ შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია: შესაძლო შემთხვევა ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად. სავარაუდო შემთხვევა შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებასთან თავსებადი შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან. დადასტურებული შემთხვევა კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომო-ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას. მათ ნაწილს აღენიშნება გამონაყარი გენიტალურ ან / და პერიანალურ არეებში. შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონტაქტებისა და დაავადების წყაროს დადგენის გარდა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ჩუტყვავილასთან, წითელასთან, მარტივ ჰერპესვირუსულ ინფექციასთან, სიფილისთან და სამკურნალო პრეპარატების მოხმარებით გამოწვეულ ალერგიასთან. ნატურალური ყვავილის საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.
„მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა - ამირან გამრელიძე
„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის 2-3 საათში დასადგენად საქართველოს მალე სპეციალური პისიარ ტესტი ექნება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს გამყრელიძის თქმით, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ადამიანი 21 დღის განმავლობაში იზოლაციაში იყოს. NCDC-ს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების კუთხით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნად ითვლება, თუმცა ეპიდზედამხედველობის გაძლიერება მაინც მნიშვნელოვანია. „დღეს არის ეგრეთ წოდებული დაკვირვების და მზადყოფნის რეჟიმი. უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, გვქონდეს სიმძლავრეები, რომ დავსვათ ლაბორატორიული დიაგნოზი. ჩვენთან, ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, გენუმის სეკვენირებით დავადგინოთ ვირუსი. მოვახდინოთ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის იდენტიფიცირება. „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ სულ მალე სპეციალური პისიარ ტესტი გვექნება. ჩვენ მაინც დაბალი რისკის ქვეყნად ვითვლებით, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა და ლაბორატორიული მზადყოფნა. საეჭვო სიმპტომებით თუ გამოჩნდა ადამიანი, აუცილებელად 21 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს
„მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზად არის და ალბათ, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც აღმოაჩენს „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს. ასევე სრული მზადყოფნაა ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს. "მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. თუ „მაიმუნის ყვავილი“ უფრო მეტი გავრცელებას მიიღებს, მაშინ აქვს აზრი ვაქცინის შექმნას. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბევრი შემთხვევა გვაქვს. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათეულ ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას“,- აღნიშნავს ჩხაიძე. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის. ასევე წაიკითხეთ: სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთის ინფექცია არ დადასტურდა, მეორეს იკვლევენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში ინფექცია არ დადასტურდა, მეორე შემთხვევას კი იკვლევენ. ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს „მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა - ამირან გამრელიძე „კვლევის ეტაპზე არსებული შემთხვევის დეტალებზე, მათ შორის იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს მოგზაურობის ისტორია, ვერ ისაუბრებს“, - განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს პაატა იმნაძემ. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს ბელგიამ მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის კარანტინი შემოიღო საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონტროლზეა აყვანილი გამონაყრით მიმდინარე შემთხვევები. ამ კვირაში კი ქვეყანა ინფექციის გამოსავლენ პისიარტესტებს ელოდება, რომელიც საშუალებითაც ტესტირების პასუხის მიღება ორ საათშია შესაძლებელი. „მაიმუნის ყვავილი“ ამ დრომდე მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს გამოუვლინდა.
მსოფლიოში, 50 არაენდემურ ქვეყანაში აღრიცხულია „მაიმუნის ყვავილის“ 4100-ზე მეტი შემთხვევა
26 ივნისის მდგომარეობით მსოფლიოში, 50 არაენდემურ ქვეყანაში, აღრიცხულია მაიმუნის ყვავილის 4100-ზე მეტი შემთხვევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინიცირებით, მიმდინარე კვირაში შეიკრიბა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტი (IHR 2005 Emergency Committee) მაიმუნის ყვავილით გამოწვეული ეპიდაფეთქვების ანალიზის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური რისკის შეფასებისა და შემდგომი რეაგირებისთვის. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC) ავრცელებს. საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა 25 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე მაიმუნის ყვავილის გავრცელებით გამოწვეულ აფეთქებას არ ანიჭებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის სტატუსს (Public Health Emergency of International Concern). რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე ეპიდ-აფეთქების ინტენსიურ თვალყურის დევნებასა და რისკების შეფასებას. არსებული მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში გადაწყვეტილება განახლდება საჭიროების შესაბამისად. ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს ჯანმო რეკომენდაციას უწევს შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრევენციული ღონისძიებების დაცვას. „მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა - ამირან გამრელიძე
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა
"ლაბორატორიული კვლევების შედეგად, საქართველოში დადასტურდა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა", - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არც ერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ცნობისთვის, დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის. ასევე წაიკითხეთ: სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC
რუსეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში მაიმუნის ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია „როსპოტრებნადზორზე“ დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, პორტუგალიიდან რუსეთში დაბრუნებული ახალგაზრდა ავად გახდა და დამახასიათებელი გამონაყარით საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტის ბიომასალის შესწავლამ დაადასტურა, რომ ის მაიმუნის ყვავილით იყო დაინფიცირებული. პაციენტი იზოლირებულია, დაავადება მსუბუქია. მაიმუნის ყვავილი სანკტ-პეტერბურგელ კაცს დაუდგინდა, იტყობინება ჟურნალი Dog ქალაქის სამედიცინო წრეების წყაროებზე დაყრდნობით. „როსპოტრებნადზორის“ ცნობით, ყველა საკონტაქტო პირი იდენტიფიცირებულია და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს. „ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის დროული დაწყებიდან გამომდინარე, შეჩერდა ინფექციის შემდგომი გავრცელების შესაძლებლობა“, - აცხადებენ დეპარტამენტში. 2022 წლის მაისში მაიმუნის ჩუტყვავილას ინფექციის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპისა და ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 27 ივნისის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან 50 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა დაავადების 3413 შემთხვევა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. შემთხვევების 86% დაფიქსირდა ევროპაში, ხოლო აფრიკაში, სადაც ეს დაავადება ჩვეულებრივ გავრცელებულია, შემთხვევების მხოლოდ 2% გამოვლინდა.
ნიუ-იორკი აშშ-ის მეორე უდიდესი ქალაქია, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიუ-იორკი გახდა აშშ-ის მეორე უდიდესი ქალაქი, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. CNN-ის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ეპიდემიას უნდა უპასუხონ სასწრაფოდ, ქმედებებით და რესურსებით, როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე, და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო გამოცხადება ვითარების სერიოზულობაზე მიუთითითებს. „ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 150,000 ნიუ-იორკელი შესაძლოა, ამჟამად „მაიმუნის ყვავილის“ გამოვლენის რისკის ქვეშ იმყოფებოდეს“, - განაცხადეს ერთობლივ განცხადებაში მერმა ერიკ ადამსმა და დოქტორ ეშვინ ვასანმა, ქალაქის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ჰიგიენის დეპარტამენტის კომისარმა. სან ფრანცისკო იყო აშშ-ის პირველი დიდი ქალაქი, სადაც, „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 23 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში ვირუსი პირველად 15 ივნისს გამოვლინდა.
მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, აშშ-ში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, აშშ-ში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ შეერთებულ შტატებში 6600-ს მიაღწია. ნიუ-იორკი აშშ-ის მეორე უდიდესი ქალაქია, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდის გამო, ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა 23 ივლისს გამოაცხადა. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში ვირუსი პირველად 15 ივნისს გამოვლინდა.
ჯანმო: "მაიმუნის ყვავილის" ამჟამინდელი გლობალური შემთხვევების 34%-ზე მეტი აშშ-ზე მოდის
"მაიმუნის ყვავილის" ამჟამინდელი გლობალური შემთხვევების 34%-ზე მეტი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ბრიფინგისას განაცხადა. "შეერთებულ შტატებში მონაცემები იზრდება, ევროპაში იკლებს. სტატისტიკის კლების შენარჩუნების გზა შესაბამისი ზომების გატარება და სწრაფი ვაქცინაცია უნდა იყოს", - განაცხადა გებრეიესუსმა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
ლოს ანჯელესში "მაიმუნის ყვავილით" ადამიანი გარდაიცვალა
ლოს ანჯელესში „მაიმუნის ყვავილის“ შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ინფიცირებულს დასუსტებული ჰქონდა იმუნური სისტემა. „ძლიერი იმუნოდეფიციტის მქონე პირებს, რომლებსაც „მაიმუნის ყვავილის“ სავარაუდო ნიშნები აქვთ, მოვუწოდებთ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, დაიწყონ ადრეული მკურნალობა და დარჩნენ მეთვალყურეობის ქვეშ დაავადების დროს“, – ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის. ასვე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
ჯანმომ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში უკვე მეორედ გამოაცხადა. გადაწყვეტილების შესახებ ჯანმოს დორექტორმა გამოაცხადა. "ნათელია, რომ ამ აფეთქებების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირებაა," განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა. 13 აგვისტოს საგანგებო მდგომარეობა აფრიკაში გამოაცხადეს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ დაავადების გავრცელების ტემპი აშფოთებთ. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 517 ადამიანი.