თეგი: მალხაზ დოლიძე
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე: პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს
"პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს", - ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პურის ფასის დაკლება დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს. „რეფერენტული ფასები უნდა შემოვიდეს. კონტროლი უნდა იყოს იმისა, რომ მე რომ მაღაზიას პური მივაწოდე, მან ეს თანხა თავის მოგებაში კი არ უნდა ასახოს, არამედ მოსახლეობას იმ ფასად მიაწოდოს, რა ფასადაც მიწოდებულია. რა თმა უნდა, შიგნით თავის მოგება უნდა ჩადოს, მაგრამ არა ისეთი მაღალი, რომ მოსახლეობაზე აისახოს. ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და ა.შ. ფასებში ფოკუსირდება, ამიტომ თუ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენ ყოველთვის წავალთ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ეს პურის ფასში ავსახოთ, მითუმეტეს ტენდენცია ისეთია, რომ დღეს ფქვილის ფასები დაბლა მოდის. მეწარმის სურვილი ყოველთვის არის, რომ მეტი პურის რეალიზაცია მოხდეს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ფასის დაკლება დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს, “ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ. ამასთან, დოლიძის განცხადებით, წელს მოსავალი უკეთესია.
„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: პური შესაძლოა, ათი თეთრით გაიაფდეს
ახლა ამ პერიოდს ჰქვია ალოობა, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ალბათ მოხდება ფასების სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა. შესაძლებელია, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს ფასის ცვლილება კლებისკენ, - ამის შესახებ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. საქსტატი: პური და პურპროდუქტები 32.4 პროცენტით არის გაძვირებული ამასთან, დოლიძე იმედოვნებს, რომ ადგილობრივი წიქსვილებიც ამუშავდება. „ახლა ამ პერიოდს ჰქვია ალოობა, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ამ პერიოდში ალბათ მოხდება ფასების სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა. შარშანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ხორბალთან დაკავშირებით მსოფლიო ბირჟებზე 500 დოლარი და კიდევ მცოცავი საბაჟო გადასახადი იყო და ძალიან დიდი ფასები არსებობდა, წელს დაახლოებით 340 დოლარია. გვაქვს იმედი, რომ ამუშავდება ადგილობრივი წიქსვილებიც. პატარები უკვე ამუშავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფქვილის კონკურენციაც იქნება. კონკურენციამ ფასების დაბლა წამოსვლა იცის. მოდით, სიმართლეს შევხედოთ, რაოდენობას ყოველთვის განსაზღვრავს ფასი, რადგან როდესაც ფასი შედარებით დაბალია, მაშინ უფრო მეტი იყიდება. რა თქმა უნდა, მეწარმე ყოველთვის დაინტერესებულია, რომ მას მეტი პროდუქცია გაეყიდოს. აქედან გამომდინარე, საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს ფასის ცვლილება კლებისკენ“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ხორბლის გარკვეული მარაგები ქვეყანაში არსებობს - „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ამჟამად პური სტაბილურად მიეწოდება მოსახლეობას და ფასებიც შედარებით სტაბილურია. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში წისქვილების უმეტესობა არ მუშაობს. „ფქვილის მწარმოებლებს ჰქონდათ თავიანთი წინადადებები, რომ ფქვილი დაბეგვრილიყო და მერე ეს სტაბილიზაციაში გამოყენებულიყო, მაგრამ ძალიან რთული ფორმულა იყო და გარანტიას ვერავინ იძლეოდა, რას იზამდა რუსეთის მხარე. დღეს სიტუაცია როგორ დალაგდება ზუსტად ვერავინ პროგნოზირებს. დღეს, ხვალ და რამდენიმე თვე სტაბილური მდგომარეობა იქნება“, - განაცხადა დოლიძემ "მთავარის" პრესკლუბში.