თეგი: მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე: ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა დააჩქაროს
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Newsweek-ს განუცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა დააჩქაროს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო. „თავისუფალი სამყარო უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული თავის გადაწყვეტილებაში, დააჩქაროს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინელების სიმამაცე თავისუფლებისთვის ბრძოლაში სულისშემძვრელია და შთაგონების წყაროა მთელი მსოფლიოსთვის. მამუკა ბახტაძე თვლის, რომ „დღეს მთელი უკრაინა საომარ ზონად იქცა, ეს არის თავისუფალ სამყაროსა და ტირანიას შორის შეტაკების ეპიცენტრი. მისივე აზრით, კრემლის პროპაგანდა იყენებს უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მილიტარისტული ამბიციების საფუძვლად, მაგრამ ცხადია, რომ მას არავითარი რეალური საფუძველი არ აქვს. „აუცილებელია შემუშავდეს ყოვლისმომცველი და პროაქტიური სტრატეგია, რომელიც შეიცავს კრემლის აგრესიითვის წინააღმდეგობის გაწევას“, - განუცხადა Newsweek-ს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.