თეგი: მანქანები
რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება 97%-ით შემცირდა
2022 წლის მაისში, რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება წლიურ ჭრილში 96,7%-ით დაეცა. ამის შესახებ რუსული მედია, „რუსსტატზე“ დაყრდნობით წერს. აპრილთან შედარებით წარმოება 81,3%-ით შემცირდა. 2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთში სულ 268 ათასი მსუბუქი მანქანა აწარმოებს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,4%-ით ნაკლებია. ამასთან, მაისში, სატვირთო მანქანების წარმოება 39.3% - ით შემცირდა. მედიის შეფასებით, მანქანების წარმოების ვარდნა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს და შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.
აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ
აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ. შესაბამისი ცვლილება აზერბაიჯანის საგადასახადო კოდექსში შევიდა. 209-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, საგზაო გადასახადს გადაიხდიან არარეზიდენტი პირები, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები არიან და ტრანსპორტს მგზავრების გადასაყვანად და საქონლის გადასაზიდად იყენებენ. აგრეთვე საგზაო გადასახადის გადახდას ექვემდებარებიან წარმოებით ან იმპორტით დაკავებული პირები, რომელთაც ქვეყნის ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი და თხევადი აირი გადააქვთ.
აზერბაიჯანში, მძიმე და მაღალი გამავლობის მანქანების გადაადგილებაზე ნებართვები „ერთ ფანჯრის“ პრინციპით გაიცემა
აზერბაიჯანში, მძიმე და მაღალი გამავლობის მანქანების გადაადგილებაზე ნებართვებს, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო „ერთი ფანჯრის“ სისტემის მეშვეობით გასცემს. აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ შესაბამისი ცვლილებები „ავტოტრანსპორტის შესახებ“ და „სახელმწიფო მოვალეობის შესახებ“ კანონებში განხორციელდა. ცვლილების მიხედვით, სპეციალური ნებართვების გასაცემად, ელექტრონული სერვისი შეიქმნება. ცვლილებების თანახმად, გადამზიდველს შეიძლება უარი ეთქვას ნებართვაზე, თუ მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები განაცხადში მითითებული დიდი ზომის და მძიმე ტვირთის გადაზიდვის საშუალებას არ იძლევა. ასევე, თუ ეს მანქანა ვერ მოძრაობს გადამზიდველის მიერ შემოთავაზებულ მარშრუტზე, ან გადამზიდავი არ ეთანხმება გადაადგილებას შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული (დაწესებულების და შემოთავაზებული ალტერნატიული მარშრუტით.