თეგი: მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე: ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, 2022 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76 052 მგზავრს და 298 რეისს მოემსახურა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში სრულად აღდგა მგზავრთნაკადი, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა. "რეისების რაოდენობის ზრდა განაპირობა მიზნობრივ ბაზრებზე განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ, რომელიც მიმართულია ფრენების გეოგრაფიის გაფართოებისკენ, ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებისკენ, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და არსებული მიმართულებების გაზრდისკენ. ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. პირველი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ ათ მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტაილანდური ავიაკომპანია ბანკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განაახლებს
ტაილანდური ავიაკომპანია „Thai AirAsia X“-ი ბანკოკიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განაახლებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ასრულებდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა დადებითად შეაფასა ტაილანდთან პირდაპირი ფრენების განახლება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც სამოქალაქო ავიაციის, ასევე ტურიზმის სექტორებში. „ჩვენი პოლიტიკა მიმართულია საქართველოში მეტი საერთაშორისო ავიაკომპანიის მოზიდვისკენ. სამხრეთ - აღმოსავლეთ აზია ერთ-ერთი სამიზნე ბაზარია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ამდენად, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიყვანოთ ავიაკომპანიები ამ და აზიის სხვა რეგიონებიდან. ეს ხელს შეუწყობს აზიის ქვეყნებიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების საქართველოში მოგზაურობას. ამით ვაგრძელებთ ჩვენი ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირებას, რაც დადებითად აისახება საქართველოში როგორც ტურიზმის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სექტორების უფრო სწრაფ აღდგენაზე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, პირდაპირი რეისები ბანგკოკი - თბილისი - ბანგკოკის საჰაერო ხაზზე, საწყის ეტაპზე, 8 - 29 ოქტომბერს კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება. ფრენები ასევე ზამთარშიც გაგრძელდება.
ჩინეთთან რეგულარული ფრენები 2023 წლიდან აღდგება - მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც,“ - ასე გამოეხმაურა ჩინეთის ავიაკომპანიის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქვეყნის საავიაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა უწყებები აქტიურად საქმიანობენ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად. მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი სამოქალაქო ავიაციის სექტორში. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პანდემიამდე ჩინეთიდან 48,071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 50.9% - იანი მატება იყო 2018 წელთან შედარებით, ხოლო ტოპ 15 ქვეყანას შორის ჩონეთი მეთხუთმეტე ადგილზე პოზიციონირებოდა. ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 2023 წლის 25 მარტამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება. China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, COVID19-ის პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.
მომართვის შემთხვევაში, ყველა არასანქცირებული კომპანია შეძლებს პირდაპირი რეისების შესრულებას - ქვრივიშვილი
დღეს ვნახეთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნა ამ ეტაპისთვის მოქმედი შეზღუდვა პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს მიმართულებით და ასევე, მოხსნა სავიზო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში. „მნიშვნელოვანია, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 2010 წლიდან რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს ცალმხრივად ამოქმედებული უვიზო რეჟიმი. ამასთან, 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. დღეს ვნახეთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნა ამ ეტაპისთვის მოქმედი შეზღუდვა პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს მიმართულებით და ასევე, მოხსნა სავიზო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოდგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენი ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და რა თქმა უნდა, გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან და მათი ოჯახის წევრებთან კავშირს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა. რაც შეეხება პირდაპირი ფრენებს, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს არ ჰქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც საუბარია სახმელეთო გადაადგილებაზე. „რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, აქ ნათლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განვმარტოთ ის, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახმელეთო კუთხით და იცით ალბათ, რომ ყოველდღიურად ასობით და თვის ჭრილში, ალბათ, ათასობით მანქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე. პირდაპირი ფრენები ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა. რაც შეეხება ზოგადად პირდაპირ ფრენებს რუსეთის ფედერაციიდან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით. ქვრივიშვილის თქმით, არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან ჯერ არ ყოფილა მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან. „მათ შორის, როგორიც არის: ისრაელი, გაერთიანებული არაბთა საემიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. აქვე, გვინდა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოში არ ოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. ამ ეტაპისთვის არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან. მომართვის შემთხვევაში, ყველა კომპანია და ხომალდები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებული, შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საემიროებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.