თეგი: მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი
ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს
ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას, ევროპის საბჭო საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების ცალმხრივ დარღვევას, რომელიც დონბასში კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ ფუნდამენტად რჩება. ევროპის საბჭო ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და თავი შეიკავოს სიტუაციის შემდგომი გამწვავებისგან. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ჩვენს წევრ ქვეყნებს, გადაწყვიტონ თავიანთი უთანხმოება დიალოგის გზით, ევროპის საბჭოს სტატუსით დაცული პრინციპების და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში გათვალისწინებული პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოსთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან კონტრიბუციას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე ჰუმანიტარული ჩართულობის სახით კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას და დადებითი შეფასება მიეცა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას, რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე ომს. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ორგანიზაციის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ქმედებებში აქტიური ჩართულობისთვის. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის წლიურ სამოქმედო გეგმას და მის იმპლემენტაციას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეი სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ბურიჩის თქმით, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოების რაოდენობა ფართოვდება მათ შორის იმ ქვეყნებით, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ. „მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის წევრობისთვის მოლდოვისა და უკრაინის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ალბათ, იმედია, მალე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, რაოდენობა იზრდება დასავლეთ ბალკანეთის მიღმა, მათ შორის ჩვენი წევრი სახელმწიფოების რიცხვშიც, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში მდებარეობენ. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სტანდარტები, გზები და საშუალებები, რომლების მეშვეობითაც შეგვიძლია, ძალიან გამოსადეგი და სასარგებლო ვიყოთ”, - განააცხადა პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: მოვუწოდებ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ
მოვუწოდებ ძალადობის დასრულებისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ. ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აცხადებს. „შეშფოთებით და ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. მოვუწოდებ ძალადობის დასრულებისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს“, - წერს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი Twitter-ზე.
ბურიჩი: 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სერიოზული შეშფოთება არსებობს
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სერიოზული შეშფოთება არსებობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის კონსოლიდირებულ ანგარიშში, რომელიც მინისტრთა კომიტეტს წარედგინა. საუბარია საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც თბილისი ვერ აკონტროლებს. ანგარიშში (რომელიც მოიცავს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის პერიოდს) საქართველოში კონფლიქტის შესახებ ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის მხრივ კვლავ მცირე პროგრესია. გადაადგილების თავისუფლებისა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის სხვადასხვა შეზღუდვა კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებზე მათი გავლენის თვალსაზრისით. იმ პირობებში, როცა რუსეთის ფედერაცია აბრკოლებს რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია დიალოგისა და შერიგების ხელშეწყობის, ჯანდაცვის, განათლების უფასო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ. ანგარიშის მიხედვით, შემდგომ ინიციატივებზე მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით.გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში კონფლიქტის თაობაზე, პერიოდული მოხსენებების მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენა, პრიორიტეტად დარჩება. ინფორმაციისთვის, მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში. მინისტრთა კომიტეტი ერთდროულად სამთავრობო ორგანოც არის, სადაც, თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, განიხილება წევრ სახელმწიფოთა ინდივიდუალური დამოკიდებულება ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემებისადმი და ფორუმიც, სადაც ხდება საერთო-ევროპული მიდგომების ჩამოყალიბება მათთან მიმართებაში. საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობით, მინისტრთა კომიტეტი დგას ევროპის საბჭოს ძირითად ფასეულობათა სადარაჯოზე და ზედამხედველობს წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებას. შეგახსენებთ, 20 აპრილს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ IV“, რომლის თაობაზე 2018 წლის აგვისტოში შეიტანა სარჩელი საქართველოს მთავრობამ. ის ეხება ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას. გენერალური მდივნის 19 აპრილის ანგარიშში ეს საქმეც არის განხილული. ასევე საუბარია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც ეხება 2006-2007 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებასა და მათ გამოძევებას. საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ანგარიშებს 2010 წლიდან აქვეყნებს.
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი 30 ივნისს ვიზიტით ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. „მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: მხარს ვუჭერთ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით, მხარდაჭერა ალბათ მეტად გაიზრდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა, რის შემდეგაც გაკეთდა ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესზე საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მნიშვნელობა, რომლითაც ევროპის საბჭო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებზე "კონფლიქტი საქართველოში", რომლებიც წელიწადში ორჯერ მიიღება და დეტალურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, განუზომელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროპის საბჭოს მხარდაჭერა“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას, ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა. თავის მხრივ, ბურიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა, მხარს ვუჭერთ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით, მხარდაჭერა ალბათ მეტად გაიზრდება. „თქვენს ლამაზ ქვეყანაში ეს ჩემი მეორე ვიზიტი გახლავთ და ველოდები, რომ სამი დღის განმავლობაში ყოვლისმომცველი და დატვირთული პროგრამა მექნება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე სტუმრობით. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით, ბეჯითად ვმუშაობთ იმ კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ადგენს და შემდგომ წარმოადგენს ევროპის საბჭო და რომელიც ამ საკითხსაც მოიცავს. მინდა, დავიწყო ჩემი მადლიერებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მომიწვიეს ქვეყანაში ვიზიტით და მომეცა შესაძლებლობა, თბილისში ხვალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა. მთელი ჩემი პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ორმხრივი ღონისძიებით. 24 წლის წინ შეუერთდა საქართველო ევროსაბჭოს და 2020 წელს, როდესაც ქვეყანა ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდა, მან წარმატებით გაართვა თავი თავმჯდომარეობას და პრიორიტეტებს. თქვენ ასევე ახსენეთ რეიკიავიკის სამიტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო და სადაც სახელმწიფოს მეთაურებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროსაბჭოს როლს, რომელიც არის კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ყველა ეს ღირებულება, თავის მხრივ, განამტკიცებს მშვიდობას, სტაბილურობას. ეს ღირებულებები კარგად მუშაობს ევროპაში და მე ვხედავ, რომ აგრეთვე დღევანდელ საქართველოშიც. რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის მხრიდან უარის თქმა ამ ღირებულებებზე, რის შედეგადაც იგი გარიცხეს ევროსაბჭოდან და ჩვენ, რასაკვირველია, ძალას არ ვიშურებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რაც ასევე ითვალისწინებს ყველა იმ ზიანის აღრიცხვას, რომელიც ქვეყანას მიადგა რუსეთის თავდასხმის შედეგად. საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა. მიმდინარე სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულდება წლის ბოლოს, მხარდაჭერილია თქვენი ხელისუფლების მხრიდან და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლოს რეფორმა, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ კანონმდებლობა. 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მალე დასრულდება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ევროსაბჭო ისევ იქნება ამ რეფორმების ერთგული. ეს ყველაფერი თქვენ წაგადგებათ ევროკავშირში ინტეგრაციაში. ჩვენ აპრილში გამოვეცით ამ წლის კონსოლიდირებული ანგარიში სწორედ საქართველოს შესახებ, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. რასაკვირველია, ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას. ჩვენ ვცდილობთ, მხედველობის არედან არ დავკარგოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეს მხარეები იყვნენ მზად. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოაქვს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დღესაც ვალდებულია, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ბოლო სარჩელი – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკვე დასრულების პროცესშია და, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილებები აღასრულოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იზრდება ამბიციების საჭიროებები“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებაც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ეს პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებას. ილია დარჩიაშვილმა მარია ბურიჩს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. 2023 წლის 30 ივნისს, საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ვიზიტით ეწვია.
რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და მაღალი შეფასება მისცეს, 2023 წლის ივნისში, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს. „მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. აღინიშნა ორგანიზაციის კრიტიკული როლი და მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან და ნდობის აღდგენის პროექტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომლის საშუალებითაც ხდება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს წვლილს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ყურადღება გამახვილდა 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმასა და მის ფარგლებში გათვალისწინებულ პროექტებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება შესაბამისად შეფასებული და ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს. დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა. 3-4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა. 2023 წლის 4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და მაღალი შეფასება მისცეს, 2023 წლის ივნისში, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს. მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. აღინიშნა ორგანიზაციის კრიტიკული როლი და მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან და ნდობის აღდგენის პროექტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომლის საშუალებითაც ხდება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს წვლილს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ყურადღება გამახვილდა 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმასა და მის ფარგლებში გათვალისწინებულ პროექტებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება შესაბამისად შეფასებული და ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს. დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა.3-4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს