თეგი: მარიოპული
Unian: ოკუპანტებმა მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია ჩაშალეს და 200-მდე ადამიანი გაიტაცეს
UNIAN-ი მარიუპოლის მერის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ რუსმა სამხედროებმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია კიდევ ერთხელ ჩაშალეს და 200-მდე ადამიანი გაიტაცეს. პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-ზე წერს, რომ 23 აპრილს, 11:00 საათზე მარიუპოლის სულ მცირე 200 მცხოვრები ზაპოროჟიეში, პორტ სიტის სავაჭრო ცენტრთან ევაკუაციას ელოდა. მათ რუსმა სამხედროებმა დაშლა მოსთხოვეს, უთხრეს, რომ ტერიტორია დაიბომბებოდა და ავტობუსებში ჩასხდომა აიძულეს. შემდეგ კი დოკუჩაევსკში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე წაიყვანეს. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 20 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს