თეგი: მარიო დრაგი
იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მეორე ვადით აირჩიეს
იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მისი მემკვიდრის არჩევის ერთკვირიანი უშედეგო მცდელობის შემდე, პარლამენტმა მეორე ვადით აირჩია. პარტიის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს 80 წლის მატარელას პოსტზე დარჩენის გამო, მაგრამ მისი ჩანაცვლების წარუმატებელმა მცდელობებმა პოლიტიკურ სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენა იქონია, წერს უცხოური მედია. როგორც საერთაშორისო მედია წერს, მატარელა გამორიცხავდა თანამდებობაზე დარჩენას, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა საფრთხეში იყო, გადაწყვეტილება შეცვალა. მას პოსტზე დარჩენის თხოვნით პარლამენტის ლიდერებმა, რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დროს მიმართეს. ამასთან, Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პოსტზე დარჩენა მატარელას ასევე სთხოვა პრემიერმა მარიო დრაგიმ. ცნობისთვის, სერჯო მატარელას 1998-1999 წლებში იტალიის ვიცე-პრემიერის, 1999-2001 წლებში კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ასევე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. მეოთხე ტურის შემდეგ გამარჯვებისთვის 505 ხმის მიღება იყო საკმარისი. მეექვსე კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიიღო. იტალიის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტი ძლიერი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია პრემიერ მინისტრების დანიშვნა და ხშირად მოუწოდებენ პოლიტიკური კრიზისების გადაჭრისკენ.
იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ სურს მშვიდობა და უკრაინაში ომის შესაჩერებლად, ამიტომ შესაძლოა, დამატებითი სანქციები გახდეს საჭირო“,- ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Ansa-ზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს ყველა ვეძებთ მშვიდობას, მაგრამ სამწუხაროდ პრეზიდენტ პუტინს ეს არ სურს“, - განაცხდა დრაგიმ. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები აისახება იტალიაზეც, მაგრამ ხელისუფლება სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა. „ამ ვითარების გამო პრობლემები შეიქმნა ბენზინის, დიზელის საწვავის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და საკვები პროდუქტების მიწოდების სეგმენტში. თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციები სამართლიანია და შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს, თუ ამას განვითარებული პროცესები მოითხოვს. ხელისუფლება მზადაა, დაეხმაროს მეწარმეებსა და მათ ოჯახებს“, - აღნიშნა დრაგიმ. მანამდე იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა, მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული დრამატული თეატრის შენობა აღადგინოს. ცნობისათვის, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირმა რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესა როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა
მარიო დრაგი: პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ არ მომწიფებულა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ არ მომწიფებულა. როგორც სააგენტო Ansa წერს, ამის შესახებ დრაგმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ამასთან დრაგიმ თქვა, რომ რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა სთხოვეს, რომ იტალია სამომავლოდ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი გარანტორი იყოს. იტალიის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებმა წინ მცირე ნაბიჯებით წაიწია, თუმცა მხარეთა პოზიციები ცოტათი დაუახლოვდა. პუტინისა და დრაგის სატელეფონო საუბარი 30 მარტს შედგა. ამასთან პუტინმა უთხრა იტალიის პრემიერ-მინისტრს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა "ნაადრევია" 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა
ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. მისი თქმით, იტალიის ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ მოქალაქეები დაიცვას კონფლიქტის შედეგებისგან. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება მოსალოდნელზე სწრაფად შეუძლია
ევროპას რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირება უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ადრე ვარაუდობდა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ- მინისტრმა მარიო დრაგიმ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვაქვს ბუნებრივი აირის მარაგი და ასევე მივიღებთ გაზს სხვა მიმწოდებლებისგან", - განაცხადა დრაგიმ ალჟირიდან გაზის იმპორტის გაზრდის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ. ამ დროისთვის იტალია გაზის 40%-ს რუსეთიდან იღებს. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ექსკლუზივი: იტალიის ელჩი ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იტალიისთვის რუსული გაზის ჩანაცვლებაზე იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა
მარიო დრაგი: პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, დროის კარგვაა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და ეს უბრალოდ დროის კარგვაა. „ვიწყებ ფიქრს, რომ მართლები არიან ისინი, ვინც ამბობენ – მასთან [ვლადიმირ პუტინთან] ლაპარაკს აზრი არ აქვს, ეს უბრალოდ დროის კარგვაა. მე ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და ვაგრძელებ მტკიცებას, რომ როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ის მართალია, როცა ცდილობს დიალოგის ყველა შესაძლო გზის გამოყენებას. მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ომის საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ის, რაც ბავშვებსა და ქალებს გაუკეთეს, აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული სიტყვებსა და სატელეფონო ზარებზე“, - განაცახდა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. 10 მარტს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს. „რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი NATO-სთვის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ. ეს კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა. სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს“, -განაცახდა მაკრონმა 18 მარტს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ემანუელ მაკრონი: სისტემატურად ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტს პუტინს ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
მარიო დრაგიმ ევროკავშირს მოუწოდა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი თქვას
იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ ევროკავშირს მოუწოდა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი თქვას. დრაგიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ხელშეკრულებების ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს. მარიო დრაგის მიერ 3 მაისს გაკეთებულ ამ განცხადებას euobserver.com ავრცელებს. ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ევროპა პრაგმატული ფედერალიზმისკენ უნდა წავიდეს, რათა ეკონომიკური, ენერგეტიკული და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადასაჭრელად უკეთ მოემზადოს.„თუ ეს მოითხოვს ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლის პროცესის დაწყებას, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ“, - განაცხადა მარიო დრაგიმ. იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რათა უპასუხოს რუსეთის თავდასხმას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა კონტინენტზე მშვიდობა. ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება „ჩვენ უნდა დავძლიოთ ერთსულოვნების ეს პრინციპი, რომელსაც ჯვარედინი ვეტოების ლოგიკისკენ მივყავართ და გადავიდეთ კვალიფიციური უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებებისკენ", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა და უკრაინაში ომს „უსაფრთხოების, ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და ეკონომიკური“ კრიზისი უწოდა. „კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპის გამოყენება ნიშნავს, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 15-ის მხარდაჭერა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება, რაც შეუძლებლად აქცევს ერთი ქვეყნის მიერ ვეტოს გამოყენებით გადაწყვეტილებების დაბლოკვას. ევროპა, რომელსაც შესწევს ძალა, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, არის ევროპა, რომელიც უფრო მეტად სანდოა მისი მოქალაქეებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის", - განაცხადა მარიო დრაგიმ. უკრაინაში ომის ფონზე იტალიამ რუსული გაზის ალტერნატივის ძიება აქტიურად დაიწყო და რიგი ხელშეკრულებებიც გააფორმა, მათ შორის ალჟირთან და კონგოსთანაც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკიმ და დრაგიმ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარების საკითხი განიხილეს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მარიო დრაგის ინიციატივით გამართული სატელეფონო საუბრის დროს, სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარების საკითხი განიხილეს. „სატელეფონო საუბარი მქონდა მარიო დრაგისთან. ვისაუბრეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სანქციების მე-6 პაკეტის დაჩქარებასა და უკრაინის პორტების განბლოკვის აუცილებლობაზე. მადლობა იტალიას უკრაინის უპირობო მხარდაჭერისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე. გაეროს შეფასებით, უკრაინის ომის დროს სულ მცირე 3838 ადამიანი დაიღუპა და 4351 დაშავდა. ითვლება, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 6,4 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა სხვა ქვეყნებში, ხოლო 7,7 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული რჩება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მარიო დრაგი: ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი წევრი სახელმწიფო, უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის პროგნოზირება რთულია, რადგან იტალიის გამოკლებით, ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი წევრი სახელმწიფო უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება. ზელენსკი: მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებას შეუძლია, შეაჩეროს რუსეთის მადა ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება „კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი სახელმწიფო გამოდის. ყველა, იტალიის გამოკლებით. ამ ქვეყნების წინააღმდეგობის გამო, კანდიდატის სტატუსი ამჟამად პროგნოზირებადი არ არის, მაგრამ რაც შეეხება სწრაფ გზას, მეჩვენება, რომ ევროკომისია ეთანხმება ამ პერსპექტივას“, - აღნიშნა მარიო დრაგიმ. მანამდე, 31 მაისს, ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. კერძოდ, ნათქვამია: „ევროკავშირის საბჭო ითვალისწინებს კომისიის მოსაზრებების მომზადებას უკრაინის, ასევე მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს დაუბრუნდება ივნისის შეხვედრაზე“. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი იტალიაში პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის შეხვდა. პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში გრძელდება. „ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვერაფერი შეცვლის და მეორე-მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და აქაც კატეგორიულად გიჭერთ მხარს“, - ციტირებს პრეზიდენტის ოფიციალური Facebook გვერდი მარიო დრაგის სიტყვებს. დღესვე პრეზიდენტი იტალიელ კოლეგას სერჯო მატარელას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხსა და უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის შესახებ ისაუბრეს. როგორც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ განაცხადა, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ის მისი ნაწილი უნდა იყოს. მისი თქმით, „რუსეთის მხრიდან დღეს ახალი საფრთხეების წინაშე ვდგავართ, უკრაინამ შეძლო და აჩვენა რუსეთის ნამდვილი და სასტიკი სახე, ეს ყველაფერი საფრთხეს ქმნის ჩვენთვისაც და რეგიონისთვისაც - საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სერჯო მატარელამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იტალიას, რომ ქვეყანა ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ გზაზე საქართველოს მხარდამჭერია. 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით, საუბარი შეეხო საქართველო იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს.
მაკრონის, შოლცისა და დრაგის კიევში ვიზიტის თარიღი ცნობილია - მედია
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და იტალიის პრემიერის მარიო დრაგის უკრაინაში ვიზიტის თარიღი ცნობილია. La Stampa წერს, რომ სამი ქვეყნის ლიდერი კიევში 16 ივნისს ჩავა. გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას გეგმავს - მედია გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს მარიო დრაგისთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გეგმავს - მედია ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ვიზიტი G7-ისა და NATO-ს სამიტამდე შედგება. მედიის ცნობით, ამ გზით ისინი აპირებენ გამოხატონ ევროკავშირის სამი უდიდესი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან მიმართებით. ცნობილია, რომ სამი ლიდერიდან არცერთი არ იმყოფებოდა კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ამასთან, 24 თებერვლიდან უკრაინას უკვე ეწვია მსოფლიოს არაერთი ლიდერი, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შოლცს არაერთხელ მოუწოდა, ჩასულიყო კიევში, თუმცა გერმანიის კანცლერი სხვადასხვა მიზეზით ამბობდა უარს უკრაინის დედაქალაქში ჩასვლაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შოლცი და მაკრონი კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან კავშირს განაგრძობენ, იტალიამ კი საკუთარი „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნული ევროპული ქვეყნები ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას, მათ შორის უკრაინის მხრიდან აგრესორისთვის დათმობების ხარჯზე ცდილობენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან. არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერები ირპენში ჩავიდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ლიდერები პირველ რიგში შეხვდებიან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ეწვევიან ირპინს. "ჩვენ შევხვდებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მივიდეთ ბრძოლის ადგილზე, სადაც მკვლელობები განხორციელდა და ჩავატაროთ დაგეგმილი შეხვედრები. ეს ქალაქი არის ირპინი", - თქვა მაკრონმა. მან დასძინა, რომ სურს უკრაინელები დაარწმუნოს ევროპულ მხარდაჭერასა და ერთიანობაში. დელეგაციასთან ერთად იმყოფება ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა. „ეს მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის, ევროპისა და გლობალური სტაბილურობისთვის“, - თქვა მან კომენტარში. უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ
ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და გაიმარჯვოს. BBC წერს, რომ ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი მიზნად ისახავენ, დაუპირისპირდნენ მათი ქვეყნების მიერ გამოხატული მხარდაჭერისადმი არსებულ კრიტიკას და კიევს შესთავაზონ როგორც ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, ასევე - იარაღი“. უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? კიევამდე, ლიდერები ირპენში ჩავიდნენ. „ირპენი უკრაინაშია. ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე, უკრაინელი ქალებისა და კაცების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს რუსული არმია. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება", - წერს მაკრონი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დრაგი ირპენში ვიზიტის შემდეგ: ყველაფერს აღვადგენთ
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ხუთშაბათს უკრაინის ომის შედეგად განადგურებულ ქალაქ ირპენში ვიზიტის შემდეგ პირობა დადო, რომ „ყველაფერს აღადგენს“. „მათ დაანგრიეს საბავშვო ბაღები, გაანადგურეს საბავშვო ბაღები. ყველაფერი აღდგება. მუშაობა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა დრაგიმ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და გაიმარჯვოს. BBC წერს, რომ ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი მიზნად ისახავენ, დაუპირისპირდნენ მათი ქვეყნების მიერ გამოხატული მხარდაჭერისადმი არსებულ კრიტიკას და კიევს შესთავაზონ როგორც ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, ასევე - იარაღი“. უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? კიევამდე, ლიდერები ირპენში ჩავიდნენ. „ირპენი უკრაინაშია. ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე, უკრაინელი ქალებისა და კაცების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს რუსული არმია. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება", - წერს მაკრონი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩვენ დღეს კიევში ჩამოვედით მკაფიო გზავნილით: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის - ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის და ევროპელი ლიდერები სწორედ ამ გზავნილით ჩავიდნენ უკრაინაში. შესაბამისი პოსტი კიევში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, შოლცის Twitter გვერდზე გავრცელდა. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ „ჩვენ დღეს კიევში ჩამოვედით მკაფიო გზავნილით: უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. გერმანიას მხარს უჭერს დადებით გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - წერს ოლაფ შოლცი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ. „ხვალ, ევროკომისია დადებს დასკვნას და მომავალ კვირას ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს დრაგი ირპენში ვიზიტის შემდეგ: ყველაფერს აღვადგენთ 16 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში იმყოფებიან. დღესვე კიევში ჩავიდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ. „ხვალ, ევროკომისია დადებს დასკვნას და მომავალ კვირას ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს დრაგი ირპენში ვიზიტის შემდეგ: ყველაფერს აღვადგენთ 16 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში იმყოფებიან. დღესვე კიევში ჩავიდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მარიო დრაგი თურქეთს ეწვევა
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი 5 ივლისს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით შედგება. „დრაგი და ერდოღანი უხელმძღვანელებენ თურქეთ-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე შეხვედრას. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ NATO-ში სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთობების მდგომარეობასა და პერსპექტივებს. თურქული და იტალიური მხარეების მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ასევე შედის აზრთა გაცვლა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. მათ შორის ანკარასა და ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - წერს თურქული მედია.
იტალიის პრეზიდენტმა მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მოუწოდა, რომ პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად პარლამენტს მიმართოს. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. Reuters-ის ცნობით, ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში დრაგის პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო. „ნაციონალური ერთიანობის კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა ამ მთავრობას, აღარ არსებობს“, - აღნიშნა დრაგიმ, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებს
მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. Reuters-ის ცნობით, ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში დრაგის პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო. „ნაციონალური ერთიანობის კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა ამ მთავრობას, აღარ არსებობს“, - აღნიშნა დრაგიმ. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.
დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო მიიჩნევს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის გადადგომა ყველაზე მეტ სარგებელს რუსეთს აძლევს. ამის შესახებ მან რადიოსადგურ RTL-ს ეთერში განაცხადა. იტალიის პრეზიდენტმა მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა მან იტალიაში შექმნილი კრიზისი, ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის გადადგომას შეადარა. „ბრიტანეთში აირჩევენ ახალ პრემიერ-მინისტრს და ვადამდელი ხმის მიცემა არ იქნება. აქ, იტალიაში, გვაქვს პრობლემა: თუ დრაგი გადადგება, ჩვენ მოგვიწევს ვადამდელი არჩევნების გზით წასვლა, რაც ქვეყნის სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა დი მაიომ. მისი თქმით, მარიო დრაგის გადადგომას მოსკოვში ზეიმობდნენ. „გული ტირის იმის გამო, რომ მოსკოვში გუშინ სადღეგრძელოებს ამბობდნენ. პუტინი და მედვედევი ზეიმობდნენ, რადგან დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს“, - აღნიშნა დი მაიომ. მისი ვარაუდით, იტალიაში სახელისუფლებო კრიზისი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ამასთან კავშირშია დრაგის ყოფილი პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობა“, რომელსაც ახლა ჯუზეპე კონტი ხელმძღვანელობს. "მოხარული ვარ, რომ მოძრაობის ბევრი წევრი არ ეთანხმება ამ ხაზს. მივმართავ იმ პარლამენტარებს, რომლებიც არ ეთანხმებიან: აჩვენეთ, რომ არ ეთანხმებით ამ ხაზს, რადგან საფრთხეშია ჩვენი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა დი მაიომ. ხუთშაბათს, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომაზე, რომელმაც ეს იმით ახსნა, რომ „მთავრობის ნდობის პაკეტი ჩავარდა“. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. Reuters-ის ცნობით, ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში დრაგის პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო. დრაგი 20 ივლისს იტალიის პარლამენტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი ბედი გადაწყდება. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.
თურქეთი და იტალია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
თურქეთი და იტალია მზად არიან, გააღრმავონ თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიაში, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სამშაბათს, იტალიის პრემიერ-მინისტ მარიო დრაგის ანკარაიში მასპინძლობისას განაცხადა. ერდოღანის აზრით, ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავება ემსახურება ორმხრივ ინტერესებს და ამ საკითხზე ორივე ქვეყანა თანმხდება. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა და რომი მზად არიან, SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის პროექტზე შეთანხმებას ხელი რაც შეიძლება მალე მოაწერონ. „დღევანდელ შეხვედრაზე კვლავ განვიხილეთ ეს საკითხი და ჩვენმა თავდაცვის მინისტრებმაც იმსჯელეს. ჩვენი სურვილია, ხელი მოვაწეროთ SAMP/T-ს რაც შეიძლება მალე. ჩვენს შეთანხმებაში პრობლემა არ არის. ჩვენ ასევე გვაქვს შეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ) მაკრონთან“, - აღნიშნა ერდოღანმა. პრესკონფერენციის წინ, თურქეთმა და იტალიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ ცხრა შეთანხმებას, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, თავდაცვის და ვაჭრობის საკითხებს. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობები. „მინდა განვაცხადო, რომ დრაგის მადლობა გადავუხადე იტალიის იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის გამოხატა. ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თურქეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ბევრ სფეროში“, - დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე ერდოღანის თქმით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან
იტალიის პარლამენტი დღეს მარიო დრაგის მთავრობის ბედს გადაწყვეტს
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ოთხშაბათს და ხუთშაბათს პარლამენტის ორივე პალატის წევრების წინაშე წარდგება, რათა დაადასტუროს აქვს თუ არა მას უმრავლესობა. ამის შესახებ Politico წერს. დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოცემა წერს, რომ არსებობს ორი შესაძლო შედეგი: დრაგი იტყვის, რომ მას მაინც შეუძლია მართოს მთავრობა და დარჩეს პრემიერ-მინისტრად, ან აღიაროს, რომ არ შეუძლია და 17 თვის შემდეგ თანამდებობა დატოვოს, რაც იტალიაში შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დაასრულოს რამდენიმე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის კონკურენციისა და მართლმსაჯულების სფეროებში, რათა ევროკავშირის პოსტ-პანდემიური სახსრების შემდეგი ტრანში (20 მილიარდი ევრო) მიიღოს. მთავრობამ ასევე უნდა მოამზადოს და ამოქმედდეს საბიუჯეტო კანონი, რათა გადაჭრას ცხოვრების მზარდი ხარჯები და უპრეცედენტო ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამწვავდა. პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას - ლუიჯი დი მაიო დრაგი ოთხშაბათს, სიტყვით სენატში, პარლამენტის ზედა პალატაში გამოვა. ამას მოჰყვება დებატები და სენატის წევრები კენჭს უყრიან, ენდობიან თუ არა პრემიერს. ხუთშაბათს დრაგი ხელახლა გამოვა დეპუტატთა პალატაში, რასაც მოჰყვება დებატები და კენჭისყრა. სამშაბათს, დრაგიმ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელთან, ენრიკო ლეტასთან, ასევე მემარჯვენე ლიდერებთან, მოლაპარაკება გამართა. თუმცა, „5 ვარსკვლავის“ მოძრაობა, სავარაუდოდ, მოხსნის მხარდაჭერას, თუ დრაგი არ დააკმაყოფილებს მის რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის მინიმალური ხელფასის ჩათვლით, და კოალიციის მემარჯვენე პარტიებმა განაცხადეს, რომ აღარ სურთ „5 ვარსკვლავიან“ მთავრობაში ყოფნა. თუ დრაგი გადაწყვეტს, რომ მას არ აქვს უმრავლესობა, ან თვლის, რომ მისი მთავრობა ვეღარ იქნება ეფექტური, მას შეუძლია საერთოდ გამოტოვოს ხუთშაბათის კენჭისყრა და პირდაპირ პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან მივიდეს და გადადგეს. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიელთა მესამედზე ნაკლები ვადამდელი არჩევნების მომხრეა, ნახევარზე მეტს კი სურს, რომ მთავრობამ თავისი საქმიანობა განაგრძოს. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
იტალიის სენატის ზედა პალატამ პრემიერ-მინისტრ დრაგის ნდობა გამოუცხადა
იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა სენატორის პიერ კაზიმის რეზოლუციას, რომელითაც მან მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა. იტალიის პარლამენტი დღეს მარიო დრაგის მთავრობის ბედს გადაწყვეტს იტალიის სენატის ზედა პალატის სხდომას 192 სენატორი ესწრებოდა. კენჭისყრისას ხმა 133-მა მისცა. აქედან პიერ კაზიმის რეზოლუციას მხარი 95-მა დაუჭირა, ხოლო 38 წინააღმდეგი წავიდა. კენჭისყრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი იტალიის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემგზავრა, რათა სახელმწიფოს მეთაურთან, სერჯო მატარელასთან ერთად მისი მომავალი ბედი დაედგინა. დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოგვიანებით იტალიურმა მედიამ განმარტა, რომ დრაგი პრეზიდენტთან არ წასულა. მათი შეხვედრა, დიდი ალბათობით, ხუთშაბათს, პარლამენტის ქვედა პალატაში მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის შემდეგ გაიმართება. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა. მან შესაბამისი განცხადებით იტალიის პრეზიდენტს მეორედ მიმართა, რომელმაც მისი თხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა. დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მანამდე იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა სენატორ პიერ კაზიმის რეზოლუციას, რომელითაც მან მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა. იტალიის სენატის ზედა პალატის სხდომას 192 სენატორი ესწრებოდა. კენჭისყრისას ხმა 133-მა მისცა. აქედან პიერ კაზიმის რეზოლუციას მხარი 95-მა დაუჭირა, ხოლო 38 წინააღმდეგი წავიდა. მარიო დრაგიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.
იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ დრაგის გადადგომის შემდეგ პარლამენტი დაითხოვა
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის შემდეგ პარლამენტის ორივე პალატა დაშალა. მატარელამ შესაბამის დეკრეტს ხელი მოაწერა. კონსტიტუციის მიხედვით, იტალიამ ახალი პარლამენტი 70 დღეში უნდა აირჩიოს. არჩევნები 25 სექტემბერს გაიმართება. იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა. მან შესაბამისი განცხადებით იტალიის პრეზიდენტს მეორედ მიმართა, რომელმაც მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
დრაგის თქმით, იტალიამ ზამთრის წინ ბუნებრივი აირის მარაგის 80% დააგროვა
იტალიის სწრაფვამ, შეემცირებინა თავისი დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ გაზზე, ქვეყანა ნაკლებად დაუცველი გახადა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ზამთრამდე დააგროვა თავისი გაზის მარაგის 80 პროცენტი და უკვე 90 პროცენტს მიაღწევს. დრაგიმ დაამატა, რომ იტალიამ რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულება გასულ წელს დაახლოებით, 40 პროცენტამდე შეამცირა. მისი თქმით, იტალია რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელი შეიძლება, 2024 წლის შემოდგომაზე გახდეს, თუკი ორ ახალ რეგაზიფიკაციის ქარხანას აამუშავებს. იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა ივლისში. ის თანამდებობაზე 25 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე რჩება.
მარიო დრაგი ილჰამ ალიევს მასპინძლობს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის შეხვდა, იუწყება Trend-ი. რომში ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია გაიმართა. „იტალიასა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. იტალია აზერბაიჯანის პირველი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვამ 9,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, მიმდინარე წლის შვიდ თვეში კი, 11 მილიარდი დოლარი იყო. დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. დღეს ჩემი სამუშაო ვიზიტის პირველი დღეა იტალიაში. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიის ლიდერებთან მომავალი შეხვედრები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას“, - განაცხადა ალიევმა.