თეგი: მარიუშ ბლაშჩაკი
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ბოროტების იმპერიის აღდგენას ცდილობს
„წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ბოროტების იმპერიის აღდგენას ცდილობს“, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ჟურნალისტებს ვარშავაში განუცხადა. პოლონეთი დღეს შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს. „წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, ის ყოველთვის ბოროტების იმპერიაა. ის ყოველთვის სჩადის ომის დანაშაულებს“, - განაცხადა ბლაშჩაკმა. თავის მხრივ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონელ სამხედროებს პოლონურ ენაზე მიმართა. „დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, ჩვენ კვლავ ერთად ვხვდებით მრავალსაუკუნოვან მტერს. „ვარშავის ბრძოლაში თქვენმა ხალხმა დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა და იხსნა ევროპა ბოლშევიკების შემოსევისგან. ამ ომში პოლონეთის მოკავშირე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა იყო. დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის წინაშე. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო მე უაღრესად მადლიერი ვარ პოლონელი ხალხის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ ბელორუსთან სახმელეთო საზღვრის გამაგრება დაიწყო, მათ შორის ე.წ. „ტანკსაწინააღმდეგო ზღარბების“ მოწყობით „დღეს ჯარისკაცებმა დაიწყეს თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა. ეს არის ჩვენი თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის ნაწილი", - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე. პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე 5 მეტრი სიმაღლის ბარიერი გასულის წლის ზაფხულში ააგო. მისი სიგრძე თითქმის 190 კმ-ია.
პოლონეთი სარაკეტო ბრიგადას და „HIMARS-ის აკადემიას“ ქმნის
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ 18-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყანა პირველ სარაკეტო და საარტილერიო ბრიგადას შექმნის და „HIMARS-ის აკადემიას“ გახსნის. მინისტრის მიერ შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმოწერისას ცნობილი გახდა, რომ ახლად შექმნილი სარაკეტო და საარტილერიო ბრიგადა ორ ქალაქში - ტორუნსა და ოჟიშში განლაგდება. ის იქნება მე-16 მექანიზებული დივიზიის ნაწილი, რომელიც პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას აიღებს. მინისტრის თქმით, აკადემიის საშუალებით, პოლონეთი შეძლებს, ითანამშრომლოს მოკავშირეებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომლებმაც ხსენებული სისტემები ასევე შეიძინეს. ბლაშჩაკმა გაიხსენა, რომ 2005 წელს პოლონეთმა უარი თქვა საბჭოთა სისტემაზე და ამჟამად ქვეყანა ფლობს HIMARS-ის ტიპის სისტემებს, რომელთა მანძილი 300 კმ-მდეა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლების ამოცანაა, არმია აღჭურვოს ისეთი იარაღით, რომელიც ეფექტიანი იქნება აგრესორის შეკავებაში და „აიძულებს რუსეთს, პოლონეთში შეჭრა არ გაბედოს.“ თებერვალში შეერთებულმა შტატებმა პოლონეთისთვის HIMARS-ის სარაკეტო სისტემების მიყიდვა დაამტკიცა. 25 მაისს პოლონეთში HIMARS-ის ტიპის ორი სარაკეტო სისტემა და PATRIOT-ის ტიპის სისტემის ბატარეები ჩაიტანეს.
პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა. 12 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონური არმიის სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო სამსახურს ეხმარებიან მის ოპერაციებში. ახალი ჯგუფის ამოცანა იქნება პოლონური არმიის მომზადება საველე პირობებში და საჭიროების შემთხვევაში მათი მხარდაჭერა. „ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერაცია GRYF გვაქვს, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვასა და გამაგრებაში მდებარეობს. ამ ოპერაციაში პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.“ ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. გახსოვდეთ ეს, როდესაც კრემლის პროპაგანდას გავიგონებთ, რომელიც ამბობს, რომ პოლონური არმია საზღვარზე იკრიბება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ პოლონური არმია აგრესორის შესაკავებლად იკრიბება. ასე არის და ასე იქნება, სხვადასხვა დეზინფორმაციის მიუხედავად,“ - აღნიშნა ბლაშჩაკმა. პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით, 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ბელორუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები სხვადასხვა სცენარისთვის მზად არიან 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.
პოლონეთმა სამხრეთ კორეისგან პირველი K239 CHUNMOO-ს ტიპის სარაკეტო სისტემა მიიღო
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ვარშავამ სამხრეთ კორეიდან პირველი K239 Chunmoo-ს ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა მიიღო. „პირველი კორეული K239 CHUNMOO-ს ტიპის სარაკეტო გამშვები ახლახან ჩამოვიდა პოლონეთში. დამონტაჟდა პოლონურ Jelcz-ის სატვირთო მანქანაზე. მეტი გამშვები ჩამოვა ამ წლის ბოლოს,“ - წერს ბლაშჩაკი Twitter-ზე. 2022 წლის ოქტომბერში პოლონეთმა 288 Chunmoo-ს მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. K239 Chunmoo არის სარაკეტო საარტილერიო სისტემა, რომელიც მოძველებული K136 Kooryong-ის ჩანაცვლების მიზნით, 2013 წელს შეიქმნა.