თეგი: მაროკო
ჭაში ჩავარდნილი მაროკოელი ბიჭის გარდაცვალების გამო მსოფლიო თანაგრძნობას გამოხატავს
მაროკოში, ქალაქ ტამოროთში, 5 წლის ბიჭი, რომელიც ჭაში 5 დღის წინ ჩავარდა, გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა რაიანის მამა ჭის შეკეთებას ცდილობდა. მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ბავშვს რამდენიმე წამით მოაშორა თვალი, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა. სამაშველო ოპერაცია რამდენჯერმე შეჩერდა, რათა ეკიპაჟებს შეემოწმებინათ, რომ ბორცვი დაცული იყო ჩამონგრევისგან. ამ პერიოდის განმავლობაში ადგილზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას სოლიდარობა გამოეხატა. მის ამოყვანას ადგილზე შეკრებილები სიხარულით შეხვდნენ. სოციალურ მედიაში გაჩნდა „ჰეშთეგი“ #SaveRayan, რომელიც პოპულარული იყო მაროკოსა და მთელ მსოფლიოში. მოგვიანებით, მაროკოს სამეფო სახლმა გაავრცელა ოფიციალური ცნობა, რომ 5 წლის რაიანა გარდაიცვალა. ჭაში ჩაშვებული კამერიდან ხუთშაბათს გადაღებულმა კადრებმა აჩვენა, რომ ბიჭი ცოცხალი იყო, მაგრამ მას შემდეგ მისი მდგომარეობის შესახებ სიახლე აღარ ყოფილა. მაშველები ცდილობდნენ ბიჭისთვის ჟანგბადის, საკვებისა და წყლის მიწოდებას, მაგრამ გაურკვეველი იყო, შეეძლო თუ არა რაიანს მისი გამოყენება. მაშველებმა ჭაბურღილის გვერდით უზარმაზარი თხრილის გასაჭრელად ბულდოზერები გამოიყენეს. ბავშვი 32 მეტრის სიღრმეში იყო. „დღეს მინდა ვუთხრა რაიანის მშობლებსა და მაროკოელ ხალხს, რომ ჩვენ ვიზიარებთ მათ ტკივილს“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Twitter-ზე. 5 წლის ბიჭის მშობლებმა, ხალედ ორამმა და ვასიმა ხერშეშმა მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა მათი შვილის გადასარჩენად. „ეს არის ღვთის ნება“. „მადლობას ვუხდი ყველას დახმარებისთვის“, - განუცხადა რაიანის დედამ სატელევიზიო მედიას. რომის პაპმა ფრანცისკემ მწუხარების გამოხატვასთან ერთად, სამაშველო ოპერაციის დროს გამოვლენილ სოლიდარობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ხშირად გვიწევს უბედური შემთხვევების, მკვლელობების შესახებ ამბების ნახვა ტელევიზიით... მაგრამ საოცარი იყო იმის დანახვა, თუ როგორ ეხმარებოდნენ მაროკოელები ერთმანეთს, როდესაც ისინი ცდილობდნენ რაიანის გადარჩენას“... საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ალჟირელმა ნახევარმცველმა ისმაელ ბენასერმა გამოაქვეყნა პოსტი, მას თან ახლდა სურათი, რომელზეც ცაში ბუშტთან ერთად აფრენილი ბიჭი, მაროკოს დროშის ფერებშია გამოსახული. „რაიანის გამბედაობა დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - დაწერა ფეხბურთელმა. მომზადებულია BBC-ის და Guardian-ის მიხედვით.
ისრაელმა მაროკოს სამხედრო წვრთნებში პირველად მიიღო მონაწილეობა
ისრაელის სამხედრო დამკვირვებლებმა მაროკოში გამართულ წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა და განმარტა, რომ ნაბიჯი ურთიერთობის გაუმჯობესების მანიშნებელია. „სამი დამკვირვებლის ყოფნა წვრთნებზე - „აფრიკული ლომი 2022“, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის ძალები, მოჰყვა მაროკოს ანტიტერორისტული დანაყოფის მონაწილეობას ისრაელში მრავალეროვნულ წვრთნებში, რომლებიც გასულ წელს ჩატარდა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში. მაროკოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 20-30 ივნისს ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში ათი ქვეყნის ძალები მონაწილეობდნენ. არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და სუდანის შემდეგ, მაროკო მეოთხე არაბული ქვეყანაა, რომელიც ისრაელთან კავშირების ნორმალიზებას დათანხმდა.
მედია: ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც გაზით ევროპა უნდა მომარაგდეს
ნიგერიამ და მაროკომ წყალქვეშა გაზსადენის პროექტზე, მემორანდუმი გააფორმეს. პროექტის თანახმად, წყალქვეშა გაზსადენით, აფრიკიდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება უნდა განხორციელდეს. მედიის ცნობით, მხარეებს შორის მემორანდუმი 15 სექტემბერს გაფორმდა. პროექტის მონაწილეა ნიგერია, მაროკო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის წევრები. მაგისტრალის სიგრძე 5 600 კილომეტრი იქნება და კუნძული ბრასიდან აიღებს სათავეს და აფრიკის კონტინენტის 13 ქვეყანაზე გაივლის, მაროკოს ჩრდილოეთამდე, სადაც უკვე არის გაზსადენი, რომელიც ალჟირის საბადოებიდან ესპანეთს უკავშირდება. ნიგერია-მაროკოს გაზსადენის პროექტის ღირებულება $25 მილიარდს მიაღწევს. გაზსადენის სიმძლავრე წელიწადში, 5,4 მილიონი კუბური მეტრი გაზის გატარებაზე იქნება გათვლილი.
ნიგერია და მაროკო, მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა გაზადენის პროექტს განიხილავენ
მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბატში, ნიგერიისა და მაროკოს წარმომადგენლებმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა გაზსადენის „ნიგერია-მაროკოს“ პროექტი განიხილეს. პროექტის ღირებულება $90.10 მილიარდია. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ამ სტრატეგიული პროექტის განხილვაში მავრიტანიის,მაროკოს, ნიგერიის, სენეგალის და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ. ყველამ ინდივიდუალური პრეზენტაცია წარმოადგინა. სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.
მედია: მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს
მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს. შეერთებული შტატების რეკომენდაციის საფუძველზე, მაროკო უკრაინას T-72 ტანკების სათადარიგო ნაწილებს გადასცემს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატებმა მოახერხეს ოფიციალური მაროკოს დარწმუნება, რომ T-72 ტანკების სათადარიგო ნაწილები კიევში საიდუმლოდ გადაეტანათ. მაროკოს სამეფო შეიარაღებულ ძალები ფლობენ რამდენიმე ათეულ T-72B/BK ტიპის ტანკს, რომლებიც 1999-2001 წლებში ბელორუსისგან შეისყიდეს.
მაროკოში, გაზსაცავის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ვიდეო
მაროკოში, მუჰამედიაში პორტთან მდებარე გაზსაცავის ტერიტორიაზე ხანძარი ხუთ ავტოცისტერნას გაუჩნდა, მათში 40 ტონა საწვავი იყო. აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. წყაროების ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მუჰამედია მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, კასაბლანკას მახლობლად, მაროკოს დედაქალაქიდან, ქალაქ რაბათიდან დაახლოებით 60 კილომეტრში.
მაროკო უკრაინაში საბჭოთა წარმოების ტანკებს გზავნის - მედია
მაროკომ უკრაინას T-72B ტიპის საბრძოლო ტანკები მიჰყიდა, იტყობინება საინფორმაციო საიტი Menadefense. მისივე ინფორმაციით, ტანკები ჩეხეთის რესპუბლიკაში განახლდა. ამ ტანკებიდან დაახლოებით 20 ერთეული, ერთი კვირის წინ, უკრაინის ფრონტზე გაგზავნეს, იტყობინება Menadefense. მთლიანობაში, მაროკოს 136 T-72B ტიპის ტანკი აქვს, რომლებიც მან ორი ათეული წლის წინ, ბელორუსისგან იყიდა.
ისრაელმა აღიარა მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარის სადავო ტერიტორიაზე
ისრაელმა აღიარა მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარის სადავო ტერიტორიაზე და იქ საკონსულოს გახსნას განიხილავს, ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მაროკო დასავლეთ საჰარას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მაგრამ ალჟირის მიერ მხარდაჭერილ პოლისარიოს ფრონტს იქ დამოუკიდებელი სახელმწიფო სურს. 2020 წელს აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ ტერიტორიაზე მაროკოს პრეტენზია მაროკოს მიერ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ აღიარა. „ისრაელის პოზიცია „გაეროს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება," - ნათქვამია მაროკოს სამეფო სახლის განცხადებაში. მაროკო ელის, რომ გადაწყვეტილება ამ ტერიტორიაზე ისრაელის ინვესტიციებს წაახალისებს. ისრაელის სამხედროებმა მაროკოს თავდაცვის ატაშედ პოლკოვნიკი დანიშნეს. ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, მაროკომ და ისრაელმა თანამშრომლობის შეთანხმებებს, მათ შორის თავდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი.
მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძრა მოხდა - დაღუპულია 300-მდე ადამიანი
მაროკოს ცენტრალურ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 296 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს 150-ზე მეტი ადამიანი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა. მათივე თქმით, სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, ატლასის მთებში, 18,5 კილომეტრის სიღრმეში, დაფიქსირდა. სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა ქალაქი მარაკეში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა
მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 330 ადამიანი. მიწისძვრის სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 20 წუთის შემდეგ კი, ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. The Guardian-ის ინფორმაციით, მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის, მეჩეთის მინარეთი დაინგრა.
მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა
მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 672 ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მიწისძვრის სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 20 წუთის შემდეგ კი, ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. The Guardian-ის ინფორმაციით, მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის, მეჩეთის მინარეთი დაინგრა.
მაროკოში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა
მაროკოში მიწისძვრას 2 012-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაშავდა და საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტად მიმდინარეობს. მეფე მუჰამედ VI-მ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 8 სექტემბერს მაროკოში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 20 წუთის შემდეგ კი, ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის, მეჩეთის მინარეთი დაინგრა.