თეგი: მარტა კოსი
ევროკომისარი მარტა კოსი: ქართველო ხალხო, დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება, ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ
„ქართველო ხალხო, თქვენ დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება. ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკიმისარი მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ვგმობ ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და ვიზიარებ სერიოზულ შეშფოთებას დემოკრატიული სტანდარტების უკუსვლის გამო,“ - წერს მარტა კოსი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას აზიარებს. კალასი: ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება აღსანიშნავია, რომ დღეიდან ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას. ახალი 5-წლიანი მანდატი 2024-2029 წლებს მოიცავს და კომისართა ახალი კოლეგიით არის დაკომპლექტებული. ევროკომისიის პრეზიდენტს ექვსი ვიცე-პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი ჰყავს, მათ შორისაა, უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი. გაფართოებას საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება. თავდაცვისა და კოსმოსის სფეროში ევროკომისრის პოსტს ლიეტუველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი უხელმძღვანელებს. ჯანდაცვას კი, ოლივერ ვარჰეი ჩაუდგება სათავეში.
მარტა კოსი: არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები ევროკავშირში გასაწევრიანებლად
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კოპენჰაგენში ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალი მიმდინარეობს. კოსის თქმით, დღეს განიხილავენ, თუ როგორ შეგვიძლიათ, გააგრძელონ მუშაობა მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. „ორ ქვეყანასთან, რომლებმაც შეასრულეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო.“ ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ხსენებულმა ქვეყნებმა შეასრულეს საშინაო დავალება. ევროკავშირმა, შესაძლოა, უკრაინასთან და მოლდოვასთან ე.წ. სკრინინგის პროცესი წელსვე დაასრულოს. „უკრაინასთან და მოლდოვასთან, შესაძლოა, დავასრულოთ სკრინინგის პროცესი ექვსივე კლასტერისთვის წელსვე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები გაწევრიანების პროცესის ხერხემალია და სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ ძალისხმევას გავწევთ, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები,“ - აღნიშნა მარტა კოსმა.
ევროკავშირი სომხეთს €200 მილიონზე მეტს გამოუყოფს
ევროკავშირი (EU) სომხეთის ეკონომიკური განვითარებისთვის 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა დღეს ერევანში სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პროგრამა სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობის სფეროებში რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება. „ჩვენ ვიწყებთ სომხეთისთვის მდგრადობისა და განვითარების პროგრამის მეორე ფაზას. ეს ნიშნავს, რომ 200 მილიონ ევროზე მეტი მიმართული იქნება სომხეთში კავშირების, მდგრადობისა და ბიზნესის განვითარებაში ინვესტიციების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა მარტა კოსმა. კოსმა ასევე განაცხადა, რომ ასევე მიღწეულია შეთანხმება მასშტაბური პროგრამების განსახორციელებლად, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დაწყების შესახებ. მისი თქმით, „პოლიტიკური დიალოგი,ევროპის საინვესტიციო სტრატეგიის „გლობალური კარიბჭის“ (Global Gateway), ფარგლებში, ერთობლივი მუშაობისთვის პლატფორმა გახდება. ევროკავშირის პრესსამსახურის ცნობით, გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 19-20 სექტემბერს, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანთან. ევროკავშირი „იმედოვნებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესით, ახლა შესაძლებლობა გაჩნდება, გაძლიერდეს ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში და წინ წაიწიოს ევროკავშირის სტრატეგია უფრო სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის.“ კოსი მონაწილეობას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ორი პროექტის ხელმოწერაში, ეწვევა EU4Sevan-ის ბიომრავალფეროვნების პროექტის ადგილს და დაათვალიერებს კრეატიული ტექნოლოგიების TUMO ცენტრს. ერევანში კომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ქალ ლიდერებს და ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს. მანამდე, მან აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას ღია და პროდუქტიული უწოდა. „დღეს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან პროდუქტიული და ღია საუბარი შედგა. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტით კავშირებზე. ასევე მივულოცე პრეზიდენტს ვაშინგტონში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა. ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას და მზადაა ჩართულობისთვის,“ - წერს კოსი სოციალურ ქსელში. მარტა კოსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შესახებაც დაწერა და განაცხადა, რომ ევროკავშირი-აზერბაიჯანის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება იგეგმება.
მარტა კოსი აცხადებს, რომ შუა დერეფნის სატრანზიტო გამტარუნარიანობა, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის გასამმაგდება
შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვა 2022 წლიდან დღემდე ოთხჯერ გაიზარდა და 2030 წლისთვის შესაძლოა, კიდევ სამჯერ გაიზარდოს, თუ სწორი ინვესტიციები განხორციელდება გამტარუნარიანობის გაზრდისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად, განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ტაშკენტში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმზე, იტყობინება Trend-ი. კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ საიმედო სატრანსპორტო მარშრუტებს დერეფნის გასწვრივ ყველა ქვეყნისთვის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობები მოაქვს. „ყველამ მწარე გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ზედმეტი დამოკიდებულება დაუცველს გვხდის. ტრანსპორტში, ციფრულ და ენერგეტიკულ კავშირგაბმულობაში ინვესტიციები მეტ ვარიანტს ქმნის და ამცირებს ზეწოლის რისკს. ჩვენ გვჭირდება სანდო, გრძელვადიანი ალტერნატივა ჩრდილოეთ დერეფნისთვის,“ - აღნიშნა კოსმა. 26-27 ნოემბერს, კომისრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მესამე ეკონომიკურ ფორუმსა და ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმში, რომელსაც უზბეკეთის მთავრობა და ევროკავშირი მასპინძლობდნენ. „ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო მარშრუტები გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამარჯვებაა“ - მარტა კოსი
ევროკომისარი მარტა კოსი სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროკავშირის ფორმატის შექმნის წინადადებით გამოვიდა
ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისარი მარტა კოსი გამოვიდა წინადადებით, რომ შეიქმნას ოთხმხრივი ფორმატი – სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროკავშირი, რომელიც სატრანსპორტო კავშირების საკითხებზე იმუშავებს. ამის შესახებ კოსმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა აზერბაიჯანული მედიის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ევროკავშირი შუა დერეფნის განვითარებისთვის. მან განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP დერეფანი) სატრანსპორტო კავშირის ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ ის უნდა იყოს დაკავშირებული როგორც დასავლეთთან, ასევე, აღმოსავლეთთან. „ოქტომბერში დავიწყეთ ამ თემის განხილვა. დღეს მინისტრს ვთხოვე, წარმოგვედგინა სომხეთის პრიორიტეტები ტრანსპორტის დაკავშირებადობის დღის წესრიგში და შემდეგ, ერთად განვიხილავთ მათ,“ – აღნიშნა კოსმა. მისი თქმით, შესაძლებელია, გადაიდგას მრავალი ნაბიჯი დაკავშირებადობის მიმართულებით, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშვიდობიან გარემოში. ბრიუსელში გაიმართა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოს მეექვსე შეხვედრა. შეხვედრის შედეგებით სომხეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა. დოკუმენტი ცვლის 2017 წლის პარტნიორობის პრიორიტეტებს და ადგენს უფრო ამბიციურ გზამკვლევს, რომელიც ეფუძნება ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებას (CEPA). ევროკავშირი სომხეთს ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და არჩევნებზე უცხოური ჩარევის საწინააღმდეგოდ, ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს