თეგი: მარშრუტები
აქტაუში, საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით, სატრანსპორტო მარშრუტებზე მინისტერიალი გაიმართება
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე მოლაპარაკებები, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართება. ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წლის 25 ნოემბერს აქტაუში საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების საკითხებზე მინისტრთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები დაესწრებიან. სმადიაროვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდეს. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.