თეგი: მატეუშ მორავეცკი
პოლონეთის პრემიერი: საზღვარგარეთ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს
უკრაინის აღდგენის ფონდი დასავლეთში რუსეთის გაყინული აქტივების საფუძველზე უნდა შეიქმნას. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ უკრაინისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებთან დენის შმიგალთან და ინგრიდა სიმონიტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ლიეტუვასთან ერთად, პოლონეთი უკრაინას პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას გაუწევს. „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა დაცული იქნება და მასთან ერთად გაძლიერდება ლიეტუვის, პოლონეთის და ევროპის ყველა ქვეყნის უსაფრთხოება. რუსეთის ხელებმა შეიძლება, დიდ მანძილზე მიაღწიოს, ამიტომ, ჩვენ მტკიცედ უნდა მოვიგერიოთ მისი ბარბაროსული ქმედებები“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, პოლონეთის, ლიეტუვის და სხვა ევროპული ქვეყნების ჰუმანიტარული ძალისხმევა ლვოვის რეგიონში, პოლონეთის საზღვართან ახლოს, სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე სარაკეტო დარტყმით გაანადგუროს. მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ვარშავა მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს, დააწესონ დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე ყველა სატვირთო მანქანა უკვე შემოწმდება, რათა დადგინდეს, იგზავნება თუ არა რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონელი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი, არამედ პოლონეთის, ლიეტუვის, ფინეთის და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება, რადგან ისინი ასევე იცავენ ჩვენს თავისუფლებას", - განაცხადა მორავეცკიმ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრების დონეზე ლუბლინის სამიტი გაიმართა. პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრები ვარშავაში შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო უკრაინის პრემიერ-მინისტრი მათ კიევიდან ონლაინ რეჟიმში შეუერთდა.
მატეუშ მორავეცკი: პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია
საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და პოლონეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარს უჭერს - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წელს, დღემდე იგრძნობა და უკრაინელებს ქართველებზე კარგად ვერავინ გაუგებს. „ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი- ეს არის 20%, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია ოკუპანტების მიერ. ამიტომ, ამ ადგილიდან მინდა გამოვხატო ჩემი ძლიერი მხარდაჭერა, ჩვენი მეგობრებისადმი, რომლებიც საქართველოში რთულ სიტუაციაში იმყოფებიან ვინაიდან, ის აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წელს, დღემდე იგრძნობა. ამიტომ, პოლონეთი დღემდე მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს ის გზა, რომელიც თვითონ სურს. ამიტომ, მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მატეუშ მორავეცკი: გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
პრემიერო, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულახდილი საუბრისთვის. ამ ორმხრივი, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რომელიც ვითარდება, მაგრამ ვიცით, რომ შეიძლება იყოს უკეთესი, განვითარდეს უკეთესად და უფრო სწრაფი ტემპით, რომ არა ეს რთული პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ახლა არსებობს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „პოლონეთი, უკრაინა, საქართველო რთულ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან ეს არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა. ჩვენ, ყველას გვსურს, ვიცხოვროთ მშვიდობიან პირობებში, მშვიდობიან ქვეყნებში, თუმცა სამწუხაროდ კრემლში ჯერ ეს არ ესმით და ის აგრესია, რომელიც გამოხატულია საქართველოს, უკრაინის მიმართ და ევროკავშირის, ესაა ძირითადი პოლიტიკა, რომელსაც ახლა რუსეთი ამჟღავნებს. ამიტომ გზა, რომელიც ამოირჩია საქართველომ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიღაცისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ვაფასებთ საქართველოს არჩევანს და გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირშიც იქნება ეს ხმა გაგებული, რომ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა მორავეცკმა. ასევე წაიკითხეთ: მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიური ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის
პოლონეთის პრემიერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სამუდამოდ უკვდავვყოთ ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი, მისი ნათელი ხსოვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკისთან ერთად, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „ის ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, უფრო მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები მიეღოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტი კაჩინსკი ჩამოფრინდა თბილისში, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი სუვერენიტეტისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. დღეს, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე უმძიმესი მოვლენების დროს, ყველას გვახსენდება მისი გაფრთხილება ევროპელი ლიდერებისადმი, რომ თუ წინ არ აღუდგებოდნენ საქართველოსადმი აგრესიას, მომავალში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ჯერი დადგებოდა. მისი ტრაგიკული, უდროო გარდაცვალება ჩვენმა ხალხმა ისევე განიცადა, როგორც მოძმე პოლონელებმა. ლეხ კაჩინსკის ხსოვნის უკვდავყოფით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას, მადლიერებას მისდამი და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ არჩევანს, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში. დიდება ჩვენს გმირებს!“ , - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ღირებულებებზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძეგლის გახსნისა და პრეზიდენტ კაჩინსკის ხსოვნის პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა. „თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა. ლეხ კაჩინსკი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა და პატივი სცა საქართველოს თავისუფალ არჩევანს, საქართველოს მამაც ხალხთან დაამტკიცა, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა და ალბათ, ამიტომაც გახდა რუსეთის იმპერიის პირველი მტერი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ქმედება, ჟესტი. დიდმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიცნონ არამარტო ის მიმართულებები, რომლებიც ირგვლივ ხდება და აუცილებლად უნდა დაარქვან ამ მოვლენებს სახელი, პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ იმის სიმამაცე, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ამის უნარი ჰქონდა, დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკიმ, სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ქართულ-პოლონური მეგობრობის სიძლიერეს და პრეზიდენტ კაჩინსკის როლს ამ მიმართულებით. „ის გაკვეთილები, ის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ, თაობებს დაგვიტოვა ლეხ კაჩინსკიმ და მისი რწმენა, იმ ურთიერთობისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ერებს ერთმანეთთან, უნდა გვახსოვდეს, და ეს სიტყვები გვიჩვენებდნენ სწორ გზას საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებში. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა, ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის
„ჩემთვის ძალიან სასიხარულო და დიდი პატივია, რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია პოლონეთის მიმართ, როგორც ემოციურად, ასევე ისტორიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურ და ყველა სხვა დარგში, მაგრამ ჩემი დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებულ პიროებში ხორციელდება“, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისხტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში შექმნილია ვითარება, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. „ეს არის უპრეცედენტო, ყოველგვარი პროვოცირების და მიზეზის გარეშე, აგრესიული შეტაკება უკრაინაში, რომელიც საქართველოს მეგობრული ქვეყანაა. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც მან 2008 წლის 12 აგვისტოს თქვა - ეს სიტყვები სამწუხაროდ, გამართლდა. მან ბრძანა, დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის, პოლონეთისთვის. გვახსოვს ის დრო, როდესაც ბევრისთვის სასაცილო იყო ეს სიტყვები, ანუ სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თითქოს, გაგებული იყო ეს სიტყვები, მაგრამ სერიოზულად არცერთი ქვეყანა არ მიუდგა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ასე ვთქვათ, ერთგვარი წინასწარმეტყველება და ჩვენს გულებში არის ახლა ეს სიტუაცია. ძალიან მძიმეა, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებთ ჩვენ ახლა ამ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც გამოწვეულია უკრაინაზე რუსეთის სამხედრო შეტაკებით. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ ბატონ იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად ვიმყოფებოდით უკრაინაში და ჩვენ იქ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოლიტიკას, ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინელ მოსახლეობას, რომელიც იბრძვის არამარტო უკრაინისთვის, არამედ, საქართველოსთვის და პოლონეთისთვისაც. მინდა, აქ, საქართველოს მიწიდან ვთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს პრემიერთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ ორივე ერი, იყოს გამართლებული და მხარდამჭერი უკრაინელებისთვის. ლეხ კაჩინსკი იყო ყველას, განსაკუთრებით, პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და ამიტომ, დღევანდელი რუსეთის აგრესია, ეს არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ ორივე ერი ვაფასებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პუტინი უკრაინაში „გენოციდის სპეციალურ ოპერაციას“ აწარმოებს
რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლა გამოიწვია. ახლა შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ რუსეთთან ურთიერთობების იმ ნიშნულამდე დაბრუნება, როგორც ეს იყო აგრესიამდე. პუტინი უკრაინაში „გენოციდის სპეციალურ ოპერაციას“ ახორციელებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ორშაბათს კატოვიცეში ევროპის მე-14 ეკონომიკური კონგრესის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა არის „განსაკუთრებული დრო“, როდესაც ერები ჩარჩოებს უნდა გასცდნენ და იფიქრონ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აქამდე აზრადაც არ მოსვლიათ. „გთავაზობთ უკრაინის აღდგენის გეგმას, იმედის გეგმას უკრაინისთვის, მაგრამ ასევე მთელი ევროკავშირისთვის. ეს არის გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალ გეოპოლიტიკურ საფუძვლებზე“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა. „დღეს მე მეშინია არა მცირე რუსეთთან სავაჭრო ჯაჭვების გაწყვეტის, ალბათ, მალე გამოჩნდებიან ისეთები, ვინც რუსეთთან ეკონომიკური კონტაქტების ასეთი ჯაჭვის აღდგენას მოინდომებენ“, - დაამატა მატეუშ მორეცავიმ. ამიტომ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიისთვის მტკიცე წინააღმდეგობის აუცილებლობას და ამის გაკეთებას „აქ და ახლა“. მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ პუტინი თავს დაესხა არამხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სასურსათო უსაფრთხოებას და შექმნა ინფლაცია, რომელსაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა „პუტინის ინფლაცია“ უწოდა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა
პოლონეთმა უკრაინაში ტანკები გაგზავნა, განაცხადა ორშაბათს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს, სასწრაფოდ მიაწოდოს მეტი იარაღი, განსაკუთრებით მძიმე ტექნიკა, რადგან რუსული ძალები შეტევას აგრძელებენ. „არ არსებობს ასეთი აუცილებლობა, არ არსებობს ასეთი მოთხოვნები“, - უპასუხა მორავეცკიმ კითხვას, განიხილება თუ არა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვავითარეთ ჩვენი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები – იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის წარმატებული თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – აღნიშნულია წერილში. მატეუშ მორავეცკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდაჭერას, მათ შორის, ევროკავშირში წევრობის განაცხადის განხილვისას. პოლონეთის პრემიერი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შემდგომ გაძლიერებას, ხოლო მთავრობის მეთაურს ქვეყნის სამსახურში წარმატებას უსურვებს. „რეგიონისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა შიდა სტაბილიზაცია და სოციალური ნდობის განმტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება მოწონებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, – აღნიშნავს მატეუშ მორავეცკი. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: სანა მარინს ცეკვის მიზეზი აქვს, მისი ქვეყანა თითქმის NATO-შია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი, ფინელ კოლეგა სანა მარინს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრს ცეკვის მიზეი აქვს, რადგან მისი ქვეყანა თითქმის NATO-შია. პოლონეთის ხელისუფლების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნახა ვიდეოჩანაწერი და მიიჩნევს, რომ „პრემიერ-მინისტრს სიხარულის მიზეზი აქვს, რადგან ფინეთი პრაქტიკულად შეუერთდა NATO-ს“. „ასე რომ, თუ ამ შემთხვევაში, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ცოტა მეტი "ფინლანდია" (სასმელი) მიიღო და ცეკვა დაიწყო, აქ სანერვიულო არაფერია", - დასძინა მორავეცკიმ. შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს ნარკოტესტი ჩააბარა. მანამდე გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს.
მატეუშ მორავეცკი უკრაინაში ჩავიდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის პრესმდივანმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, იუწყება Polsat News-ი. მისივე თქმით, განიხილევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება გეოპოლიტიკურ ვითარებას და ენერგეტიკულ ბაზარს, ენერგეტიკასა და სამხედრო უსაფრთხოებას“. მორავეცკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების მიზეზების გამო დაგვიანებით გავრცელდა. პოლონური მხარის განმარტებით, მორავეცკის ვიზიტი პოლიტიკური სიგნალი კრემლისთვის. „ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ამ ძალიან რთულ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არღვევს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. უკრაინის დაცვა ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ვიზიტით კიევში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. არც ეს ვიზიტი იყო დაანონსებული.
მატეუშ მორავეცკი: პრაღაში გამართულმა სამიტმა, რუსეთის სრული იზოლაცია დაადასტურა
პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთი სრულ იზოლაციაშია და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისგან. ამის შესახებ პრაღაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. „ამ სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთი სრულ იზოლაციაშია და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც, რომლებიც ზოგჯერ პირდაპირ ესაზღვრება რუსეთს. ყველა გმობს რუსეთის აგრესიას", - აღნიშნა მორავეცკიმ. მან დასძინა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ასევე არის მცდელობა, განიხილონ გაზისა და ენერგეტიკის კრიზისთან დაკავშირებული საკითხები. „და აქ ჩვენ ასევე ვიპოვეთ საერთო ენა - ენერგეტიკული კრიზისი ხელს უწყობს რუსეთის იმპერიალიზმს, მაგრამ ასევე ხელს უწყობს საბაზრო სპეკულაციას", - თქვა მორავეცკიმ.
ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერების თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დაშინება არ გაუვა
Sky News-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და მის პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სუნაკი და მორავეცკი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით მკაფიო სიგნალები არ უნდა შეწყდეს, რომ „დაშინება არ გაუვა“. გარდა ამისა, სუნაკმა და მორავეცკიმ ისაუბრეს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. საუბარი ასევე შეეხო ბელორუსში არსებულ ვითარებას. კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მჭიდროდ ადევნებს თვალს მოვლენებს“. „ბელორუსში არსებული ვითარების განხილვისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და მხარს უჭერს პოლონეთს რუსული აგრესიის ფონზე“, - იტყობინება დაუნინგ სტრიტი.
მატეუშ მორავეცკი: პოლონეთი ამ დროისთვის, NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას გამორიცხავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ამ დროისთვის, NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას გამორიცხავს. „ჩვენ განვიხილავთ მე-4 მუხლის (NATO-ს ხელშეკრულების) ამოქმედების საფუძველს. ამ დროისთვის, შეგროვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს ინსტრუმენტი ესკალაციის ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი. თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელშია“, - განაცახდა მორავიეცკიმ. მისივე თქმით, მე-4 მუხლის გამოყენებისთვის ყველა პროცედურა გამართულად მუშაობდა. „აქედან გამომდინარე, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ პოლონეთი არის საიმედო ალიანსში, სადაც შესაბამისი პროცედურები მნოქმედებს“, - აღნიშნა მორავაცკიმ. მანამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია. Reuters-მა NATO-ს წყაროზე დარდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და NATO-ს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
პოლონეთი მცირე კოალიციას შექმნის, თუ გერმანია კიევისთვის ტანკების მიწოდებას არ დაეთანხმება
თუ გერმანია კიევისთვის ტანკების მიწოდებას არ დაეთანხმება, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ პირობა დადო, რომ შეიქმნება „მცირე კოალიცია“ ქვეყნებისა, რომლებიც მზად იქნებიან, უკრაინას Leopard 2 ტიპის ტანკები და სხვა აღჭურვილობა მიაწოდონ. ამასთან, მან გერმანიის პოზიციას მიუღებელი უწოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 20 იანვარს „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ ვიდრე უკრაინა და მისი პარტნიორები გერმანიის მწვანე შუქს ელოდებიან, უკრაინული სატანკო ეკიპაჟები გერმანული ტანკებისთვის წვრთნებს პოლონეთში დაიწყებენ. დასავლური საბრძოლო ტანკები, განსაკუთრებით გერმანული წარმოების მძლავრი „ლეოპარდები“, უკრაინას ტექნოლოგიური აღჭურვილობის უპირატესობას მისცემდა. რუსეთი ძირითადად ძველ საბჭოთა მარაგზეა დამოკიდებული.
პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს, შეუერთდეს NATO-ს ქვეყნებს შორის ბირთვული გაცვლის პროგრამას, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია განზრახვაა, განათავსოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელორუსის ტერიტორიაზე. მორავეცკიმ დაადასტურა, რომ ვარშავა დაინტერესებულია ამ პროგრამაში მონაწილეობით. „საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ, NATO-ს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი ნების შესახებ ვაცხადებთ ამ საკითხში სწრაფად ვიმოქმედოთ. არ ვაპირებთ მშვიდად ყოფნას, ვიდრე პუტინი სხვადასხვა სახის საფრთხეს ამწვავებს“, - აღნიშნა მორავეცკიმ.
მორავეცკი: მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ - პოლონელი ექიმების ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა დაიწყო
„ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში - პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოკვლევა,“ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ- მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ Twitter-ზე წერს. მორავეცკის თქმით, პოლონელი ექიმები სააკაშვილს ყოვლისმომცველ სამედიცინო კვლევას უტარებენ. „ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში. ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა საქართველოში,“ - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ. პოლონელი ექიმების ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად პირველად გუშინ შევიდა.
მორავეცკი: პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინის მეთვალყურეობის ქვეშ „ვაგნერის“ ჯგუფი კიდევ უფრო მეტად იქნება გამოყენებული პროვოკაციებისთვის, შანტაჟისთვის, თავდასხმებისთვისა და „უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრაში ყველანაირი მოძრაობებისთვის“. მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერის” დაჯგუფების დაქირავებულ მებრძოლებზე კონტროლს უშუალოდ კრემლი აიღებს, რაც მათ უფრო საშიშს გახდის. CIA-ს ყოფილი დირექტორი: რუსეთი ახლა სავარაუდოდ, „ვაგნერის“ ხელში ჩაგდებას ეცდება „ვფიქრობ, პოლონელებს თავად შეუძლიათ ამაზე პასუხი იპოვონ. „ვაგნერის“ ჯგუფზე კურატორობა უშუალოდ პრეზიდენტ პუტინთან გადადის. დაე, ახლა ყველამ თავისთვის გასცეს პასუხი, არის თუ არა „ვაგნერის“ ჯგუფი, რომელიც ბელoრუსში დისლოცირდება, მეტი თუ ნაკლები საფრთხე,“ - განაცხადა მორავეცკიმ. „ვაგნერის“ „მარშიდან“ Embraer-135-ის „კატასტროფამდე“: საერთაშორისო რეაქციები
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა, თუმცა დუდას სურს, რომ მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირება სცადოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობას გადადგომა შესთავაზა. ახლად არჩეული პარლამენტი პოლონეთში პირველად შეიკრიბა. პრო-ევროპული პარტიების ალიანსმა, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების აღდგენის პირობას დებს, საპარლამენტო უმრავლესობა 15 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა. სავარაუდოდ, სწორედ ის გადაიბარებს ხელისუფლებას, მაგრამ შესაძლოა, ეს პროცეს ოთხ კვირამდე გაგრძელდეს. ალიანსის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ცენტრისტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკია. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, რომელიც მორავეცკის “კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მოკავშირეა, მორავეცკის სთხოვს, სხვა მთავრობის ფორმირებას ეცადოს და ორშაბათს საღამოს მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ხელახლა დანიშნავს. მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირების სურვილი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას დააფიქსირა, თუმცა მისმა ოპონენტებმა ამ ნაბიჯს არასერიოზული უწოდეს. ტუსკი და მისი მოკავშირეები დუდას ამომრჩეველთა ნების უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. მისი კოალიცია ასევე პირობას დებს, რომ გააძლიერებს საგარეო ალიანსებს და უსაფრთხოებას მეზობელ უკრაინაში ომის დროს. პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება 10 ნოემბერს გააფორმეს. მორავეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა არ აქვს.