თეგი: მაშველები
იტალიაში მაშველებმა ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს
იტალიელმა მაშველებმა, ალპებში, მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაღუპული ბოლო მთამსვლელის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Ansa იუწყება. იტალიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა დღეს ნაპოვნი მთამსვლელის ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ყველა გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. „ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი“, - განაცხადა სამაშველო სამსახურის უფროსმა. შვიდი დაშავებული მთამსვლელი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. ცნობისათვის, 4 ივლისს ზვავი მარმოლადეს მთიდან ჩამოწვა. მისი სიმაღლე 3 300 მეტრზე მეტია და აღმოსავლეთ იტალიის ალპებში, ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მდებარეობს.
მწვერვალ კატიწვერას მიმდებარედ მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ონის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ კატიწვერას მიმდებარედ, იმყოფებოდა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე, რომელიც ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება მიღებისთანავე მოახდინა და მოქალაქის უსაფრთხო ადგილზე ჩამოსაყვანად დაიწყო სპეციალური სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა. დაშავებულის ადგილსამყოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის არარსებობის გამო, გადაწყდა ოპერაციის ვერტმფრენის საშუალებით ჩატარება. კატიწვერას მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ექიმები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ. ამ დროისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად უკვე ჩაყვანილია ქუთაისში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებულს აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას.
მაშველებმა თბილისში, მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს
მაშველებმა თბილისში, მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი და მას პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება. ამასთან, რა გახდა შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ქალი, რომელიც თბილისში, მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს, დაიღუპა
ქალი, რომელიც დღეს, თბილისში, მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს, დაიღუპა. ამის შესახებ Europetime-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლის დროს ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. მაშველებმა თბილისში, მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. ამასთან, რა გახდა შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, იდენტიფიცირებულია თუ არა დაღუპულის ვინაობა.
მაშველებმა ორ დაშავებულ უცხოელ მოლაშქრეს დახმარება აღმოუჩინეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დუშეთის რაიონში, დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ მაშველებმა ორ დაშავებულ უცხოელ მოლაშქრეს დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ მართვის ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების, გარმინის საერთაშორისო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის რაიონში, დათვისჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ გადაადგილდებოდა უცხოელ მოლაშქრეთა 30-კაციანი ჯგუფი, რა დროსაც ორი მათგანი გახდა შეუძლოდ და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სჭირდებოდათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, მითითებულ ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით გაემგზავრა. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებოდნენ. მაშველებმა და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს უცხოელ მოლაშქრეთა ჯგუფის ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ორი მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანეს. შეუძლოდ მყოფი მოლაშქრეები ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.
თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ
თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, 6 ტურისტიდან 2 დაშავებულია. როგორც ცნობილია, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ადგილობრივი მაშველები ვერტმფრენს ითხოვენ. ამ ეტაზე დამატებითი დეტალები უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება. თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტები დახმარებას ითხოვენ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისთვის მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს. სამაშველო ღონისძიება გრძელდება. მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით. გართულებული მეტეო პირობების გამო კი, ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა. მაშველებმა დაშავებული ორი მთასვლელის უსაფრთხო ევაკუაცია უკვე განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. დაშავებულ მთასვლელთა ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდებიან დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი გადავარდნილია ნაპრალში, სამაშველო ღონისძიება გრძელდება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მწვერვალ თეთნულდისკენ, სადაც ჩარჩენილი ტურისტები იმყოფებიან, მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება
მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის მკვიდრი ექვსი წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით მდინარე ცხენისწყალში იპოვეს. მდინარე ცხენისწყალში სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ცნობისთვის, მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარეში გუშინ დაიწყო. ბიჭი და-ძმასთან ერთად ბაბუას ჰყავდა მდინარეზე წაყვანილი.
მცხეთის მუნიციპალიტეტში, მაშველებმა 4 წლის დაკარგული ბავშვი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ. მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
თბილისი-გორის ავტობანზე ხანძარია
თბილისი-გორის ავტობანზე ხანძარია. ამ ეტაპზე, ცეცხლი ბალახის საფარს უკიდია. ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია შემთხვევის ადგილიზე, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 29 ივლისს გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდნენ. "პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცა. დაჯილდოვდნენ: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში, მფრინავი ზაზა ლორია; საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თვითმფრინავების სატრანსპორტო ესკადრილიის (სამსახური) მთავარი სპეციალისტი, ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი დიმიტრი ქააძე; საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შვეულმფრენების ესკადრილიის (სამსახური) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი ლევან ჩოხელი; საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შვეულმფრენების ესკადრილიის (სამსახური) წამყვანი სპეციალისტი, ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი ანდრო ქუჯოშვილი; სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს ინსპექტორი გიორგი მარგიანი; სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კახა ტორჩინავა; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველი ფილიალის ექიმი გიორგი ვენეცკი; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველი ფილიალის უმცროსი ექიმი ქეთევან გულაღაშვილი. პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „პირველ რიგში, მინდა, მივესალმო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს და მათი დიდი მწუხარება გავიზიარო, რომელიც მხოლოდ მათი მწუხარება არ არის, ეს მთელი ქვეყნის მწუხარებაცაა. მინდა, მივესალმო ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და პატივცემულ საზოგადოებას! ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს. თავდადება ამას ჰქვია, როცა შენ თავს გაწირავ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის, ალბათ, ადამიანის უმაღლესი ღირსება, როცა შეგიძლია, თავი გაწირო სხვისი სიცოცხლისთვის. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ! დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო არ დაივიწყებს მათ, რითიც აჩვენებს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ. ტურიზმი ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული და ყველანაირი ინფრასტრუქტურული ზომები იყოს მიღებული. მე ვიცი, რომ უკვე გეგმაშია ახალი ვერტმფრენების შეძენა და ეს ალბათ, ძალიან საჭირო და ძალიან სწორია. მე ახლახან ვიყავი სვანეთში, არ შეიძლება, არ გავიხსენო ხერგიანი და სხვა ძალიან ცნობილი ალპინისტები, ასევე, სამთო-სათხილამურო სპორტის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებლები არიან, ქვეყნისათვის, რომელსაც ღმერთმა კავკასიის მთები არგუნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშველთა კორპუსი, მათი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გამართული უნდა იყოს, რომ ყველა რისკებისგან ვიყოთ მაქსიმალურად დაცული. და კიდევ ერთი, დღეს მთელი მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა,რომელიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება და რომელსაც საშინელი ხანძრები, ან წყალდიდობები ახლავს თან. აქაც ჩვენი მაშველები და მფრინავები ყოველდღიურ, გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, რომ ჩვენ საზოგადოება უკეთესად ვიყოთ დაცული. ამისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობა და დღევანდელი დღე სწორედ მათი გმირობის გახსენების დღე იყო. ეს ძალიან რისკიანი პროფესიებია, მათ შორის ექიმები, რომლებიც ასევე, მონაწილეობდნენ ამ სამაშველო ოპერაციაში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისინი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად, რისკების შესამცირებლად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სამაშველო ოპერაციაში დაღუპულთა დაჯილდოებისა და დაფასებისთვის, პრემიერ-მინისტრსა და პატრიარქს კი – მათი ოჯახების მხარდაჭერისა და თანადგომისათვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები იმართება
აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მაშველების წვრთნები 16 ივნისამდე გაგრძელდება. წვრთნები ევროკავშირის საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ეგიდით ტარდება. სწვალების დროს შემუშავდება წინასწარ მომზადებული ტყის ხანძრის სცენარები. მათი მიზანია, მასშტაბური სტიქიური უბედურებების დროს, შესაბამისი კოორდინაციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა. წვრთნებში საავტომობილო ტექნიკა და ავიაცია ჩაერთვება.
საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას მასპინძლობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებას მასპინძლობს. შსს-ს ცნობით, წვრთნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის "PPRD East 3"-ის ფარგლებში ხორციელდება და როგორც საშტაბო, ასევე, საველე კომპონენტებს მოიცავს. აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები იმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სწავლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. PPRD ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. PPRD პროექტში საქართველოსთან ერთად, მთავარი ბენეფიციარი ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან.
მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს. მოსული უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 8 ადამიანი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.