თეგი: მაჰმუდ აბასი
პალესტინის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა
პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი თურქეთს ეწვევა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს თავის კოლეგა რეჯეპ თაიფ ერდოღანთან. თურქული მედიის ინფორმაციით, მხარეები პალესტინაში განვითარებული მოვლენებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მისივე თანახმად, ვიზიტი სამდღიანია. Anadolu ამ ინფორმაციის გავრცელებისას პალესტინის ელჩის კომენტარს ეყრდნობა, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Wafa-მ გამოაქვეყნა.
პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი 22 აგვისტოს თურქეთს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ პალესტინის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რომლის ფარგლებშიც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. ლიდერები ასევე განიხილავენ პალესტინაში შექმნილ ვითარებას. ამასთან, გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს. 17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ. მანამდე ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ქვეყნებს შორის ხელახალი დაახლოების პროცესი 2020 წლის მაისიდან დაიწყო.
პალესტინის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტით ჩადის
პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი 25 ივლისს თურქეთს ეწვევა. ის რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე იმსჯელებენ. მევლუთ ჩავუშოღლუ: პალესტინის მხარდაჭერა და ანკარის ურთიერთობა თელ-ავივთან, ორი განსხვავებული საკითხია
Reuters: აბასის სიტყვიდან „ჰამასის“ კრიტიკის შემცველი კომენტარი ამოიღეს
პალესტინის ხელისუფლების ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ კვირას პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც „ჰამასს“ აკრიტიკებდა, თუმცა ეს კომენტარი მოგვიანებით შეიცვალა. კომენტარი, რომელიც WAFA-მ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა, აბასსა და ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს შორის სატელეფონო საუბრის დროს გაკეთდა. ორივე მხარემ ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა განიხილა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. WAFA-ს თავდაპირველ ცნობაში ნათქვამი იყო: „პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასის“ პოლიტიკა და ქმედებები არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და (პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის) პოლიტიკა, პროგრამები და გადაწყვეტილებები წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, როგორც მათ ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელს.“ გაურკვეველი დარჩა, აბასის სიტყვიდან რატომ ამოიღეს კომენტარი „ჰამასის“ შესახებ. არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია აბასის ოფისს ან WAFA-ს. თავის მხრივ, არც „ჰამასს“ უთქვამს რაიმე. აბასის პალესტინის ხელისუფლება დიდი ხანია, ეწინააღმდეგება ჰამასს, რომელმაც 2007 წელს ღაზაზე კონტროლი დაიკავა და აბასის ერთგული პარტია ფატაჰის ძალები ჩამოაგდო. მრავალწლიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. „მადუროსთან საუბრისას აბასმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვა ორივე მხარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე და მოუწოდა მშვიდობიანი მოქალაქეების, პატიმრებისა და დაკავებულების გათავისუფლებისკენ“, ნათქვამია WAFA-ს ანგარიშში.