თეგი: მედიანური ხელფასი
საქსტატი: 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, 11.2%-ით გაიზარდა
2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 11.2%-ით გაიზარდა და 900 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. "საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: ⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 509 ლარი; ⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 386 ლარი; ⦁ ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1298 ლარი; ⦁ მშენებლობა - 1 276 ლარი; ⦁ სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 273 ლარი. 2021 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება", - ნათქვამია ინფორმაციაში.