თეგი: მელანია ტრამპი

მელანია ტრამპმა პუტინს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების შესახებ წერილი გაუგზავნა

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლემ მელანია ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მდგომარეობაზეა საუბარი. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა მათთან საუბარში განაცხადეს, რომ წერილი ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპმა ალასკაში სამიტის დროს პირადად გადასცა. Reuters-ის წყაროებმა წერილის შინაარსი არ გაამხილეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მასში ომის დროს გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზეა საუბარი. უკრაინას რუსეთის მიერ 19 500-ზე მეტი გატაცებული ან რუსეთში იძულებით გადაყვანილი ბავშვი ჰყავს იდენტიფიცირებული. კიევმა მხოლოდ 1 480-ის დაბრუნება შეძლო. უკრაინაში ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია.  

მელანია ტრამპი გაეროს უშიშროების საბჭოს 2 მარტის სხდომას უხელმძღვანელებს

გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, რომლის თავმჯდომარე თვეში ერთხელ იცვლება, აშშ-ის თავმჯდომარეობის პერიოდის პირველ სხდომას ამ ქვეყნის პირველი ლედი მელანია ტრამპი უხელმძღვანელებს. აშშ საბჭოს თავმჯდომარეობას 2026 წლის მარტიდან ბრიტანეთისგან ჩაიბარებს. ამერიკული ტელეკომპანიები CNN-ი და Fox News-ი პირველი ლედის ოფისზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ორშაბათს, 2 მარტს დანიშნულ სხდომას, რომელზეც განათლების, ტექნოლოგიების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებზე უნდა იმსჯელონ, თავმჯდომარეობას მელანია ტრამპი გაუწევს. ეს იქნება რომელიმე ქვეყნის პირველი ლედის მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის წაყვანის პირველი შემთხვევა. ქალბატონი ტრამპის ლიდერობა იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პირველი ლედი უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომლის დროსაც წევრები განიხილავენ განათლების, ტექნოლოგიების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს,“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წელს პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა წამოიწყო კამპანია Be Best, რომლის მიზანია ბავშვების სოციალური, ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა ძირითადი პრობლემების, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებისა და კიბერბულინგის დაძლევის გზით.