თეგი: მელორუსი
ბელორუსმა ევრო სავალუტო კალათიდან გამორიცხა
ბელორუსის ეროვნულმა ბანკმა ევრო სავალუტო კალათიდან გამორიცხა. ამის შესახებ მარეგულირებლის პრესსამსახურმა დღეს განაცხადა. აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ბელორუსის სავაჭრო პარტნიორები გადახდებს ძირითადად ეროვნულ ვალუტაში ახორციელებენ. ხოლო ევრაზიული „ხუთეულის“ ქვეყნებთან, პირველ რიგში, რუსეთთან, ასევე ჩინეთთან ვაჭრობის ზრდის გამო, წინა პლანზე გამოდის რუსული რუბლი და ჩინური იუანი. „ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის შემცირების ფონზე, შემცირდა ანგარიშსწორებები ევროში“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. ამ პირობებში, ბელორუსის ეროვნული ბანკის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ სავალუტო ბირჟაზე გაიზარდა რუსული რუბლით ტრანზაქციების რაოდენობა. ამასთან, შემცირდა ევროპულ ვალუტასთან ტრანზაქციების წილი. შესაბამისად, ბელორუსის ეროვნული ბანკი 12 დეკემბრიდან ევროს სავალუტო კალათიდან გამორიცხავს. კალათის სტრუქტურა, თავის მხრივ, ასე გამოიყურება: რუსული რუბლი - 60%, აშშ დოლარი - 30%, იუანისთვის - 10%.