თეგი: მესტია
იაპონიის ელჩი იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია
იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავზე, 11 აგვისტოს, მაშინ როდესაც იაპონიაში მთის დღე აღინიშნება, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს. „კავკასიონის ულამაზესი მთებით შემოსაზღვრულ ადგილას, მან ხაზი გაუსვა მთის საკვანძო როლზე ჩვენი პლანეტის გადარჩენისათვის აუცილებელი ეკოსისტემისა და მომსახურების შექმნაში. მოგზაურობის დროს ელჩი მესტიის მუნიციპალიტეტის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა, რომელმაც გაუზიარა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებზე და არსებულ გამოწვევებზე. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი მესტიის მერთან ერთად ეწვია უშგულს, რომელმაც თავისი ისტორიით, კულტურული თავისებურებებით, უნიკალური არქიტექტურითა და ულამაზესი ბუნებით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმისა და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის მონახულება, რომლის სიამაყეა ეთნოგრაფიული ექსპონატები, შუა საუკუნეების ხელნაწერებისა და ხატების კოლექცია. მოგზაურობის განმავლობაში ელჩი გაეცნო სვანურ კერძებს, მუსიკას და ცეკვას. ელჩმა, ასევე დაათვალიერა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მინი გრანტების ფარგლებში დაფინანსებული ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს. გამოფენა ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს-ს „ემ თი ეი“ მიერ. საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიას 17 აგვისტოდან უმასპინძლებს. ვიზიტის გამორჩეული ნაწილი იყო შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრობა, რომელიც 2019 წელს იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ეს არის პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი მუნიციპალიტეტში, რომელიც მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის 100 მდე შშმ პირს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს „მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარგად არიან. ახლაც კლინიკაში იმყოფებიან. ქალბატონს ტერფი ჰქონდა მოტეხილი და თაბაშირის ნახვევი დავადეთ, ნორმალურად არის, რენტგენი გადავუღეთ, გულ-მკერდის დაჟეჟილობა აქვს. რაც შეეხება მამაკაცს, რამდენიმე ნეკნი აქვს მოტეხილი, თუმცა ორივე სტაბილურად არის, ოპერაციას, სერიოზულ ჩარევას არ საჭიროებენ“, – განაცხადა მესტიის საავადმყოფოს ქირურგმა, ავთანდილ გვალიამ განაცხადა. მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია. როგორც ცნობილია, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ავიაციაც მონაწილეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ცეცხლის კერა დასახლებიდან მოშორებით გაჩნდა. მიმდინარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა
მესტიის მუნიციპალიტეტში, ხანძარის ლიკვიდირება ამ დრომე ვერ მოხერხდა. მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა. მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია როგორც ცნობილია, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
სალომე ზურაბიშვილი რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში, დღეს მესტიას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში, დღეს მესტიას ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან.
პრეზიდენტი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს სვანეთში მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ტურიზმის ტემპის ზრდისა და განვითარებისათვის. ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ხაზი გაესვა უშგულისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზის პროექტს. სალომე ზურაბიშვილი რეგიონული პოლიტიკის ფარგლებში, დღეს მესტიას ეწვევა „შეხვედრისას მხარეებმა სვანური ენის უნიკალურობაზე და ქართველურ ენებში მის ისტორიულ სტატუსზეც იმსჯელეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტი სვანური ენის სკოლებში სწავლების ინიციატივით გამოვიდა. შეხვედრაზე სვანეთმა ორბელიანების სასახლეში რეგიონულ კვირეულში მონაწილეობის მოწვევა მიიღო. ორბელიანების სასახლეში რეგიონული კვირეულის ჩატარება პრეზიდენტის ინიციატივაა, რომლის მიზანიც დედაქალაქისა და ფართო საზოგადოებისათვის ადგილობრივი კულტურისა და ეკონომიკის უპირადესობების გაცნობა და ჩვენებაა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, მერის თანაშემწე განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საკითხებში ვახტანგ ფილფანი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ქეთევან ხარძიანი.
პრეზიდენტი სვანეთში „მესტია-ჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი სვანეთში 30 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „მესტია-ჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას და პოტენციალს გაეცნო, რომელიც წლიურად დაახლოებით, 100 მლნ კვტ. სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც „მესტია-ჭალა ჰესის“ საოპერაციო სამსახურის უფროსმა, ანდრო გოგოლაძემ განაცხადა, ეს არის მწვანე, მინიმალური ზიანისა და თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით გაწყობილი ჰესი. „ ეს არის ე.წ. მწვანე ჰესი, ე.წ. მინიმალური ზიანის მქონე, თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით აწყობილი სადგური. ვისაუბრეთ რეგიონისთვის სადგურის მნიშვნელობაზე და იმ სოციალურ პროექტებზე, რაც განხორციელდა მისი მშენობლობის დროს. ასევე, რეგიონის განვითარებაში კომპანიის ჩართულობაზე და ასევე, ენერგომიმართულებით ყველა იმ ტექნიკურ საკითხებზე, რომელშიც „მესტია-ჭალას“ წვლილი შეაქვს“, - განაცხადა გოგოლაძემ.
შსს: თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ოთხი პირი. შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო. „სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა ამოიღეს. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული ი.ბ. ახალქალაქში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 11 ვაზნა ამოიღო. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.კ, ჩოხატაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციის მიერ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და რვა ვაზნა. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში
პოლიციამ მესტიასა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისსა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს და 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ბ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ცეცხლსასროლი რევოლვერი, 2 მჭიდი და 17 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული დ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 12 ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,“- ნათქვამია განცხადებაში.
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს
მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ეცერში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ამასთან, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
შსს-ს ცნობით, მესტიაში მკვლელობისთვის 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც. მათ 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალნენ 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1993 წელს დაბადებული გ.პ., ხოლო 1998 წელს დაბადებულმა რ.პ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს", - აცხადებს შსს. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მესტიაში, ერთ-ერთი სასტუმრო დაიწვა
მესტიაში, სასტუმრო „ფოსტა" დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მთლიანად დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ,,ენერგო-პრო ჯორჯია“
16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. ,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატსაათი შეადგინა. კომპანია ხაზს უსვამს, რომ იმავე დღეს, სრულად ,,ენერგო-პროს“ აბონენტეთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კოლივატსაათი შეადგინა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული 14 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარეს ყველა კატეგორიის მომხმარებლებმა, მათ შორის დიდმა კომერციულმა თუ საბიუჯეტო აბონენტებმა, ხოლო მხოლოდ მოსახლეობამ მოიხმარა დაახლოებით 6 მილიონი კილოვატსაათი. ,,გთხოვთ, ყურადღებით დავაკვირდეთ რიცხვებს, ჩვენს არეალში არსებული 56 ქალაქის თუ რაიონული ცენტრის, 35 დაბის და 3100 სოფელის, 1 მილიონმა მოსახლემ მოიხმარა 6 მილიონი კილოვატსაათი, ანუ დედაქალაქისა და ოკუპირებული რეგიონების გარდა, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 6 მილიონი კილავატსაათი და მათ შორის ნახევარი მილიონი მოიხმარა ზემო სვანეთის სამი ათასმა მომხმარებელმა,“ განაცხადა ,,ენერგო-პრო ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ. „რა თქმა უნდა კომენტარი ზედმეტია, მხოლოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნადგურდება რეგიონის ელმომარაგებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა, მატულობს ავარიული გათიშვების ოდენობა და სამწუხაროდ, ეს შეუქცევადი პროცესია, მატულობს ხანძრების რისკი, იზრდება რეგიონის ხანგრძლივი შეზღუდვის რისკები. თუმცა, ამის პარალელურად, თითქოს შესაძლებელი ყოფილა ხაზების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, უნდა მოხდეს უფრო მეტი ინვესტირება და ქსელზე ახალი მომხმარებლებიც კი უნდა დავიერთოდ, რათქმაუნდა ღიმილისმომგვრელია ეს ყოველივე, თუმცა ამ უმძიმეს ვითარებაში გვიწევს ოპერირების გაგრძელება. ალბათ, თუ რაიონმა მოიხმარა, 15 უფრო დიდი რაიონის ტოლფასი ელექტროენერგია, კიდევ ისე უნდა გაძლიერდეს ქსელი რომ 30-40 რაინის მოხმარება მოხერხდეს, ეს ხომ არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა? აგრეთვე რა თქმა უნდა, ვცდილობთ, ჩვენს ბაზაში არსებულ აბონენტებს დროულად და ხარისხიანად გავუგზავოთ სმს-ები, ავარიული გათიშვების თუ გეგმიური შეზღუდვების შესახებ. რაც შეეხება რეალურ საქმეს, თუ მართლაც მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებს, ალბათ აუცილებელია გაანალიზდეს სამწუხარო, თუმცა სავსებით შესაძლო სცენარი - დავუშვათ მესტიაში ფიქსირდება მინუს 20-25 გრადუსი; ელექტროენერგიის იმედათ, ოჯახების უმეტესობას როგორც წესი არ აქვს მომარაგებული შეშა; რეგიონში არ არსებობს გაზმომარაგება; დიდთოვლობის გამო ზოგიერთი მიმართულებით ჩახერგილია გზები და ამ დროს 1-2 სრული დღით ან უფორ მეტი ვადით წყდება ელექტროენერგიით მომარაგება. ამ შემთხვევაში რა ხდება? არის მესტია მზად ამისთვის? რა შედეგი შეიძლება დადგეს? რა თქმა უნდა, ყოველ ზემო აღნიშნულ საფრთხეზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ არაკეთილსინდისიერ მომხმარებელს, რომლებიც ბოროტად იყინებენ იმ დიდ სიკეთეს რაც აქვს მესტიის მოსახლეობას უკვე მრავალი წელია ენერგო-პროსგან, უფასო ელექტრომომარაგებას ვგულისხმობ და ამ მიმართულებით ზემო სვანეთში დალექილია კომპანიის 60 მილიონი ლარი,“ - ამბობს მიხეილ ბოცვაძე. რაც შეეხება გამოსავალს, მისი თქმით: „ჩვენს მიერ ოპარაციათა სრულად წარმოების შემთხვევაში, 1 წელიწადში მესტიაში დაიწყება მდგომარეობის გაუმჯობესება, დარეგულირდება მიწოდებული ელექტროენერგიის ყველა პარამეტრი, შემცირებას დაიწყებს ავარიული გათიშვების ოდენობა, მესტიის მოხმარება გახდება გონივრული და ამ ყველაფრით რეგიონს თავიდან ავაცილებთ გარდაუვალ ენერგეტიკულ კოლაფსს. ეს გამოსავლები პირველ რიგში სჭირდება მესტიის კეთილსინდისიერ მომხმარებლებს, ზოგადად მთელს ზემო სვანეთს და არა ენერგო-პროს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ მზადყოფნას კვლავ ვადასტურებთ დავიწყოთ შესაბამისი ცვლილებები.“