თეგი: მეცხრე პაკეტი
უკრაინას სურს, ბელორუსის მიმართ ევროკავშირის სანქციები გაფართოვდეს და რუსეთის მოქალაქეებზე, ყველა კატეგორიის ვიზების გაცემა აიკრძალოს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვქვამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტში ახალი შეზღუდვები უნდა შევიდეს. „მადლობა მერვე პაკეტისთვის, მაგრამ უკვე მეცხრე პაკეტზე ვმუშაობთ და იქ უნდა იყოს ყველაფერი, რაც არ იყო მერვე და წინა სანქციების პაკეტში. რუსეთისა და ბელორუსის ყველა ბანკი, განსაკუთრებით „გაზპრომბანკი“, ჯერ არ არის გათიშული SWIFT-დან. “- განაცხადა ჟოვქვამ. გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია რუსული გაზის ფასის შეზღუდვა ან მისი ექსპორტის აკრძალვა. აუცილებელ სანქციებს შორის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ დაასახელა რუსეთის ფედერაციის პორტებში ევროპული გემების შესვლის აკრძალვა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველა კატეგორიის ვიზების გაცემის აკრძალვა. ამასთან, ჟოვქვამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ბელორუსის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი. კერძოდ, მისი თქმით, ეს შეზღუდვები, როგორც რუსეთის ფედერაციის მიმართ, ისე ბელორუსის საბანკო სისტემას უნდა შეეხოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ასევე გაიხსენა, რომ ბელორუსი ჩინოვნიკების მიმართ პერსონალური სანქციები უკვე დაწესებულია და მათი გაფართოება მნიშვნელოვანია. „ბელორუსიაც არის ხედვის არეში - როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის ევროკავშირიდან“, - დასძინა ჟოვქვამ.