თეგი: მეწყერი
მეწყერს კოლუმბიაში სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა
მეწყერს კოლუმბიაში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა კი 35 მოქალაქე. ამის შესახებ Al Jazeera წერს. ამასთან, ცენტრალურ კოლუმბიაში, დოსკებრადასის მუნიციპალიტეტში, რისარალდაში, ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. „ძალიან ძლიერი ხმა გავიგეთ. გარეთ გამოვედით და დავინახეთ, რომ მთის ნაწილი შენობების სახურავებზე იყო ჩამოსული. მივედი ახლოს და დავინახე, რომ ტალახში ადამიანები იყვნენ. ეს კატასტროფა იყო“, - ამბობს ტაქსის მძღოლი, რომელიც შემთხვევას შეესწრო.
ბრაზილიაში მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა. BBC ცნობით, სტიქია რიო დე ჟანეიროს შტატში, მთიან დასახლებაში ჩამოწვა და 180-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ამასთან, თავშესაფარშია გადაყვანილი 300-ზე მეტი მცხოვრები.
ბრაზილიაში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა
ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სააგენტოს ცნობით, მეწყერის შემდეგ სამძებრო სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი. 700-ზე მეტი ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება და სკოლებში მოწყობილ დროებით თავშესაფრებში გადასვლა მოუწია.
ბრაზილიაში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ მეწყერებს სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს შტატში, ძლიერმა წვიმამ მეწყერები გამოიწვია. 24 საათის განმავლობაში, სამაშველო სამსახურში 850-მდე ზარი შევიდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ამასთან ღვარცოფმა გადაკეტა ქუჩები, ქალაქის ცალკეული უბნები და მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე, 59 ადამიანი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად გარდაიცვალა. უცხოური მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი სახლში ჩარჩენილია, ხოლო სასწრაფო დახმარების მუშაკები ამ დრომდე მათთან მიღწევას ცდილობენ. ამასთან, ინდოეთსა და ბანგლადეშში სკოლები თავშესაფრებად გადაკეთდა, ხოლო გარესამყაროს მოწყვეტილი ოჯახების ევაკუაციის პროცესში ჯარი ჩაერთო. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წყალდიდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ინდოეთში, მეწყერს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანს კი, ამ დრომდე ეძებენ
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მანიპურის შტატში მეწყერს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, - ამის შესახებ BBC წერს. როგორც BBC წერს, ძლიერმა წვიმამ და ახალმა მეწყერებმა სამაშველო სამუშაოები შეაფერხა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწის მასა რკინიგზის სამშენებლო ობიექტზე ჩამოიშალა. დაღუპულთა უმეტესობა სწორედ ადგილზე მყოფი მუშები და ინდოეთის არმიის მოხალისეები არიან.
ვენესუელაში, მეწყერის შედეგად, 36 ადამიანი დაიღუპა
ვენესუელას ქალაქ ლას ტეხერიასში, მეწყერს 36 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 56 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტიქიის გამო, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. „ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ყველა, რამდენიც შეგვიძლია და ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
იტალიაში, მეწყერის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა
იტალიის კუნძულ ისკიაზე, ქალაქ ლაკო ამენოში მეწყერს მინიმუმ 7 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია, მათ შორის ერთი ახალშობილი. "ტალახის სიღრმე ზოგ ადგილას 6 მეტრს აღწევს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია", - აცხადებენ მაშველები. ამასთან, კუნძულზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ათობით თანამშრომელი მუშაობს.
ბრაზილიაში, მეწყერის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიის პარანას შტატში, გზატკეცილზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დაკარგულია ათობით ადამიანი. "მეწყერმა დაახლოებით 20 მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი გაანადგურა", - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. ამასთან, უამინდობის მიუხედავად, მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ.
ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა. სან-პაულოს შტატის 6 ქალაქში, სტიქიის გამო, 180-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 7 წლის გოგონაცაა. ამინდის პროგნოზის თანახმად, სან-პაულოს სანაპირო ზონაში ძლიერი წვიმა გაგრძელდება, რაც, სავარაუდოდ, სამაშველო ოპერაციებს გაართულებს.
ხარაგაულს მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია - საქართველოს რკინიგზა
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, მოლითი-მარელისის გადასარბენთან სოფელ ბაბის მიმდებარედ მეწყერის გამო სარკინიგზო მოძრაობა შეფერხებულია და აღდგენის დრო უცნობია. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია რეისები, რომლებიც სტიქიის გამო ვერ განხორციელდება. ამასთან, საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მგზავრობის საფასურს სრულად აანაზღაურებენ. „მოლითი-მარელისის გადასარბენთან, სოფელ ბაბის მიმდებარედ, უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე. შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები: თბილისი-ბათუმი(#804); თბილისი-ფოთი (#874); ბათუმი-თბილისი (#801); ბათუმი-თბილისი (#807); ზუგდიდი-თბილისი (#869); ბათუმი-ერევანი (#201); კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება. კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო“,- ნათქვამია განცხადებაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო, სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებულია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებული რჩება. „საქართველოს რკინიგზა“ 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას Facebook გვერდზე ავრცელებს. „სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #806 თბილისი-ბათუმი 06:30 #805 ბათუმი-თბილისი 14:30 #802 თბილისი-ბათუმი 08:00 #803 ბათუმი-თბილისი 08:10 #808 თბილისი-ბათუმი 10:35 #870 თბილისი-ზუგდიდი 08:40 #12 თბილისი-ოზურგეთი 08:50 #18 თბილისი-ქუთაისი 08:50 #873 ფოთი-თბილისი 07:20 #11 ოზურგეთი-თბილისი 09:00 #17 ქუთაისი-თბილისი 12:25 საგარეუბნო მატარებლები: #6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50 #6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50 „სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
ხარაგაულში, მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მაშველებმა მიწის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. 72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა, ეძებდნენ. ის მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მოძრაობა შეფერხებულია.
საქართველოს რკინიგზა: სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, სადგურ მარელისთან (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი, რედ.) ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება რეისები. მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05 #807 ბათუმი-თბილისი 17:15 #801 ბათუმი-თბილისი 18:20 #812 თბილისი-ბათუმი 0:35 #811 ბათუმი-თბილისი 0:45 #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25 #874 თბილისი-ფოთი 17:30
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი: გერგეტსა და სტეფანწმინდაში მეწყერი ჩამოწვა, ტერიტორია იწმინდება
სტეფანწმინდასა და გერგეტში მეწყერი ჩამოწვა, შემთხვევა დღის საათებში მოხდა. „ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, მხოლოდ დაბაში [სტეფანწმინდაში] და გერგეტში, სოფლებში არ ყოფილა წვიმა. ყოველთვის ჩამოდის ეგ მეწყერი, ახლაც ტექნიკა მუშაობს, იწმინდება ტერიტორია. ამ ეტაპზე მშვიდობაა. სოფელ გერგეტშიც ჩამოწვა მეწყერი და სტეფანწმინდაშიც. გერგეტში უფრო ახლოს იყო მოსახლეობასთან. ორი სახლის ეზოში შევიდა წყალი," - განუცხადა რადიო თავისუფლებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევა დღის საათებში მოხდა და მაშველების ჩართვის საჭიროება არ არსებობდა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ყაზბეგში ღვარცოფის ადგილას დამცავი ღონისძიებების გატარების რეკომენდაცია გასცა
გარემოს ეროვნული სააგენტო დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარების შესწავლის შემდეგ აცხადებს, რომ „17 აგვისტოს ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, „ღვარცოფის გავლა“ დაფიქსირდა. სააგენტოს ცნობით, უწყების გეოლოგებმა „ადგილზე არსებული გეოდინამიკური პირობები შეაფასეს, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი: გერგეტსა და სტეფანწმინდაში მეწყერი ჩამოწვა, ტერიტორია იწმინდება „გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მომზადდება საბოლოო დასკვნა, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება.“
ბათუმი-ახალციხის გზაზე, სოფელ გულებთან მეწყრის განვითარების გამო, მოძრაობა შეზღუდულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. „ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფელ აქუცაზე გამავალი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოწვა
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 24-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარის საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ხაშურში, სოფელ ტაშისკართან, ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან მეწყრული პროცესები განვითარდა, მთის ფერდობიდან მიწის მასა ჩამოიშალა და მდინარეში ჩადიოდა, რაც წყლის დაგუბების და დატბორვის საფრთხეს ქმნიდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები. „ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, ჩამოიშალა მიწის მასა და ხეები. მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები. პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ყველა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით კოორდინირებულად მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები,“ წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშაობენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათ მოინახულეს მეწყერსაშიში ადგილები, ის ფერდობი, საიდანაც მიწის მასა წამოვიდა. ახლა მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები სახლებში დაბრუნებას. 6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი. სტიქიური მოვლენების დროს ხულოს მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ახალი მეწყერი განვითარდა. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან 130-მდე ოჯახი გაასახლეს. 7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა, დაიღუპა 9 ადამიანი.
მეწყერის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა,“ აცხადებენ უწყებაში.