თეგი: მე-6 პაკეტი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნგრეთი ვერ დაარწმუნეს, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეერთებოდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. „ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ძლიერი დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე, რომელიც ძალიან დაუცველებს გვხდის“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, უკრაინას დამატებით €500 მილიონი გამოუყონ იარაღის შესაძენად. 11 მაისს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხდა, რომ რუსეთის ენერგოემბარგოს მხარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ბლოკი პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაზე იმუშავებს და ალტერნატივას შესთავაზებთ. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters
Bloomberg: ევროკომისიამ შესაძლოა, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესება გადადოს
Bloomberg-ის ცნობით, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს წინადადება წარუდგინა, რომელიც საზღვაო გზით მიწოდებულ რუსულ ნავთობზე უარის თქმის შემთხვევაში, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესების გადადებას ითვალისწინებს. გამოცემა წერს, რომ ეს წინადადება უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვის წინააღმდეგია, მეტი დრო ექნება ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ევროკომისია ასევე ითვალისწინებს სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძირითადად რუსულ ნავთობზე არიან დამოკიდებულნი. ახალი წინადადების თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნავთობის იმპორტს საზღვაო გზით ექვს თვეში, ხოლო ნავთობპროდუქტების იმპორტს რვა თვეში შეწყვეტენ. გარდა ამისა, ბულგარეთს გარდამავალ პერიოდს შესთავაზებენ 2024 წლის ივნისამდე ან დეკემბრამდე, ხოლო ხორვატიას ვაკუუმური გაზოილის იმპორტის შესაძლებლობა მიეცემა. ევროკომისია ასევე გამოდის წინადადებით, შეიზღუდოს მილსადენით მიწოდებული რუსული ნავთობის რეექსპორტი სხვა წევრ სახელმწიფოებში ან მესამე ქვეყნებში. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.