თეგი: მზადყოფნა
ბელორუსში, მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო
ბელორუსში, მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილის საბრძოლო-სამობილიზაციო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო. ინდორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს, საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების მომზადების გეგმის შესაბამისად, 06752 სამხედრო ნაწილის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. ეს სამხედრო ნაწილი მინსკის მახლობლად სოფელ მაჩულიშჩში მდებარეობს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემოწმების დროს შეიმუშავებენ „რიგ საკითხებს, რომელთაგან მთავარი იქნება სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელ პირთა გაწვევა და კვალიფიკაციის აღდგენა, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის შესანახად გატანა“. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო, ვლადიმერ პუტინს 26 სექტემბერს სოჭში შეხვდა.