თეგი: მზის ენერგია

ნიდერლანდებში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ელექტრო მანქანა შექმნეს

ნიდერლანდების სტარტაპმა Lightyear-მა მსოფლიოში პირველი ელექტრო მანქანა გამოუშვა, რომელიც ენერგიას პირდაპირ მზისგან გამოიმუშავებს. ამის შესახებ  Autonews Europe იტყობინება. სტარტაპის ხელმძღვანელის ლაქს ჰუფსლოფის თქმით, მანქანას მზის პანელები აქვს, რომლებიც მის სახურავზეა დამონტაჟებული. ამსტერდამში, ავტომობილს დატენის გარეშე 2 თვე შეუძლია გადაადგილება, ხოლო პორტუგალიაში 7 თვე.  მზის ენერგიის შედეგად, ავტომობილს დღეში 70 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მისი ღირებულება $259 ათასია. ამ მოდელზე სტარტაფმა უკვე 150 შეკვეთა მიიღო.   

მაჭახელის ხეობა მზის ენერგიის გამოყენებაზე გადადის - UNDP

მაჭახელის ხეობა მზის ენერგიის გამოყენებაზე გადადის. მარტის ბოლომდე, სოფლებში 75 მზის პანელი და 200 წყლის გამაცხელებელი დამონტაჟდება. ამის შედეგად, 1,250 მცხოვრები შეშის გამოყენებას მინიმუმამდე შეამცირებს და განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლებს. ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს. წინასწარი გათვლებით, მაჭახლის ხეობაში მზის ენერგიის გამოყენება წელიწადში 900 კუბურ მეტრ შეშას დაზოგავს, რაც დაახლებით 300 ხეს შეინარჩუნებს. „გადარჩენილი ხეები ამ სიკეთეს ასმაგად დაგვიბრუნებენ. 300 ხე ყოველწლიურად 7 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს, მავნე ემისიების გაფრქვევას შეამცირებს და კლიმატის ცვლილებას შეარბილებს. მაჭახლის ხეობაში მზის პანელებისა და წყლის გამაცხელებლების მონტაჟი ხორციელდება იაპონიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ჩვენი მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის დაცვას და განახლებადი ენერგიის გავრცელებას ემსახურება,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ტაჯიკეთში, შენობებში მზის ენერგიის გამოყენება სავალდებულო გახდა

ტაჯიკეთის არქიტექტურისა და მშენებლობის კომიტეტმა, მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში მზის ელექტრო სისტემების სავალდებულო გამოყენება დაამტკიცა. როგორც Asia Plus-ი იუწყება, ამიერიდან, გარდა რეგულარული ელექტრო ქსელისა, შენობები აღჭურვილი უნდა იყოს მზის პანელებით, ღამის ენერგიის შესანახად. ეს ნაბიჯი მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიისა და სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის ნაწილია. „ბრძანება მოიცავს სხვადასხვა ტიპის შენობებს, მათ შორის, საგანმანათლებლო, სამედიცინო, კულტურულ, ტურისტულ, ადმინისტრაციულ, საზოგადოებრივ, სპორტულ კომპლექსებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საწარმოებს, სავაჭრო და სერვის ცენტრებს, კვების ობიექტებსა და გასართობ პარკებსაც კი, გზებსა და ქუჩებს,“ წერს გამოცემა.  სამთავრობო უწყებები ამ კანონის შესრულებას, პროექტების განხილვისას, ასევე, შენობების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღებისას მონიტორინგს გაუწევენ. ასევე მიიღება ზომები მზის ენერგიის სისტემების მასალებისა და აღჭურვილობის ფასების დასარეგულირებლად.