თეგი: მილანი
საფეხბურთო კლუბი „მილანი“ მფლობელს იცვლის
ამერიკული საინვესტიციო კომპანია Redbird Capital Partners იტალიური საფეხბურთო კლუბ "მილანის" ახალი მფლობელი გახდება. კომპანიამ კლუბის 1,2 მილიარდ ევროდ შეძენის შესახებ საინვესტიციო ფონდ Elliott Management Corp-თან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება. ერთი დღით ადრე Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ Redbird Capital Partners-მა მილანის შესყიდვაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. სააგენტოსთან თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება ოფიციალურად 1-ელ ივნისს უნდა გამოცხადდეს. ოთხშაბათს, 1-ელ ივნისს, გაყიდვის შეთანხმება ოფიციალურად მილანის ვებგვერდზე დადასტურდა. კომპანიებმა განაცხადეს, რომ იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი მფლობელის საკუთრებაში ზაფხულში გადავა ახალ, ხოლო გარიგება სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბრამდე დაიხურება.
მილანთან მდებარე სუპერმარკეტში კაცმა სულ მცირე ოთხი ადამიანი დაჭრა
ჩრდილოეთ იტალიაში, მილანის მახლობლად, სუპერმარკეტში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ოთხი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. დაშავებულებს შორის იყო არსენალის ფეხბურთელი პაბლო მარი. გარდაცვლილია სუპერმარკეტ Carrefour-ის თანამშრომელი. დაკავებულია 46 წლის ეჭვმიტანილი. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ის დანით იყო შეიარაღებული. ფოტო: პაბლო მარი იტალიური მედიის ცნობით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
საფეხბურთო კლუბი „მილანი“ ირპენში სტადიონის აღსადგენად, €150 ათასს გამოყოფს
იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“, კიევის ოლქის ქალაქ ირპენში მდებარე "ჩემპიონის" საფეხბურთო სტადიონის აღსადგენად 150 000 ევროს გამოყოფს. სტადიონი რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზიანდა. მედიის ცნობით, სტადიონის აღსადგენად თანხა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ მოიზიდა. შევჩენკო ახლახანს გახდა United24 პლატფორმის ერთ-ერთი ელჩი, სადაც უკრაინის ხელისუფლება აგროვებს ფულს უკრაინის აღდგენისა და მოქალაქეების დასახმარებლად. შევჩენკო თავდამსხმელად თამაშობდა მილანში (ასევე, კიევის დინამოში და ჩელსიში) და სწორედ ამიტომ შეძლო დაფინანსების მოზიდვა. სტადიონის აღსადგენად ჯამში 600 ათასი ევროა საჭირო.
მილანში ძლიერი აფეთქება მოხდა
მილანის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში აფეთქების შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა. იტალიური საინფორმაციო არხის Sky TG24-ის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე მანქანა ცეცხლშია გახვეული. იტალიური საინფორმაციო გამოცემის La Repubblica-ს ცნობით, აფეთქება გაჩერებულ ფურგონთან მოხდა, რომელსაც ჟანგბადის ბოთლები გადაჰქონდა. ფურგონი ქუჩის კუთხეში იყო გაჩერებული და ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, რის შედეგადაც ხუთი მანქანა დაიწვა.