თეგი: მილოიკო სპაიჩი
მონტენეგროს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად პროდასავლური ლიდერი წარადგინა
10 აგვისტოს მონტენეგროს პრეზიდენტმა, იაკოვ მილატოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, პროდასავლური პარტიის ლიდერი, 36 წლის მილოიკო სპაიჩი წარადგინა. ახლა მას 90 დღე აქვს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. სპაიჩი და მილატოვიჩის ლიდერობით, მოძრაობამ - „ახლა ევროპა" (PES), ივნისის ვადამდელ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. მონტენეგროს დიდი ხნის მმართველმა, მილო ჯუკანოვიჩმა, აპრილში საპრეზიდენტო არჩევნები წააგო და სამი ათეული წლის შემდეგ გადადგა. მონტენეგრო NATO-ში 2017 წელს გაწევრიანდა და 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევს მხარი დაუჭირა.