თეგი: მილოშ ზემანი

ჩეხეთის პრეზიდენტმა 14 მოქალაქეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების უფლება მისცა

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა 14 მოქალაქეს უფლება მისცა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ. ამასთან, პეტრ პაველმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების შესახებ რვა ადამიანის მოთხოვნა უარყო. ჩეხეთის კანონმდებლობა პრეზიდენტის ნებართვის გარეშე სამხედრო ან გასამხედროებულ უცხოურ ფორმირებებთან მოქალაქეების ჩართულობას გამორიცხავს. ჩეხეთის პრეზიდენტი მსოფლიოს მოუწოდებს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის დამარცხების მიზნით ასეთი ნებართვა ახლა ჩეხეთის 146 მოქალაქეს აქვს. მსგავსი ნებართვა პაველის წინამორბედმა, მილოშ ზემანმა გასცა.