თეგი: მილოცვა
ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ერეკლეობას! მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის
გილოცავთ ერეკლეობას! პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დიდი ილიას სიტყვებით, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული პატრონობდა სამშობლოს. განუწყვეტელი ომების მიუხედავად, ერეკლე II-ემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისაკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის, განათლების, კულტურის განვითარებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას. “ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას - სიბრძნეს, სიმამაცეს, სამშობლოსადმი თავდადებას... მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის და მჯერა, ასეთად დარჩება ყველა მომავალი თაობისათვის”, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
პრეზიდენტი: ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ. „ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს! საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის. ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.
ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან თვითონ ვქმნით მას - ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო მიმართვა
საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს შობის დღესასწაულს ულოცავს: „შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ დასავლური რიტის (წესის) ქრისტიანებო! დღეს და მომავალ ზამთრის არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით. დღეს ვიღაც იხილავს ცაში პირველ ვარსკვლავს ბახმუტზე, რუბიჟნოესა და კრემინაზე. ვიღაც დღესასწაულს სხვის სახლებში შეხვდება, მაგრამ არა უცხო ხალხში – უკრაინელების სახლებში, რომლებმაც თავშესაფარი მისცეს უკრაინელებს. ვიღაც „შჩედრიკს“ სხვა ენაზე მოისმენს - ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში და ბევრ სხვა ქალაქსა და ქვეყანაში. და ვიღაც ტყვეობაში შეხვდება ამ შობას, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ თავისუფლებას დავუბრუნებთ ყველა უკრაინელს. არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ, ჩვენ დღეს ერთად ვიქნებით. სურვილს ჩავიფიქრებთ. ერთი ყველასათვის. და ჩვენ ვიგრძნობთ სიხარულს. ერთი ყველასათვის. და ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. ერთი ყველასათვის. ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს! როგორც ყოველთვის. გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით. როგორც ყოველთვის. განსხვავება ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას. ქრისტე დაიბადა! მოდით ვადიდოთ იგი!" ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა დაუშვა უკრაინაში პირველად 25 დეკემბერს შობა ოფიციალურად 2017 წელს აღნიშნეს. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2017 წლის 29 ნოემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელის ტანახმადაც 25 დეკემბერი უქმედ გამოცხადდა. ამგვარად უკრაინაში მცხოვრები კათოლიკები, პროტესტანტები და სხვა კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ამ დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარებას შეძლებენ. აქამდე უკრაინაში შობას, საქართველოს მსგავსად, ოფიციალურად მხოლოდ 7 იანვარს აღნიშნავდნენ. უკრაინაში კათოლიკეების რაოდენობა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, 4-5 მილიონს აღწევს. 25 დეკემბრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების იდეა პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრებს ეკუთვნით.