თეგი: მინისტრები

ბორის ჯონსონმა ახალი მინისტრები დანიშნა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნადჰიმ ზაჰავი, ჯანდაცვის მინისტრად კი სტივ ბარკლი დანიშნა. საკადრო ცვლილება ჯონსონმა მას შემდეგ  განახორციელა, რაც გუშინ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა, საჯიდ ჯავიდმა და რიში სუნაკმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა ბრიტანული მედია წერს, რომ თუ, მინისტრთა კაბინეტს სხვა მინისტრებმაც დატოვებენ, ბორის ჯონსონს პრემიერის პოსტის შენარჩუნება გაუჭირდება. ჯონსონს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, რომელიც ბრიტანული მედიის ვერსიით, პარტიის ლიდერად განიხილება.  

ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თანამდებობის შესანარჩუნებლად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს. ამის შესახებ Sky News-ი   იტყობინება. 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა  პრემიერს ჰკითხეს, მიმართავს თუ არა პარლამენტის დათხოვნას. ჯონსონმა უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს. „რა თქმა უნდა, მე ამას გამოვრიცხავ. უახლოესი თარიღი საყოველთაო არჩევნებისთვის არის 2024 წელი," - განაცხადა ჯონსონმა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის თანამდებობიდან გადადგომას არსებულ ვითარებაში, ჯონსონმა უპასუხა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს ბორის ჯონსონის მთავრობა, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.  

იაპონიის პრემიერმა მინისტრთა კაბინეტი შეცვალა

იაპონიის მთავრობის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ფუმიო კიშიდამ 10 აგვისტოს ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ოფიციალურად გამოაცხადა.  იტყობინება იაპონური ტელეარხი NHK. არხის ცნობით, კიშიდა იმედოვნებს, რომ ცვლილებები მას ქვეყნის შიდა პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. მათ შორისაა COVID-19-ის ახალი ტალღა,  ფასების ზრდა და ასევე დაძაბულობა უკრაინასა და ტაივანში. ცვლილებების შედეგად ადგილებს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეინარჩუნებს: საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში, ფინანსთა მინისტრი სუნიჩი სუზუკი და მათ გარდა კიდევ სამი მინისტრი. მთავრობაში ხუთი ყოფილი მინისტრი იქნება.  მანამდე, კიშიდამ იაპონიის მთავარი მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) ახალი ხელმძღვანელობა დაასახელა. პარტიის ვიცე-პრეზიდენტად ტარო ასო დარჩება, გენერალური მდივნის მთავარ პოსტს კი ტოშიმიცუ მოტეგი შეინარჩუნებს. ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი კოიჩი ჰაგიუდა, პოლიტიკური კვლევების საბჭოს თავმჯდომარე გახდება. ცნობისთვის, სინძო აბეს მკვლელობის შემდეგ, მოქმედი პრემიერისა და მთავრობის მიმართ მოსახლეობის ნდობა იკლებს. ბოლოს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ფუმიო კიშიდას რეიტინგი 46%-მდე დაეცა, რაც მისი მმართველობის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.