თეგი: მირიამ ლექსმანი
რა საკითხები წამოჭრეს ევროპარლამენტში გამართული დებატებისას ევროდეპუტატებმა
8 ივნისს საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატებისას ევროდეპუტატებმა მიუთითეს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. ევროპარლამენტარმა ასევე მიუთითა ცვლილების საჭიროებაზე სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში, თუმცა მიუღებელი ქმედება უწოდა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმებას, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვას, მათ მიმართ ღია მუქარას და სამართლებრივ დევნას, რაც მისი თქმით, საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. „დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“,- აღნიშნა აუსტრევიჩიუსმა. ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა დებატენი ევროპარლამენტარმა, რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მირიამ ლექსმანმა გახსნა. მისი თქმით, ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება საქართველოში მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვებზე, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში და ჰქონდეთ ევროპული მომავალი. „ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია, გაატაროს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმები და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლის პროცესი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ანდრიუს კუბილიუსი: გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი, საჭიროა კრიტერიუმების დაკმაყოფილება ის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნითაც გამოვიდა. „როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, არ შეგვიძლია, ჩუმად ვუყუროთ ქართული დემოკრატიის რეგრესს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“, განაცხადა მირიამ ლექსმანმა. „საქართველო რამდენიმე წლის წინ მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ხანებში მან დაკარგა თავისი სიჩქარე და დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე ერთგულება , - თავის მხრივ, განაცხადა ევროპარლამენტარმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარინა კალიურანდმა. „რამდენიმე თვის წინ, ჩვენ, ამ შენობაში, ძალიან დიდი უმეტესობით მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ კარგი მოლაპარაკებები გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ჩვენ ვაღიარეთ მათი მიღწევები ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს“, - აღნიშნა კალიურანდმა. ევროპარლამენტარმა მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, დღევანდელი განხილვა ბოლო გაფრთხილებად მიიღონ. „მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დღევანდელი დისკუსია მიიღონ, როგორც ბოლო გაფრთხილება. გვერდზე გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და ერთად დაიწყეთ მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ესაა, რასაც ქართველი ხალხი თქვენგან მოელის", - აღნიშნა ევროდეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას. მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ყურადებას ამახვილებს იმაზე, რომ მყარი სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება. მაგალითად, ევროპარლამენტარმა მიუთითა - „ეს ილუსტრირებული იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გასული წლის „პრაიდის“ მონაწილეების და იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობით, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. ახლახან კი ამის ილუსტრირება მოხდა კარგად ცნობილი მედია ფიგურის, ბატონი გვარამიას მიმართ საეჭვო ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენით“. „რეზოლუცია, რომელსაც კენჭი უნდა ვუყაროთ, შეეხება მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას საქართველოში და ის ამ კუთხით საკმაოდ კრიტიკულია. ჩვენ ყველას გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთება ბოლოდროინდელ ნეგატიურ ტენდენციებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის და ზოგადად, დემოკრატიის მიმართულებით. საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევა იმედგამაცრუებელია ბევრი მიმართულებით. მჯერა, რომ ასეთ სიტუაციაში ქართველი მმართველების მიმართ უფრო მტკიცე და მომთხოვნი ხაზი უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ გაიგონ, რომ სწორედ მათ უნდა იმოქმედონ, როცა საქმე საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ეხება. ჩვენი მხრიდან პოლიტიკის ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს ყოვლისმომცველ და კარგად გააზრებულ სტრატეგიას და არა ემოციებს. მოგიწოდებთ, ყურადღებით გააანალიზოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების პოტენციური შედეგები და ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რათა ძირი არ გამოუთხაროს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას ამ ჩვენს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში“,- განაცხადა სვენ მიქსერმა. ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას
ევროპარლამენტარი: „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის
კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა გამოაქვეყნა კრიტიკული პოსტი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. მირიამ ლექსმანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის.“ ის ასევე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, დეპუტატებს მიკროფონს გამოურთავდა თუ ისინი შემოთავაზებულ კანონპროექტს რუსულს უწოდებდნენ. ლექსმანი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია, ჩაახშოს სიმართლე." ევროპარლამენტარი: როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
ევროპარლამენტარი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე: დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განცხადებების შემდეგ ამბობს, რომ „დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.“ „ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები უაღრესად სამარცხვინოა და მხოლოდ ხაზს უსვამენ მის მცდელობებს, დაანგრიოს საქართველოს დემოკრატია და ევროპული მისწრაფებები. დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ამ ოლიგარქის წინააღმდეგ და საქართველო მისი კლანჭებიდან გაათავისუფლოს,” - წერს ლექსმანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მირიამ ლექსმანი: ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა - დროა, ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს
„ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა, “ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება და ევროპული ინსტუტიტების ლიდერებს ჯოზეფ ბორელს, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ევროდეპუტატის თქმით, ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ივანიშვილის ინტერესები საქართველოს ინტერესებზე წინ დგას. „ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. დროა, ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს და ქართველ ხალხს გვერდით დაუდგეს,“ - წერს მირიამ ლექსმანი X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.