თეგი: მირჩა ჯოანა

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რომელიც ალიანსის ახლო პარტნიორია

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა.   „ჩვენ ძალიან ვაფასსებთ საქართველოსთან დიდი ხნის წინ დაწყებულ თანამშრომლობას, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ახლო პარტნიორია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩვენ განვიხილეთ რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში და მისი სტრატეგიული შედეგები.“, - წერს მირჩა ჯოანა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართა ასევე წაიკითხეთ შალვა პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა  

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება

„შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მცდელობებს, შავი ზღვის ბლოკადის შედეგად ჩაახშოს უკრაინის ეკონომიკა და ასევე შექმნას სასურსათო კრიზისი მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ბერლინში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მან ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.  „NATO ყოველთვის პატივს სცემს ევროპასა და მთელ მსოფლიოში ერების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. ეს არ ექვემდებარება სხვის ვეტოს. ჩვენ წლებია, საქართველოსთან ვმუშაობთ, ვიცი, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს ხელმძღვანელობა იქნება მიწვეული. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ღია კარის პოლიტიკა უცვლელია და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან შავი ზღვის ბლოკადის მცდელობებს, რათა მოგუდოს უკრაინის ეკონომიკა და ასევე შექმნას სასურსათო კრიზისი მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში.მე ასევე ვიცი, რომ მოლდოვის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორები, მოკავშირეები, ასევე ევროკავშირი, ვეძებთ გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პარტნიორები ჩვენს მიერ იქნებიან მხარდაჭერილი ამ რთულ მომენტში“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს. „უკრაინის ოდესის პორტში ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის საკვებით უზრუნველყოფისთვის ეს სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ”, - განუცხადა თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.  

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ომის მოგებაში

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ჟურნალისტებს ბერლინში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განუცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, ომი მოიგოს“. მირჩა ჯოანამ აღნიშნა, რომ პუტინი უკრაინელების თავდადებითა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობით გაოცებულია. „პუტინის მიმართ ჩვენი გზავნილი ასეთია: მათ დაიწყეს ყველაზე სასტიკი, ცინიკური ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და პუტინი ალბათ განცვიფრებულია უკრაინელების თავდადებითა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობით. ჩვენ ვართ ძლიერები, ერთიანი და დავეხმარებით უკრაინას ამ ომის მოგებაში. მილიარდობით ევროს დახმარებით, სამხედრო მარაგების გადაცემით, ფინანსური, ჰუმანიტარული მხარდაჭერით, უკრაინელი ხალხის სიმამაცით, მათი თავდადებითა და ჩვენი დახმარებით, უკრაინა შეუძლია, ეს ომი მოიგოს“, - განუცხადა მირჩა ჯოანამ მედიას. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს.  

NATO აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში - მირჩა ჯოანა

25 წლის წინ ხელმოწერილი NATO-რუსეთის შეთანხმება აღარ ავალდებულებს ალიანსს, რადგან თავად რუსეთმა დაარღვია შეთანხმება უკრაინაში შეჭრით, ამბობს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა, რომელიც ვილნიუსში იმყოფება. 1997 წლის NATO-რუსეთის ჩარჩო შეთანხმების მიხედვით, ალიანსმა პირობა დადო, რომ მუდმივად არ განათავსებს მნიშვნელოვან ძალებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამავე დროს, რუსეთი ვალდებულია, თავი შეიკავოს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიისგან, მაგრამ როგორც მირჩა ჯოანამ აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ დამფუძნებელი აქტის ყველა შინაარსი შეთანხმების დარღვევით ძირითადად გააუქმა. მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ ალიანსის ყოფნა რეგიონში გაძლიერდება, მაგრამ ძალების კონკრეტული რაოდენობა უცნობია. საბოლოო გადაწყვეტილებები მადრიდში NATO-ს სამიტზე მიიღება. „ჩვენ გვესმის რაოდენობის მიმართ ინტერესი, მაგრამ ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ ხარისხს. ჩვენ ველით ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი ლიდერებისგან მადრიდში“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ. ივნისში, მადრიდში,NATO-ს სამიტზე ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებენ.  

2008 წელს, უკრაინისა და საქართველოს MAP-ის გარეშე დატოვება უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო - რასა იუკნევიჩიენე NATO-ს გენმდივნის მოადგილეს

„2008 წელს, ბუქარესტში უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როცა უკრაინასა და საქართველოს MAP-ი არ მისცეს“, - ასე მიმართა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობის დელეგაციის წევრმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. მისივე თქმით, აშკარაა, რომ ეს მოხდა რუსეთის არასწორი ჩართულობის გამო, პოლიტიკის, რომელსაც NATO-ს ზოგიერთმა წევრმა შეუწყო ხელი. „ეს იყო პუტინისთვის მოქმედების ნიშანი - კრემლმა ეს გაიგო, როგორც ევროპის კონტინენტის [არაფორმალური] დაყოფა. ახლა, NATO-ში მიწვეული არ არის და უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის. მისი შეიარაღებული ძალები იქნება ერთ-ერთი უძლიერესი, ყველაზე ქმედუნარიანი ევროპულ კონტინენტზე მას შემდეგ, რაც რუსებს უკრაინის ტერიტორიიდან განდევნიან. ჩემი შეკითხვა ასეთია: როდის მოვა დრო, როცა NATO-ს წევრები მიხვდებიან, რომ ჩვენ, NATO-ს, ისევე გვჭირდება უკრაინა და საქართველო ალიანსში, როგორც მათ ჩვენ? აღიარა თუ არა NATO-მ მადრიდში ახალი სტრატეგიის მიღებამდე თავისი შეცდომები და ის აღარ განმეორდება? ხედავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ რუსული ფაქტორი ამიერიდან აღარ იყოს ნამდვილი მიზეზი უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის, რომ მათ აგრესიული რუსეთისგან დაცვის გზები ეძიონ“, - მიმართა იუკნევიჩიენემ მირჩა ჯოანას. თავის მხრივ, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალიანსის მიერ გადადგმულ საპასუხო ნაბიჯებსა და გაკვეთილის მიღების პროცესზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, მყისიერი პასუხი იყო აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების პირველად მობილიზება, რათა გაგვეაქტიურებინა რეაგირების გეგმები აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებისთვის, მათ შორის თურქეთისთვის პირველად და ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაკვეთილების პროცესია და ჩემთვის ეს პროცესი ალბათ მარტივი იქნება: ჩვენ ნამდვილად უნდა დავამტკიცოთ ის ფაქტი, რომ დემოკრატიაში ცხოვრება ბევრად უკეთესია ვიდრე - ავტოკრატიაში. მეორეც, მტკიცედ მჯერა... როგორც რუმინელმა, ჩემი ცხოვრების ნახევარი კომუნიზმში გავატარე. ზოგიერთი თქვენგანი ცხოვრობდა კომუნიზმში. მე ვერ ვიფიქრებ იმაზე, რომ უარვყო ევროპული სუვერენული ერის უფლება, წარმართონ თავისი ბედი, ოცნებები და მისწრაფებები. ეს ხან უფრო რთულია, ხან - ნაკლებად. მაგრამ მე ვიცი, რომ ერთ-ერთი გაკვეთილი ვისწავლეთ: უკრაინისადმი არამხოლოდ  დღეს გვმართებს მხარდაჭერა. ეს იქნება მუდმივი მხარდაჭერა, არამხოლოდ ომის შემდეგ აღსადგენად, არამედ, იმისთვის, რომ ისინი გახდნენ აყვავებული, დემოკრატიული და ევროპული ერი ამ ტერმინის სრული გაგებით.ეს არის „გამოფხიზლების ზარი“ ყველა ჩვენგანისთვის და ვიცი, რომ ჩვენ, ყველა ერთად და ინდივიდუალურად, როგორც ლიდერები, მოვახერხეთ ამ დავალების შესრულებას. უკრაინა ასევე არის ქვეყანა, რომელიც ყველას გვაჩვენებს, თუ რას ნიშნავს სიმამაცე და თავგანწირვა საკუთარი ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შთაგონების წყარო იქნება მომავალში ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებისას“, - უპასუხა მირჩა ჯოანამ რასა იუკნევიჩიენეს.

ფართო დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა უკრაინისთვის, მაგრამ ასევე, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის - NATO-ს გენმდივნის მოადგილე

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ რიგ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და პარტნიორებთან ურთიერთობებს ეხებოდა. „ერების თავისუფალი სუვერენული უფლებაა, აირჩიონ თავიანთი ბედი, მომავალი და მათი ალიანსები, რაც განმტკიცებულია გაეროს წესდებაში, ეს არის ჰელსინკის დასკვნით აქტში. ეს ჯერ კიდევ NATO-რუსეთის დამფუძნებელ აქტშია, 1997 წელს მათ აღიარეს ეს უფლება. რასა იუკნევიჩიენე NATO-ს გენმდივნის მოადგილეს: 2008 წელს, უკრაინისა და საქართველოს MAP-ის გარეშე დატოვება უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო რა თქმა უნდა, ზოგჯერ საკითხები სტრატეგიულად, პოლიტიკურად რთულად გადასაწყვეტია, ალიანსში საჭიროა კონსენსუსი, ქვეყნების მხრიდან კი - რეფორმები და ტრანსფორმაციები.  ეს ჩვენ მოვისმინეთ ომის შემდგომ, ბოლო ძალიან დრამატული სამი თვის განმავლობაში, რომ უკრაინა აგრძელებს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერას. NATO აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში - მირჩა ჯოანა ეს არის ის, რასაც ყველა ჩვენგანი მხარს ვუჭერთ. ამრიგად, მადრიდის (სამიტის) კონცეფცია და დისკუსიები მიუთითებს იმაზე, რომ NATO-ს კარი ღიაა და იმედია, რომ შვედეთის და ფინეთის შემოერთება ამ საკითხს გააძლიერებს. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები უფრო ფართო დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა უკრაინისთვის, მაგრამ ასევე, საქართველოსთვის, ან მოლდოვას რესპუბლიკისთვის, სადაც უნდა მოიძებნოს პასუხები თითოეული ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა მირჩა ჯოანამ.

NATO-ს გენმდივნის მოადგილე: ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის

„ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის“, - ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანამ განაცხადა. მან ისაუბრა NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე და ქვეყნების სუვერენულ უფლებაზე აირჩიონ მათი მომავალი. „ჩვენ უნდა განვუცხადოთ საქართველოს, უკრაინას, ბოსნია-ჰერცოგოვინას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ თუ ისინი მზად არიან, ჩვენ გვერდით იდგნენ, მაშინ ისინი იქნებიან. ჩვენ მზად ვართ. ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის. ჩვენ გადაწყვიტეთ ჩვენი მომავალი, ჩვენ დასავლეთს ვეკუთვნით. უკრაინა ეკუთვნის დასავლეთს. რუსეთი დაშორდა ცივილიზებულ ევროპას. უკრაინა იქნება ცივილიზებული ევროპის ნაწილი“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ. ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ უკანონო ომს, კიევისა და სხვა პარტნიორებისათვის NATO-ს მხარდაჭერას, მედეგობის გაძლიერების გზებსა დ ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებს.   გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, სანამ საჭირო იქნება.   „ჩვენ უკან არ დავიხევთ. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესია. ვერ დამკვიდრდება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.    ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, რათა ერთად განიხილონ უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები.   ბუქარესტში ასევე არიან საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, რათა განიხილონ მათი ქვეყნების მზარდი თანამშრომლობა NATO-სთან ამ რთულ დროს.

მირჩა ჯოანა საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობს

NATO-ს გენერალური მდვნის მოადგილე, მირჩა ჯოანა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე წერს. ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში, NATO-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც NATO-საქართველოს კომისიის სხდომას შემოუერთდა, სადაც მოკავშირეებმა განიხილეს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს რეფორმების განხორციელების ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას“, - წერს მირჩა ჯოანა. შეგახსენებთ, ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს. მისივე თანახმად, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსისთვის, რაც ხაზგასმულია NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში. ისინი ასევე მიესალმნენ საქართველოს დიდი ხნის წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გზით NATO-საქართველოს პარტნიორობას, რომელიც NATO-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტის ფარგლებში ვითარდება. NATO-ს მოკავშირეებმა ცნობად მიიღეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის ჩათვლით. მოკავშირეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის განგრძობადი გამოწვევა.მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯები საკვანძოა, რათა დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობა, ქვეყნის გამძლეობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გასაძლიერებლად.  

მირჩა ჯოანა: თუ ყველა დამოუკიდებელი ერი, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე, აირჩევს, იყოს ევროატლანტიკურ ოჯახთან ერთად, ეს მიზანი შესრულდება

ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა NATO-ს გაძლიერებულ ყოფნას რეგიონში და ალიანსის უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის, ისევე როგორც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ. ჯოანამ ისაუბრა რუმინეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ასევე მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. „თუ ყველა დამოუკიდებელი ერი, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე და ევროპის ნებისმიერ სხვა დემოკრატიამდე, აირჩევთ, იყოთ ევროატლანტიკურ ოჯახთან ერთად, ეს მიზანი შესრულდება“, - განაცხადა მირჩა ჯოანამ.  

NATO ომში რუმინეთის „ჩათრევის რისკებს“ ვერ ხედავს

NATO ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ რუმინეთისთვის არ არსებობს არანაირი რისკი იმისა, რომ ის რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთვება ან კონფლიქტის გავრცელება მის ტერიტორიაზე მოხდება. „არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს, იქნება ეს რუმინეთი, თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო... ეს ალიანსის სიძლიერის შედეგია. ჩვენ შეკავების პირველი ელემენტი ვართ,“ - აღნიშნა მირჩა ჯოანამ. ჯოანას თქმით, მას ესმის იმ რუმინელების შეშფოთება, რომლებიც უკრაინის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობს, რადგან მათ ომის ხმა ესმით, რაც შფოთვასა და ტკივილს იწვევს. რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონის ფრაგმენტების პოვნის შემდეგ, რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარა. შეგახსენებთ, შაბათს, 9 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს. პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ფაქტი რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე მიუთითებს. რუმინეთმა მომხდარის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს აცნობა. ალიანსმა ბუქარესტს სოლიდარობა გამოუცხადა. რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეორედ იპოვეს. იოჰანისი ხაზს უსვამს, რომ გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს. რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს

რა მიზნით შეიკრიბა NATO-უკრაინის საბჭო

NATO-უკრაინის საბჭო (NUC) ოთხშაბათს  შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ალიანსის გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი და წინ წასწიოს ვილნიუსის სამიტზე მიღებული  გადაწყვეტილებები. შეხვედრას გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა ხელმძღვანელობდა. მას უკრაინის ვიცე-პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა ესწრებოდა. „გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოებას ალიანსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მან შეაქო მოკავშირეებისა და უკრაინის ძალისხმევა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების სწრაფად განხორციელებისთვის. „მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინისთვის არსებითი დახმარების გაწევას, მათ შორის NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მეშვეობით და ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს, რათა უზრუნველყონ უკრაინის ძალების NATO-სთან სრული თავსებადობა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უკრაინა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე,“ - წერს ალიანსი გავრცელებულ ინფორმაციაში.  NATO-უკრაინის საბჭო ვილნიუსის სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბა: შეხვედრის შედეგები NATO-უკრაინის საბჭო პირველად, 26 ივლისს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ შეიკრიბა.   

მირჩა ჯოანა: ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, მათი ადგილი ჩვენთანაა

„ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, მათი ადგილი ჩვენთანაა,“ - ხსენებული განცხადება NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ კოპენჰაგენში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე ყოველწლიურ სესიაზე გააკეთა. „აქ ევროპაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს ჰყავს რუსული ჯარები თავიანთ მიწაზე მათი თანხმობის გარეშე, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინაში ისინი განიცდიან ინტენსიურ დეზინფორმაციულ კამპანიებს, არჩევნებში ჩარევას და კიბერშეტევებს. ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი ასევე გამოიყენება NATO-ს მოკავშირეებისა და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას კოსოვოს თემებისთვის. და როგორც რუმინელმა ამჯერად, როგორც აღვნიშნე, უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისთვის და საქართველოსთვის, ვიცი, რომ მათი ადგილი ჩვენთანაა. დასავლეთ ბალკანეთი ასევე უნდა იყოს ჩვენთან ერთად, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრები. ვიცი, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. ეს არის გამოსავალი იმისა, რომ ყველა ჩვენგანი, ყველა ჩვენი დემოკრატია ერთად ვიყოთ.“ მირჩა ჯოანას განცხადებით, საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორია და ეს ქვეყანა წლების განმავლობაში, რეფორმების ჩემპიონი იყო არამხოლოდ კავკასიაში ან შავი ზღვის რეგიონში, არამედ, ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპაში. „თქვენი გადასაწყვეტია: რა გზით და როგორ გსურთ დაეყრდნოთ თანამშრომლობის (NATO-სთან) ამ ხანგრძლივ ისტორიას,“  - აღნიშნა ჯოანამ.    

პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მომავლის გეგმები. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა. პარლამენტის თავმჯდომარემ მირჩა ჯოანას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევას. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.  

მირჩა ჯოანა: უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გახდებიან ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახების ნაწილი

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ რუმინეთის მეზობლების ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების შემდეგ, რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთი საზღვარი და თავს დააღწევს ევროპის პერიფერიას. მან აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. „გეოგრაფიული თვალსაზრისით, უკრაინის ომი, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არაპირდაპირ, მაგრამ ძალიან პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის ბალანსზე. უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთი, რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახები ნაწილი. რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მეზობელი პირველად გვეყოლება ევროპულ ოჯახში და რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთ საზღვარი, რუმინეთი გეოგრაფიულად ბევრად უფრო ევროპის ცენტრში იქნება,“ – განაცხადა მირჩა ჯოანამ რუმინეთის ტელევიზიის ცნობით.  

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ვაშინგტონში, წლევანდელ სამიტზე ჩვენ უფრო შორს წავალთ

NATO-ს ლიდერების მომავალ სამიტზე, ვაშინგტონში უკრაინა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „ვაშინგტონში, წლევანდელ სამიტზე ჩვენ უფრო შორს წავალთ. ვაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი ხალხის, ჩვენი ერების და დიახ, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ თავდაცვას, განსაკუთრებით ჩვენს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას,“  NATO-უკრაინის თავდაცვის მეთაურთა საბჭოს პირველი შეხვედრა არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი მტკიცე მხარდაჭერისა ამ ერისადმი, რადგან უკრაინელები ჩვენს ბრძოლაშიც იბრძვიან. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში," - აღნიშნა ჯოანამ. 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები  

ჯოანა: უკრაინისთვის და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის წარმოება

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ NATO ახორციელებს თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმას, რომელზედაც ლიდერები ვილნიუსში შეთანხმდნენ, რათა დააჩქაროს ერთობლივი შესყიდვები, გაზარდოს წარმოების შესაძლებლობები და თავსებადობა. მისი შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რომ გაზარდონ თავდაცვის წარმოება და გამოაცოცხლონ თავდაცვის ინდუსტრია. მირჩა ჯოანამ განმარტა, რომ გასული წლის ივლისიდან NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ, დაახლოებით, 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, მათ შორის Patriot-ის რაკეტებსა და 155 მილიმეტრიან საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით. „მოკავშირეებს ძალების ერთიანი ნაკრები ჰყავთ. ასე რომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დამატებითი მიდგომა თავდაცვის ინდუსტრიულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც პატივს სცემს NATO-ს კომპეტენციებს, მაგალითად, სტანდარტების დაწესების სფეროში და არ ქმნის ბარიერებს მოკავშირეებს შორის,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.