თეგი: მიშა მშვილდაძე
შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა. „ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ. შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები“, - ამბობს მიშა მშვილდაძე. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას" ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის საფუძველზე. მანამდე, ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ მან სცემა მიშა მშვილდაძე. გვერდის და პიროვნების ავთენტურობა დადგენილი არ არის. შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.
მიშა მშვილდაძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს
მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. შესაბამის ინფორმაციას უწყება ავრცელებს. „საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, - წერია ინფორმაციაში. მიშა მშვილდაძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა