თეგი: მიხეილ ლომთაძე
ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ის საფონდო ბირჟაზე IPO -ს განაცხადი შეიტანა
ყაზახეთში მოღვაწე ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ონლაინ ბანკმა და მარკეტპლეის Kaspi.kz-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) ამერიკულ საფონდო ბირჟაზე სადეპოზიტო აქციების განთავსების შესახებ განაცხადი შეიტანა. Forbes.kz-ის ცნობით, რომელიც კომპანიის განცხადებას ეყრდნობა, აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სამომავლო განთავსების ზომა და ფასთა დიაპაზონი ჯერ დადგენილი არ არის. ამ გეგმების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების დღევანდელი ფასი 93,30 დოლარია, რაც 0,32%-იან ზრდაზე მიუთითებს. 2023 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის აქციონერები არიან Baring Vostok-ის ფონდები (აქციების 27,48%), მიხეილ ლომთაძე (24,63%) და Forbes Kazakhstan-ის მიხედვით, ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი ვიაჩესლავ კიმი (23,43%). კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, მიხეილ ლომთაძე ბანკს Kaspi-ის 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ის 803-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 3.6 მლრდ დოლარად არის შეფასებული. Forbes-ის მილიარდერთა სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა - ვინ არის კომპანია "კასპის" მფლობელი მიხეილ ლომთაძე
ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 581-ე ადგილზეა
Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიაში 48 წლის ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს იკავებს. მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილი 624-ე ადგილზეა და მისი ქონების ღირებულება $4.9 მილიარდს შეადგენს. ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია. საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში საუკეთესო ხელმძღვანელად დასახელდა Forbes-მა მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანის ახალი რეიტინგი შეადგინა, მათი მთლიანი ქონება 2,5 ტრილიონ დოლარზე მეტია