თეგი: მიხეილ რამიშვილი

გამოძიება არ განახლდება - ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

„შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ არ განახლდება აღნიშნული საქმე“, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მაგისტრანტმა მოსამართლემ გამოკითხა. ადვოკატის თქმით, კითხვები ძირითადად ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელთან, სერგო შუბითიძესთან მის კავშირებს შეეხებოდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი გამომძიებლის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრას. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი პროკურატურაში დაიბარეს „სამწუხაროდ, ყველაფერს გააკეთებენ ზემდგომი და გენერალური პროკურატურა, რომ რაღაცნაირად „ჩაფარცხონ", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა, ერთ-ერთ სატელევზიო ეთერში განაცხადა, რომ მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ის ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარა სერგო შუბითიძე, რომელიც სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, 2 მაისს გამოიკითხა.