თეგი: მობილიზაციის გეგმა
ბელორუსში 2023 წლის მობილიაციის გეგმა დაამტკიცეს
2023 წელს ბელორუსის არმიაში 9 000-მდე რეზერვის ჯარისკაცს გაიწვევენ. ბელორუსში მობილიზებული ჯარისკაცების საერთო რაოდენობა ბოლო წლებში უცვლელი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ბელორუსში 130 000-მა ადამიანმა გაიარა სამობილიზაციო წვრთნა, რაც წელიწადში საშუალოდ 6500 ადამიანია. შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსში სამ ბატალიონს დაევალა უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში წინსვლა. გარდა ამისა, ISW-ს ანალიტიკოსები თვლიან, რომ „ბელორუსში რუსეთის წარმომადგენლობის ზრდა უფრო ლოგიკურია, როგორც ახალი შეტევისთვის მომზადების ნაწილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოსკოვი აქტიურად ამზადებს დარტყმას“.