თეგი: მოიერიშე თვითმფრინავები
მაკრონი ამბობს, რომ მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად, „კარი ღიაა“
საფრანგეთმა „კარი გაუღო“ უკრაინელი მფრინავების გადამზადებას მოიერიშე თვითმფრინავებისთვის, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 მაისს ინტერვიუში, რომელსაც Le Monde-ს ციტირებს. ტრენინგი „შეიძლება, დაიწყოს ახლა", - განუცხადა მაკრონმა TF1 მაუწყებელს და აღნიშნა, რომ ის შეიძლება, „რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანასთან ერთდ ჩატარდეს. „ვფიქრობ, ამერიკელებთან დისკუსიები მიმდინარეობს“, - აღნიშნა მაკრონმა სხვა დეტალების დაზუსტების გარეშე. შეგახსენებთ, 15 მაისს, ზელენსკის ვიზიტისას გამოცხადდა, რა დახმარებას გადასცემს საფრანგეთი უკრაინას. საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. საფრანგეთი გაწვრთნის რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ით. სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას. ასევე აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთიდან დააანონსა. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
კულება მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებით სიახლეს აანონსებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პირობა დადო, რომ უკრაინისთვის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით, მალე დამატებით სიახლეებს გააზიარებს. „ამჟამად, ინტენსიური დიპლომატიური სამუშაო მიმდინარეობს ყველა დონეზე, რაც გვაახლოებს უკრაინის საჰაერო სივრცის ეფექტიანად დახურვასთან, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო ძალებს და ძირეულად ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა კულებამ.