თეგი: მონეტა

თეთრმა სახლმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტები გამოუშვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით, საკოლექციო მონეტების გაყიდვა დაიწყო. მათი ყიდვა 100 დოლარად არის შესაძლებელი. მონეტის ერთ მხარეს ორი ქვეყნის დროშების ფონზე გამოსახული არიან შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი, მეორეზე კი, უკრაინის ლიდერი აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას. მონეტის ტირაჟი 2,5 ათასს შეადგენს და თითოეულ მათგანს ახლავს ავთენტურობის დამადასტურებელი მოწმობა. თეთრი სახლის ცნობით, მონეტების გაყიდვიდან მიღებული მოგება მთლიანად უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.  

ვატიკანმა გამოუშვა ვერცხლის მონეტა, რომელიც უკრაინას მიუძღვნა

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის მე-100 დღეს, ვატიკანის ფილატელიისა და ნუმიზმატიკის ოფისმა უკრაინისადმი მიძღვნილი სპეციალური ვერცხლის მონეტა (23 გრამი) გამოუშვა, ამის შესახებ ვატიკანში უკრაინის ელჩმა, ანდრეი იურაშმა Facebook-ზე დაწერა. „ეს არ არის მხოლოდ სიმბოლო, ეს არის უკრაინის მხარდასაჭერად გამოხატული ნამდვილი ჟესტი“, - აღნიშნა იურაშმა. ვატიკანში უკრაინის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მონეტის გაყიდვიდან მიღებული მოგება (თითოეული მონეტის ფასი 50 ევროა) გამოიყენება უკრაინის დასახმარებლად. 2022 წლის 5 მაისს ესტონეთმა გამოაცხადა, რომ გამოუშვებს მონეტას "დიდება უკრაინას". ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესტონური მონეტის დიზაინში გამოყენებული იქნება უცხოური ტექსტი. 10 მაისს შეერთებულმა შტატებმა ვერცხლის საინვესტიციო მონეტები (ნომინალური ღირებულებით $1) უკრაინული სიმბოლოებით გამოუშვა.