თეგი: მორალის პოლიცია
ევროკავშირმა, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა, 11 პირსა და ოთხ ირანულ ორგანიზაციას, ბოლო საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენების გამო სანქციები დაუწესა, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ სიაში მოხვდნენ ე.წ. მორალის პოლიციის მაღალჩინოსნები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ფრთა „ბასიჯი“ და ეროვნული პოლიციის დანაყოფი. ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა, უკანონო დაკავება და ქალების წამება. ირანში საპროტესტო აქციები სექტემბრის ბოლოს დაიწყო. აქციები პროვოცირება მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია, რომელიც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. ახლობლების თქმით, გოგო დაკავებისას სცემეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მაჰსა ამინი ავად იყო. მანამდე, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გაუმართლებელი და მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ახალ ანტიირანულ სანქციებს 17 ოქტომბერს დაამტკიცებენ. ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, თავის მხრივ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ს ადანაშაულებს.
ირანის გენერალური პროკურორის თქმით, მორალის პოლიცია გაუქმდა
ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, ირანი მორალის პოლიციის გაუქმების შესახებ იუწყება. გენერალურ პროკურორის მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან”. ჯერ უცნობია, მორალის პოლიცია განუსაზღვრელი ვადით გაუქმდა თუ არა. მისივე თქმით, მთავრობამ შეიძლება, გადასინჯოს კანონი, რომელიც ქალებს ჩადრის ტარებას ავალდებულებს. ხსენებულ საკითხზე პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო მსჯელობენ. გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ორ კვირაში მიიღება. ირანში ქალების მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა. „მორალის პოლიცია“ ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის მმართველობის პერიოდიდან, 2006 წლიდან, ირანელების, პირველ რიგში ქალების მიერ ჰიჯაბის ტარებას მეთვალყურეობდა. ირანელი ქალები „მორალის პოლიციას“ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებდა. ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო განიხილავენ, საჭიროა თუ არა იმ კანონში რაიმე სახის ცვლილება, რომელიც ქალებისთვის თავსაბურავის ტარებას გულისხმობს.
ირანში ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს
2022 წლის სექტემბერში, საპროტესტო აქციების გამო უკან დახევის შემდეგ, ირანში ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს. 16 ივლისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუჩებში პატრულები იმოძრავებენ, რომ დარღვევების წინააღმდეგ იმოქმედონ. ირანში ქალების მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა. ირანის გენერალური პროკურორის თქმით, მორალის პოლიცია გაუქმდა „მორალის პოლიცია“ ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის მმართველობის პერიოდიდან, 2006 წლიდან, ირანელების, პირველ რიგში ქალების მიერ ჰიჯაბის ტარებას მეთვალყურეობდა.