თეგი: მოსავალი
უკრაინა 2022 წელს 20 მილიონ ტონამდე ხორბლის მოსავლის აღებას გეგმავს
უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და ვაჭრობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2022 წელს ქვეყანას აქვს მოლოდინი, რომ 18-20 მილიონი ტონა ხორბლის მოსავალს მიიღებს, რაც საკვებ მოთხოვნაზე 5-ჯერ მეტია. ზელენსკი: უკრაინა მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, ნიშანს ველით პარტნიორებისგან „ჩვენი შიდა მოთხოვნა ხორბალზე 4 მილიონი ტონაა. თანაც გვაქვს გასული წლის ხარისხიანი ხორბლის მარაგებიც“, - აცხადებენ სამინისტროში. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ხორბლის, წიწიბურის, სიმინდის, ქერის, შვრიის, ჭვავის და სხვა კულტურების მოსავლის მოცულობა სრულად დაფარავს უკრაინის შიდა მოხმარების საჭიროებებს. კულტურების უმეტესობას ექნება საექსპორტო შეთავაზება. უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილის, ტარას ვისოცკის თქმით, წელს გაცილებით მეტი წიწიბურა დაითესეს, ვიდრე წინა წლებში. ანალოგიური მდგომარეობაა ჭვავის, შვრიის და სხვა კულტურების შემთხვევაშიც. პირველი თურქული გადამზიდავი უკრაინული მარცვლეულით დაიტვირთა და ექსპორტის მოლოდინში საზღვაო სავაჭრო პორტ „ჩერნომორსკში“ დგას. თურქული მედიის ცნობით, უკრაინული ხორბლის ექსპორტი შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს.