თეგი: მოქალაქეები

3 თვეში რუსეთი 3,8 მილიონმა ადამიანმა დატოვა

რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკა 2022 წლის პირველ სამ თვეს მოიცავს. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. 2022 წლის პირველ სამ თვეში რუსეთი 3 880 679-მა მოქალაქემ დატოვა. აქედან 38 281 ადამიანი საქართველოში ჩამოვიდა, რაც 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე 5-ჯერ მეტია. საქართველოს გარდა რუსეთის მოქალაქეები მიემგზავრებიან სომხეთში, სადაც 2022 წლის პირველ კვარტალში 132 129 ადამიანი ჩავიდა – სამჯერ მეტი, ვიდრე შარშან; აზერბაიჯანში – 56 475 (წინა წელს – 20 378); უზბეკეთში – 53 084 (წინა წელს – 15 206), ტაჯიკეთში – 40 054 (წინა წელს – 8 857); ყაზახეთში – 204 947 (წინა წელს – 122 330). პორტალის „ტაკიე დელა“ და დამოუკიდებელი სპეციალისტების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთს საშუალოდ ტოვებდა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი წელიწადში.

საფრანგეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის შატო დე ვინსენში შესვლა აიკრძალა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საფრანგეთში რუსეთის მოქალაქეებს, პარიზთან ახლოს მდებარე შატო დე ვინსენში შესვლა აეკრძალათ.   შატო დე ვინსენში მდებარე ციხე-სიმაგრეში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს არქივი ინახება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გამოიცა დირექტივა, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს, ისტორიული ძეგლის დათვალიერება აეკრძალათ.  ისტორიული ძაგლი პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, სადაც თავდაცვის სფეროს ბიბლიოთეკა და არქივია დაცული. მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე სპეციალური წესების დაცვით დაიშვებიან. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „საფრანგეთში, რუსეთის მოქალაქეების სამხედრო ობიექტებზე დაშვება აიკრძალა“. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ მედიას შეუძლია კონკრეტულ დოკუმენტზე შესაბამისი მოთხოვნა გამოგზავნოს.     შატო დე ვინსენში ციხე-სიმაგრე საფრანგეთის მეფეებისთვის XIV – XVII საუკუნეებში აშენდა.    

ფინეთმა შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შესყიდვა შეუზღუდოს

ფინეთის მთავრობამ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შესყიდვა შეუზღუდოს. ამ საკითხს ფინეთის თავდაცვის სამინისტრო სწავლობს. ფინეთის პარლამენტმა, რუსეთის საზღვარზე დამცავი ღობის აშენებას მხარი დაუჭირა ფინეთის თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი ასევე მსგავსი ტრანზაქციების სრულად აკრძალვის ვარიანტსაც განიხილავს. ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს „სამუშაო ჯგუფმა რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონებით დადებული გარიგებების შესახებ ანგარიში დეკემბერში უნდა წარმოადგინოს. სრული მოხსენება მოგვიანებით გამოქვეყნდება. ანგარიშის მომზადების შემდეგ ხელისუფლება დაიწყებს კანონმდებლობის განახლების პროცესს, თუკი ამის საჭიროება დადგება“, - წერს მედია. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ნორვეგიის სანაპიროზე არაერთი ობიექტი იყიდა, რომლებიც მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებთან ახლოს მდებარეობს.  

2022 წლის მესამე კვარტალში, რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში, 2021 წელთან შედარებით, 26-ჯერ მეტი რუბლი გადარიცხეს

2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა, უცხოურ ბანკებში ანგარიშებზე 1,47 ტრილიონი რუბლი გადარიცხეს, რაც 26-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. [მაშინ რუსებმა ქვეყნიდან მხოლოდ 57 მილიარდი რუბლი გაიტანეს]. ამის შესახებ RBC რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით იუწყება. მთლიანობაში, 2022 წელს რუსებმა ქვეყნიდან 2,5 ტრილიონ რუბლზე მეტი გაიტანეს. ასე რომ, პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) მოქალაქეებმა უცხოურ ანგარიშებზე გადარიცხეს 543,4 მილიარდი რუბლი, მეორეში - 550,7 მილიარდი. RBC წერს, რომ 2022 წლის სამი კვარტლის შედეგები რეკორდულია 2018 წლის შემდეგ.  ამასთან, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის გადინებაზე შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს. „ამ თანხების დაბრუნება რუსეთის საბანკო სისტემაში, რუბლებში, მოხდება მას შემდეგ, რაც გაიზრდება ნდობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ფასების სტაბილურობის მიმართ,” - განაცხადა ნაბიულინამ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მალევე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა მრავალი სანქცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო სექტორს ეხებოდა. საზღვარგარეთ ვალუტის გადინების თავიდან აცილების მიზნით, ცენტრალურმა ბანკმა დააწესა შეზღუდვები სავალუტო ოპერაციებზე რუსებისა და რუსული კომპანიებისთვის. თავდაპირველად, ცენტრალურმა ბანკმა მთლიანად აუკრძალა რუსებს ფულის გადარიცხვა უცხოურ ანგარიშებზე. მაისისთვის შეზღუდვა შემცირდა თვეში 50 000 დოლარამდე. ივლისიდან (ანუ მესამე კვარტალის დასაწყისიდან) თვეში მილიონ დოლარამდე გადარიცხვა გახდა შესაძლებელი.