თეგი: მოძრაობა „სირცხვილია“
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრნენ
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს. კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის ოფისთან 3000-მდე ადამიანი გადაინაცვლებს. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა. „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება დღევანდელ აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც. პროტესტში მონაწილეობენ სტუდენტები. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც ესრწრებიან. მოძრაობა „სირცხვილიაში“ აცხადებენ, რომ ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადებიან. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.