თეგი: მსვლელობა
ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა თბილისსა და ბათუმში მსვლელობები გამართეს
მედიის, საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სოლიდარობის ნიშნად თბილისისა და ბათუმის ცენტრში მსვლელობები მოაწყვეს. მსვლელობის მონაწილეებმა ქალაქების ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმეზე: დასაწყისიდანვე გაჩნდა კითხვები ბათუმში მსვლელობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობამდე გაგრძელდა, თბილისში, კი მსვლელობა მოეწყო დედაქალაქის მთავარ გამზირზე პარლამენტის შენობამდე. 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.