თეგი: მსოფლიო თასი

საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე მონტენეგროს შეხვდება

24 ივლისს, 10:45 საათზე, საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე, მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრას გამართავს. სიდნეიში მიმდინარე ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს შეხვდა.  მატჩი იტალიის გამარჯვებით, 18:12 დასრულდა. 2026 წლის მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს რვა უძლიერესი ეროვნული ნაკრები ასპარეზობს. საქართველოს ნაკრები ასპარეზობას მე-5–მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე ასპარეზობს  

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე ასპარეზობს

2026 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველ შეხვედრას იტალიის წინააღმდეგ მართავს. მატჩი ავსტრალიაში იმართება. ცნობისთვის, საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე თამაშობს. ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში იმართება. მსოფლიო თასის საგზური გუნდმა მალტაში, აპრილში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალში გასვლით მოიპოვა.