თეგი: მსოფლიო ფასები
UN: მსოფლიო სასურათო ფასები რეკორდულ ნიშნულზეა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ცნობით, უკრაინაში ომმა შეარყია ხორბლისა და მცენარეული ზეთის ბაზრები და შედეგად მარტში სუსათზე მსოფლიო ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებლები არიან. ომმა დარტყმა მიაყენა მოსავლის წარმოების სექტორს, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. უკრაინული და რუსული ხორბლის წილი მსოფლიო ბაზარზე 30%-ია. ომმა კი ექსპორტის მაჩვენებელი შეამცირა. ამასთან, რუსეთი აწარმოებს დიდი რაოდენობით სხვა საკვებ ნივთიერებებს - კალიუმსა და ფოსფატს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.