თეგი: მსოფლიო ჩემპიონატი
უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში, ოლექსანდრ პეტრაკოვის ფეხბურთელები უელსის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ, იუწყება Ukrinform-ი. კარდიფის სტადიონზე გამართული მატჩის ბედი ანდრი იარმოლენკოს ავტოგოლმა 34-ე წუთზე გადაწყვიტა. უელსი გახდა ევროპის მე-13 მონაწილე 2022 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატზე და B ჯგუფში, ირანს, ინგლისსა და შეერთებულ შტატებს შეუერთდება. FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის 22-ე გათამაშება ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 2022 წლის 18 დეკემბრამდეა დაგეგმილი.
ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს
ირანის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის წინააღმდეგ მათი პირველი მატჩის წინ, ქვეყნის ჰიმნი არ იმღერეს. Reuters-ი წერს, რომ ფეხბურთელებმა სავარაუდოდ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ყველა სასტარტო 11-ვე მოთამაშე ჩუმად იყო, როდესაც ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ჰიმნი ჟღერდა. ირანში უკვე ორ თვეზე მეტია, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტს ბიძგი მისცა ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა, რაშიც მორალის პოლიციას ადანაშაულებენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მაროკოსთან მარცხს, ბრიუსელში არეულობა მოჰყვა
მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მაროკოსთან მოულოდნელ მარცხს, ბრიუსელში არეულობა მოჰყვა. ბრიუსელის პოლიციამ ქალაქის ცენტრის ნაწილი გადაკეტა, რადგან მაროკოს მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, არეულობა დაიწყო. პოლიციამ ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. „მატჩის დასრულებამდეც კი, ათობით ადამიანი ცდილობდა პოლიციასთან დაპირისპირებას, რამაც ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას", - ნათქვამია ბრიუსელის პოლიციის განცხადებაში. მედიის ცნობოთ, ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინები, დამწვარია მანქანები. პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა. „ძალადობის ფაქტებმა ასევე იფეთქა ანტვერპენში, ბელგიის ყველაზე დასახლებულ ქალაქსა და ლიეჟში“, - წერს DW.
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინამ ხორვატია დაამარცხა. ლიონელ მესისა და ხულიან ალვარესის (2) გოლებით, არგგენტინამ ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა. არგენტინის ნაკრების მეტოქე მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩში გაირკვევა. ეს მატჩი 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულდა
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ასპარეზობის მონაწილეების, დამსწრეებისა და კურორტის სტუმრებისთვის სოფელი და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ადგილზე გაეცნო. „მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულდა, მეწარმეები უკვე დახლებს შლიან და ჯიხურები ნელ-ნელა ივსება. სცენაც დასრულებულია. ხვალ, 6 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაა, მოგვიანებით აქ სტუმრებს გასართობ პროგრამას შევთავაზებთ. ვეპატიჟებით ყველა მსურველს ასაკის მიუხედავად. ბავშვებისთვის ცალკე გასართობი ზონა იქნება მოწყობილი. აქ საშუალება გექნებათ, ქართველი მეწარმეების პროდუქტები დააგემოვნოთ და მოუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა მაია ომიაძემ. მეწარმეებთან ერთად, ჩემპიონატისთვის სპეციალურად მოწყობილ ბაზარში „გემოფესტის“ მონაწილეებიც არიან წარმოდგენილები. „ძალიან მნიშვნელოვანია აქ მონაწილეობა, ჩვენ უკვე „გემოფესტელები“ ვართ და რაჭიდან, პირველი „გემოფესტიდან“ ვმონაწილეობთ. გავიარეთ ტრენინგები და ვისწავლეთ, როგორ მივიღოთ მონაწილეობა ფესტივალებში. ბაკურიანში სტუმრებს რაჭულ კერძებს ვთავაზობთ. ეს არის ძველი კერძები, რომლებიც გავათანამედროვეთ“, – აცხადებს მეწარმე გიორგი ჯაფარიძე. ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების კომპანიის ორგანიზებით ჩემპიონატის სოფელი მოეწყო, სადაც საკონცერტო სცენა, სამეწარმეო დარბაზი, კვებისა და ბაზრის ზონა, საბავშვო გასართობი ზონა მოეწყო.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის, ანატოლი ბოისას და მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა F ჯგუფის გასნით მატჩში კაბო ვერდეს ნაკრები ანგარიშით - 60:85 დაამარცხა. (სტატისტიკა). ნაკრებში 16 ქულით თორნიკე შენგელია ლიდერობდა. 15 ქულა ჩააგდო გოგა ბითაძემ, რომელმაც აქტივში 10 მოხსნაც მიითვალა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქართული ორმაგი დუბლი შეასრულა. 12 ქულა მოუტანა ნაკრებს დუდა სანაძემ. ჯგუფში მეორე მატჩი დღეს გაიმართება: სლოვენია ვენესუელას შეხვდება. შემდეგი ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს. წელს მსოფლიო ჩემპიონატს აზიის სამი ქვეყანა - იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია მასპინძლობენ. მე-19 მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ისტორიაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებიც მონაწილეობს.