თეგი: მტკვრის მარჯვენა სანაპირო

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შპს „თბილსერვის ჯგუფის" სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სამუშაოების შესასრულებლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის" მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი:​ გზის შეზღუდვა განხორციელდება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე).​ საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ალტერნატიული მარშრუტით - თამარ მეფის პანდუსის გავლით. სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით. თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო!,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.