თეგი: მუზეუმი
გერმანიის მუზეუმიდან, რამდენიმე მილიონ ევროდ შეფასებული ოქროს კელტური მონეტები მოიპარეს
ბავარიის ქალაქ მანჩინში, რომაულ-კელტური მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ 450 კელტური მონეტა მოიპარეს, რომელიც რამდენიმე მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ძარცვა სავარაუდოდ 21 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ „ფანჯარა ჩამსხვრეულია“, თუმცა გამომძიებლები, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალებზე არ საუბრობენ. „მონეტები იყო მუზეუმის მთავარი ექსპონატი. ბავარიის კრიმინალური პოლიცია საქმეს იძიებს. კელტური განძის დაკარგვა კატასტროფაა", - ამის შესახებ ბავარიის მეცნიერებისა და ხელოვნების მინისტრმა, მარკუს ბლუმმა განაცხადა.
HRW: რუსებმა ხერსონის მუზეუმებიდან ათასობით ექსპონატი გაიტაცეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სამოქალაქო პირებმა, რომლებიც სამხედრო დაკვეთით მოქმედებდნენ, ხერსონის მუზეუმიდან ათასობით ძვირფასი არტეფაქტი და ხელოვნების ნიმუში გაიტანეს. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი. რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, უფლებადამცველები ხერსონის კულტურულ დაწესებულებებში მივიდნენ და მუშებს და მოვლენების თვითმხილველებს ესაუბრნენ. მათივე თქმით, ნოემბრის ოკუპაციის ბოლო დღეებში რუსებმა მანქანებში ჩატვირთეს ნახატები, სამკაულები, რელიგიური ხატები და ისტორიული დოკუმენტები და ექსპონატები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიტანეს. Human Rights Watch-ის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ დაინახეს ძარცვის აშკარა ნიშნები ორ მუზეუმში, მათ შორის ცარიელი სურათების ჩარჩოები, გატეხილი ყუთები და ვიტრინები. სად არის ამჟამად მუზეუმის ექსპონატები, უცნობია. უფლებადამცველები თვლიან, რომ ზოგიერთი ნივთი ანექსირებულ ყირიმში გადაიტანეს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საომარი მოქმედებების დროს მუზეუმებისა და კულტურული დაწესებულებების ქონების გაძარცვა, მითვისება ან ჩამორთმევა კვალიფიცირებულია როგორც ომის დანაშაული. Human Rights Watch მიიჩნევს, რომ რუსეთის წარმომადგენლების ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზებულ ოპერაციად, უკრაინელებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ჩამორთმევის მიზნით. რუსეთის ხელისუფლება უფლებადამცველთა ანგარიშზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
თურქეთში არჩევნების წინა დღეს, ერდოღანის მუზეუმს გახსნიან
არჩევნების წინა დღეს თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ თურქმა ჟურნალისტმა მურატ საბუნჯუმ განაცხადა, წერს European Truth. მისი თქმით, მუზეუმი სტამბულში, ქასიმფაშას რაიონში გაიხსნება, სადაც თურქი ლიდერის ცხოვრების პირველი წლები გავიდა. გეგმის მიხედვით, მუზეუმის შენობას ექნება სელჩუკ-ოსმალეთის არქიტექტურის თავისებურებები, ექნება დიდი ბაღი და წყალთან ახლოს იქნება განთავსებული. მუზეუმის ექსპოზიცია შედგება ფოტოებისა და ვიდეო ინსტალაციებისგან თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის ბიოგრაფიის კადრებით. ასევე ვიზიტორებს აჩვენებენ ერდოღანის ოჯახის გენეალოგიურ ხეს და მოუყვებიან, რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს ერდოღანი თამაშობდა ფეხბურთს სტამბულის სხვადასხვა ახალგაზრდულ კლუბებში და რამდენიმე თვე ციხეშიც კი გაატარა. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 18 ივნისს გაიმართება.