თეგი: მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორები

აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა, მარია ლონგიმ განაცხადა. მან ამ თემაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე ისაუბრა. ლონგის თქმით, პატარა მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, შესაძლოა, უფრო დიდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გამოიწვიოს როგორც რუსეთისგან, ასევე - ჩინეთისგან. სხვა დეტალებზე ოფიციალურ პირს არ უსაუბრია.  

აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების შესაძლო მშენებლობაზე: მივესალმებით ჩართულობას ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან

ახალი ბირთვული ტექნოლოგიების შესაძლო განლაგების შესახებ, აშშ აცხადებს, რომ მიესალმება ჩართულობის  შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგოდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. ამის შესახებ Europetime-თან საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა იმ ფონზე, როდესაც შტატები რიგ ქვეყნებში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს.  ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. „პრეზიდენტმა ბაიდენმა თანამდებობის დაკავების დღიდან მკაფიოდ აჩვენა, რომ კლიმატის კრიზისის მოგვარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრშია და რომ ხსენებული საკითხის გადაჭრის თვალსაზრისით, ბირთვული ენერგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.  გარდა ამისა, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც გამოწვეული იყო წიაღისეულ საწვავსა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით. შეერთებული შტატები მიესალმება ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ, სუფთა ენერგიის დარგში გადაწყვეტილებების მოძიებას და მოწოდებულნი არიან, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ახალი ბირთვული ტექნოლოგიების განლაგების შესახებ განხილვებს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, მათი ენერგოდამოუკიდებლობისა და კლიმატის მიზნების მხარდასაჭერად“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა, მარია ლონგიმ განაცხადა. მან ამ თემაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე ისაუბრა. ლონგის თქმით, პატარა მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, შესაძლოა, უფრო დიდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გამოიწვიოს როგორც რუსეთისგან, ასევე - ჩინეთისგან. სხვა დეტალებზე ოფიციალურ პირს არ უსაუბრია.

სომხეთი მცირე მოდულური რეაქტორის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს ხუთ ქვეყანასთან აწარმოებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მისი შემდეგი ბირთვული რეაქტორი მცირე მოდულური იყოს და რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ხუთ ქვეყანასთან მიმდინარეობს. „ჩვენ გვქონდა მრავალმხრივი დისკუსია და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი შემდეგი ბირთვული რეაქტორი იქნება მცირე მოდულური,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. კითხვას, თუ რომელ ქვეყანასთან ითანამშრომლებს სომხეთი, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ინარჩუნებს გამჭვირვალე მიდგომას. ფაშინიანმა განმარტა, რომ როდესაც ის მოსკოვს სტუმრობს, ხალხი ფიქრობს, რომ სომხეთმა უკვე აირჩია რუსეთი. „ძალიან გამჭვირვალედ განვაცხადეთ, რომ ამჟამად გვსურს წინადადებების მიღება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. „დღეს ჩვენ ასეთ დისკუსიებს ვაწარმოებთ აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან და საფრანგეთთან. უფრო მეტიც, ჩვენ ამაში პოლიტიკურ კომპონენტს არ ვდებთ,“ განმარტა ფაშინიანმა. „კომერციული და ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ უნდა შევაფასოთ, რომელი წინადადებაა ყველაზე მომგებიანი და ამის მიხედვით გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფები უკვე სტუმრობენ ან გეგმავენ სხვადასხვა ადგილის მონახულებას დეტალების შესასწავლად. „ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას მომდევნო ერთი-ორი წლის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილებას არ ექნება გეოპოლიტიკური ან საგარეო პოლიტიკური კონტექსტი. ჩვენ გვინდა მცირე ბირთვული რეაქტორი საუკეთესო ფასით, ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგიით და შესაძლო ანაზღაურების უმოკლესი პერიოდით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის მოქმედი ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაცია 2026 წელს იწურება. მთავრობა, რუსეთის „როსატომთან“ ერთად, მმისი ექსპლუატაციის კიდევ ათი წლით გახანგრძლივებაზე მუშაობს. სომხეთი ახალი ბირთვული რეაქტორის ექსპლუატაციაში გაშვებას 2036 წლისთვის გეგმავს. აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების შესაძლო მშენებლობაზე: მივესალმებით ჩართულობას ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია